არის თუ არა სპინერი ”ანტისტრესი” - რას გვირჩევს ფსიქოლოგი
არის თუ არა სპინერი ”ანტისტრესი” - რას გვირჩევს ფსიქოლოგი
ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძის მოსაზრება - სათამაშო „სპინერთან“ დაკავშირებით.

გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება:

1) სათამაშოს შეძენის სურვილი, ბავშვებში უმეტეს შემთხვევაში არის მიბაძველობითი ხასიათის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს მშობელმა რომ ფლობის სურვილი თავისტავად მიუთითებს პრობლემაზე.

2) არ არსებობს არანაირი სამეცნიერო კვლევა, რომელიც დაგვიდასტურებს ამ კონკრეტული ნივთის „ანტისტრესულ“ ხასიათს.

3) დაგროვებული ფსიქიკური ენერგია (რისი დაგროვებაც უმეტეს წილად ხდება სტრესის დროს), ნებისმიერი სახის მოტორული აქტივობა იწვევს ამ ენერგიისგან განთავისუფლების განცდას (იქნება ეს სირბილი, კალმის თავის წკაპუნი,
სათამაშო სპინერის ტრიალი თუ ა.შ.).


ასევე იხილეთ: რა საჭიროა სპინერი და რა უარყოფითი თვისება აქვს მას


4) თუ ადამიანი ეჩვევა სტრესთან გამკლავების მხოლოდ (ვიმეორებ - მხოლოდ) ამ გზას, არის რისკი ადიქციის ჩამოყალიბებისა (როგორც მაგალითად ალკოჰოლი, გადაჭარბებული ექსტრიმი ან ა.შ.)

5) ადიქციაზე, დამოკიდებულებაზე საუბარი შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
• ქცევა არ არის კონტროლირებადი
• არის განმეორებადი
• შეიცავს ზიანს

6) ბოლო პუნქტის არესბობის შემთხვევაში სასურველია ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, შფოთვის დაგროვების მიზეზის პოვნა, მისი ვერბალიზაცია, მხოლოდ მოტორული აქტივობით ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს.

7) რაც შეეხება სპეციალური საჭიროების მქონდე ბავშვებს, აქაც რამდენიმე გარემოებაა, რომლებიც ასევე არ არის მეცნიერულად დამტკიცებული თუმცა ფაქტია რომ ADHD სინდრომის მქონე ბავშვებში
(რომლებსაც აპრიორი უჭირთ მოზღვავებული ფსიქიკური ენერგიის მართვა) სათამაშო დადებითად მოქმედებს.
9107
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
კობა
0
ჟიდო-მასსონთა მორიგი აფიორაა ერთდროულად ხალხის გამოსათაყვანებლად და ფულის გასაკეთებლად!
15:31 / 13-06-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?