ქართველი მშობლების 6 გამოუსწორებელი შეცდომა - საუბრობს ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი
ქართველი მშობლების 6 გამოუსწორებელი შეცდომა - საუბრობს ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი
ხშირად მშობლების მიერ დაშვებულ შეცდომებს ადამიანები ზრდასრულ ასაკში იმკიან. ძალიან ხშირად მოზრდილთა პრობლემები სწორედ ბავშვობიდან იღებს სათავეს და ეს შეცდომები შვილებს ძალიან ძვირი უჯდებათ.
ფსიქოლოგ ზაზა ვარდიაშვილს ვთხოვეთ, ქართველი მშობლების ყველაზე გავრცელებული და გამოუსწორებელი შეცდომები ჩამოეთვალა.

ფიზიკური დასჯა - მშობლების მიერ ბავშვის ფიზიკური დასჯის შედეგად, ბავშვი აგრესიული ხდება, იმეორებს ქმედებებს და ძალადობს სხვა ბავშვებზე.
ფსიქოლოგიური ზეწოლა - ისეთი სახის მუქარა, როგორებიცაა: "მიგატოვებ, თუ ცუდად მოიქვევი", "შენი დედა აღარ ვიქნები" და ა.შ ბავშვს დანაშაულის გრძნობას უყალიბებს, რაც იწვევს მოტივაციის ნაკლებობას.
დამოუკიდებლობის
შეზღუდვა
- მშობლები ხშირად ერევიან ბავშვის ცხოვრებაში, სასწავლო პროცესში მცირე ასაკიდან, რაც იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას სწავლის მიმართ და ამას აქვს ხანგრძლივი გავლენა. სამომავლოდ კი, რთულად ეჩვევა დამოუკიდებლობას.
სხვასთან შედარება - სხვა ბავშვებთან შედარება, პატარას თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს.
მშობლების კონფლიქტები ბავშვის თანდასწრებით - ასეთ დროს ბავშვს საკუთარი თავი მიაჩნია დამნაშავედ და სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება.
ბავშვთან ვაჭრობა - მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომას და ბავშვს ევაჭრებიან ამა თუ იმ ქმედების სანაცვლოდ პატარას საჩუქრებით, თუმცა სინამდვილეში ასეთ დროს წარმოიქმნება ზედმეტი დაძაბულობა, რაც მის ქმედითუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
ავტორი: ნარიტა ჩხაიძე
იხილეთ ვიდეო
9286
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
?
1
ქართველის რატომ? სხვა ერებში არაა ეს პრობლემა?
22:44 / 10-08-2018
nana
0
მოგესალმებით, ასოციაცია ჰერა XXI ატარებს მშობლების გამოკითხვას, რომელიც მიზნად ისახავს მშობელთა დამოკიდებულებების და საჭიროებების ანალიზს რეპროდუქციულ და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე შვილების ინფორმირების კუთხით. თუ ხართ მშობელი, გთხოვთ შეავსეთ კითხვარი ქვემოთ მითითებულ ლინკზე. თქვენი პოზიცია უაღრესად მნიშვნელოვანია https://goo.gl/forms/ksAYY9obg1Nbdqlk1 საუკეთესო სურვილებით
14:30 / 18-07-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?