ცხოვრებისეული საჩუქრები, რომლებსაც გულით დაატარებენ დღეს, როცა ნაირნაირი სათამაშო, გასართობი იყიდე, ძნელია ბავშვი მართლა რაიმეთი გააოცო. თუმცა, არსებობს 22 ცხოვრებისეული საჩუქარი, რომლებსაც ვერანაირი თანხით ვერ იყიდით, მაგრამ ბავშვები მათ მთელი ცხოვრება გულით ატარებენ.
1. რწმენა და მათი ძალა. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, რომ მის საყვარელ ადამიანს მისი სჯერა, აგრძნობინეთ შვილს, რომ გწამთ მისი, მისი შესაძლებლობების. მხოლოდ თქვენი ერთი სიტყვა აქცევს ბავშვს გენიოსად.
2. სიყვარული, მთელი მისი გამოვლინებით. ჩახუტება, კოცნა, სასიყვარულო სიტყვების თქმა, ეს ყველაფერი აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი შვილი 30 წლისაა.
3. საოჯახო ვახშამი. ეს ოჯახის გაერთიანების წუთები ბავშვებს მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. ეს მშვენიერი ტრადიციაა, რომელიც შეგარიგებთ ერთმანეთთან, გაგაერთიანებთ, გაგაძლიერებთ.
4. სიხარული. გიხაროდეთ ცხოვრება და თქვენი შვილის არსებობა. ნუ მოგერიდებათ საკუთარი გრძნობების გამოხატვის. ბავშვთან ერთად გაერთეთ, იმაიმუნეთ.
5. ძლიერი და მთლიანი ოჯახი. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოჯახი, კარგი დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ბავშვისთვის ეს ფუნდამენტია, დასაყრდენი, რაც მთელი ცხოვრება გამოადგება.
6. თავისი დრო. ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რასაც ბავშვი მთელი ცხოვრება სათუთად შეინახავს. განსაკუთრებით, თანამედროვე ბავშვებს სჭირდებათ მშობლებთან ურთიერთობა. ხშირად მოეხვიეთ, ერთად გაისეირნეთ, ეთამაშეთ, ძილის წინ დაელაპარაკეთ.
7. ყურადღება. კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც კატასტროფულად აკლიათ ბავშვებს. აგრეთვე სიკეთეც. ბავშვი კიდევ შეხვდება ცხოვრებაში უხეშობას. ამიტომ, პატარაობიდანვე დაანახვეთ, ასწავლეთ სიკეთის კეთება.
8. დაფასება. ასწავლეთ ბავშვს დააფასოს ის, რაც მას აქვს, მაგრამ მუდამ ცდილობდეს უკეთესობისკენ.
9. ინტერესი. სამყაროსადმი ინტერესი ბავშვს მუდამ აქვს. გაუფრთხილდით მას. ნუ აუკრძალავთ: `არ შეიძლება! ნუ მიშლი ხელს! რამდენს მეკითხები?!~ _ ამოიღეთ ხმარებიდან ეს სიტყვები.
10. გადაწყვეტილების მიღება. დაეხმარეთ ბავშვს იყოს მეტად გაბედული, თამამი. მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ეს მომავალშიც გამოადგება.
11. ჩარჩოები. ბავშვმა უნდა იცოდეს რა შეიძლება და რა _ არა. ეცადეთ, არ იყოთ ზედმეტად მკაცრი და არც ყველაფრის უფლება დართოთ.
12. თავისუფლება. მიეცით ბავშვს უფლება ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე. დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, ისწავლოს არჩევანის გაკეთება.
13. შექება. ბავშვისთვის განსაკუთრებით მნივნელოვანი მშობლის შექება. ეს კიდევ უფრო მეტისა და კარგის გაკეთების სურვილს გაუჩენს.
14. სიყვარული შემოქმედებისადმი. ბავშვმა უნდა შექმნას, ჰქონდეს საშუალება გამოხატოს საკუთარი ნიჭი შემოქმედებაში. ჩაერთეთ და გაერთეთ ბავშვთან ერთად. შემოქმედებითი საქმიანობა სილამაზის აღქმაში დაეხმარება.
15. გულკეთილობა. პირად მაგალითზე აჩვენეთ, რომ სხვას უნდა გაუყოს, დაეხმაროს. ხელგაშლილობამ სიამოვნება უნდა მიანიჭოს.
16. სულიერება. ასწავლეთ ბავშს, რომ იზრუნოს არამარტო სხეულზე, არამედ სულის კეთილდღეობაზეც.
17. სიმართლე. იყავით მართალი ბავშვის მიმართ, ასე ასწავლით, რომ თქვენ მიმართაც სამართლიანი იყოს. გარდა ამისა, ასე მიახვედრებთ, რომ შეიძლება თქვენი იმედი ჰქონდეს, თქვენ გვერდით თავი დაცულად იგრძნოს.
18. იმედი. იმედი გადაარჩენს რთულ სიტუაციაში. გაამხნევებს და ძალით აავსებს.
19. სიყვარული ცოდნისადმი. შეაგულიანეთ ბავშვი, რომ ახალ-ახალი საგანი შეისწავლოს.
20. ოპტიმიზმი. ეს არის ის, რაც დაეხმარება წარმატების მიღწევაში, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში.
21. მშობლის კალთაში ჯდომა. ეს მსოფლიოში ყველაზე მყუდრო ადგილია ბავშვისთვის.
22. ოჯახისა და ურთიერთობისადმი ერთგულება. იყავით ერთგული მეუღლისადმი _ საქციელით, გულით, სულით. ბავშვები გრძნობენ ერთგულებას და თავადაც ოჯახის წევრების მიმართ ერთგულებას გამოიჩენენ.