ყველას აინტერესებს, რა განაპირობებს გამორჩეულ ნიჭს და საერთოდ, როგორ ჩნდებიან გენიოსები ყველა მშობლის ოცნებაა ნიჭიერი და წარმატებული შვილი. ნიჭიერებით სხვისგან გამორჩეული ბავშვი რომელ მშობელს არ უხარებს გულს. შესაბამისად, ყველას აინტერესებს, რა განაპირობებს გამორჩეულ ნიჭს და საერთოდ, როგორ ჩნდებიან გენიოსები.
ამ ყველაფრის გარკვევას ამერიკელი მეცნიერები შეეცადნენ. ამ საკითხში თურმე გადამწყვეტ როლს სულაც არ თამაშობს ფული ან სოციალური მდგომარეობა, თუმცა მათ გარკვეული დამსახურება მაინც მიუძღვით ნიჭის განვითარებაში.
ამერიკელი მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ რამდენიმე ადამიანის გენიოსობის საიდუმლო ამოხსენს. მიაჩნიათ, რომ ამაზე პასუხისმგებელი კონკრეტული გენია, რომელსაც NPTN უწოდეს. თუ ეს გენი ბავშვის ამქვეყნად მოვლინებისას გააქტიურდა, მაშინბ შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ ამ ბავშვისგან გენიოსი გაიზრდება.
ამ დასკვნის გასამტკიცებლად ექსპერტებმა მოხალისეთა დნმ-ის ნიმუშების კვლევა ჩაატარეს, რომელიც ამ ადამიანების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და გარკვეულ სამეცნიერო ტესტებს შეუდარეს.
კვლევის ყველა მონაწილეს ანალიტიკური ამოცანების გადაწყვეტა მოსთხოვეს. საუკეთესო შედეგები ჰქონდათ მათ, ვისაც გენი NPTN აღმოუჩინეს. ამ ადამიანებმა არამარტო ამოხსნეს ამოცანები, არამედ მათი ამოხსნის განსხვავებული და მრავალფეროვანი გზებიც იპოვეს.
ამის მიუხედავად, მევნიერები აღნიშნავენ, რომ NPTN გენის არსებობა გენიოსობის გარანტიას ნამდვილად არ იძლევა. ბავშვის კოგნიტური უნარების გასავითარებლად და ნიჭის გამოსავლენად სხვა ფაქტორებიცაა საჭირო. მაგალითად, ნორმალური განათლება, ფსიქოლოგიურო კომფორტი, სოციალური და ოჯახური გარემო.
თუ ეს ფაქტორები ერთმანეთს დაემთხვა, ბავშვი ნამდვილი გენიოსი ხდება. ყოველ შემთხვევაში, ამა თუ იმ სფეროში დიდი წარმატება გარანტირებული ექნება.
წაიკითხეთ ასევე: ვინ არიან ვუნდერკინდები და როგორ უნდა გამოავლინოთ ბავშვის ტალანტი