ყველაზე კითხვადი
დასჯასაც თავისი წესი აქვს - რომ არ გამოიწვიოთ მასში ნევროზი, ფობიები, აგრესია...
დასჯასაც თავისი წესი აქვს - რომ არ გამოიწვიოთ მასში ნევროზი, ფობიები, აგრესია...
დასჯა - დელიკატური საკითხია. ბავშისა და მშობლის ურთიერთობაზეა დამოკიდებული ბავშვის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. ამიტომ, ბავშვი გონივრულად უნდა დასაჯოთ, რათა არ გამოიწვიოთ მასში ნევროზი, ფობიები, აგრესია...
რა მიზეზით სჯებიან ბავშვები ყველაზე ხშირად?

1. მშობელი არასწორად იგებს ბავშვის საქციელს
ზოგჯერ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი სადღაც მიძვრება, რაღაცაც აფუჭებს... მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავშვი სამყაროს შეცნობის პროცესშია. ის ამტვრევს, ყრის, ისვრის ნივთებს არა იმის გამო, რომ უფროსები გააბრაზოს, არამეს მათი თვისებები რომ გამოსცადოს. როცა იატაკზე ფინჯანს აგდებს, სწავლობს, რომ იგი მტვრევადია და მომავალში ფრთხილად
უნდა იყოს. აგრეთვე, არ ღირს მისი დასჯა, თუ ნაყინის ჭამის დროს შარვალი დაისვარა, მან ხომ არ იცის, რომ ნაყინიდან შეიძლება შოკოლადი ჩამოვარდეს ან დამდნარი ნაყინი დაეწუწოს?

2. უფროსებს აქვთ მზა სცენარი, წესები, მოსაზრება...
თუ ბავში არ შეესაბამება უფროსების ქცევის სტანდარტს, უფროსი ბრაზდება. თუ ბავშვა შარვალი დაისვარა ამის გამო უნდა დასაჯოთ? ვერ გარეცხავთ შარვალს თუ სხვას ვერ ჩააცმევთ? შუა საუკუნეებ არაა, როცა სამოსის ყიდვა შეუძლებელია ან გარეცხვა - პრობლემა.

3. ჯავრის ამოყრა
ზოგჯერ უფროსი ბავშვს სჯის, რათა თავადაა ცხოვრებაზე უკმაყოფილო და სურს უსუსურის დასჯით გამოხატოს ეს.

რჩევა:
თუ ბავშვის დასჯის სურვილი გაგიჩნდებათ, გაიაზრეთ, რატომ
ჭირვეულობს პატარა, რა უბიძგებს ცუდად, თქვენთვის მიუღებლად რომ მოიქცეს. სადმე წაყვანამდე მშვიდად აუხსენით რა ელის იქ, როგორ უნდა მოიქცეს და, რაც მთავარია, მაქსიმალურად შეამცირეთ დასჯის მეთოდი.

თუ მაინც გადაწყვიტეთ, რომ დასაჯოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:

თავდაპირველად გახსოვდეთ, რომ თქვენ უფროსი ხართ და მეტი სამართლიანობა მოგეთხოვებათ.

mshoblebi
  • 1. ბავშვმა უნდა გაიგოს რატომ არაა მართალი. აუხსენით მისთვის გასაგებ ენაზე.
  • 2. ნუ გამოიყენებთ ფიზიკურ დასჯას. აგრეთვე, მოერიდეთ მანიპულირებას ("აღარ გელაპარაკები", "ასეთი საძაგელი აღარ მეყვარები"). დასჯის დროს ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას სამართლიანად ექცევიან, მაგრამ ძველებურად უყვართ.
  • 3. თითოეული ცუდი საქციელისთვის შეფარდებითი დასჯა უნდა მოიფიქროთ. თუ პირვლად ცუდად მოიცა, არ დასაჯოთ, ჯერ აუხსენით რა შეეშალა და შემდეგში რა უნდა გაითვალისწინოს.
  • 4. ეცადეთ, რომ დასჯა იყოს საქციელის გამოსწორება. დაალაგოს არეული ოთახი, შეაკეთოს გატეხილი ნივთი.
  • 5. დასჯა არ უნდა იყოს დროში გაწელილი: "აღარასდროს შეჭამ ნაყინს"; "აღარ ითამაშებ კომპიუტერით".

mshoblebi

როგორ უნდა მოიქცეთ სხვადასხვა სიტუაციაში
თუ ბავშვი ჩხუბობს, და-ძმას ურტყამს და ცუდ სიტყვებს ამბობს
შემოიღეთ წესი: ჩვენს ოჯახში ერთმანეთს არავინ აწყენინებს. თუ ვინმე ცუდ სიტყვას იტყვის, 5 წუთით უნდა იჯდეს ან იდგეს კუთხეში. ეს წესი ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას.

ბავშვი არ უფრთხილდება სათამაშოებს
უთხარით: "აი, მანქანა, მაგრამ თუ დაამტვრევ, მანქანის გარეშე დარჩები". და არ უყიდით ახალს არავითარ შემთხვევაში. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა მოჰყვება მის საქციელს. თუ გატეხილი მანქანის გამო სცემთ, მაგრამ ახალს უყიდით, კიდევ დამტვრევს, ერთ ცემას კი აიტანს.

ბავშვი ყრის სათამაშოებს
ასწავლეთ, რომ თამაშის შემდეგ სათამაშოები უნდა შეინახოს. როცა აალაგებს, არ დაგავიწყდეთ, შეაქეთ ბავშვი, რომ მომავალშიც გაუჩნდეს შექების სურვილი და აალაგოს სათამაშოები.
გახსოვდეთ, თუ ბავშვს სჯით ცუდი სიტყვების თქმისთვის და თავად ხშირად მეტყველებთ უცენზუროდ, ბავშვის თვალში ავტორიტეტს დაკარგავთ.

წაიკითხეთ ასევე: რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ყველაზე ხშირად - ექიმების ნაამბობი და გაფრთხილებები


შეიძლება თუ არა ბავშვის ცემა?
არა, არც წამორტყმა. თქვენი მისია ბავშვის აღზრდაა და არა მისი დაშინება. დასჯად ითვლებს ძილის ან საკვების წართმევაც, რაც ასევე დაუშვებელია. გირჩევთ საკვები არც წასახალისებლად გამოიყენოთ.
არსებობს ვარიანტი
დასჯის მიზნით აუკრძალეთ მულტფილმის ყურება, არ წაიყვანოთ დღესასწაულეზე. თამაშის ნაცვლად შეასრულებინეთ საოჯახო სამუშაო.
25477
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
15.12.2017
"გული ამიჩქარდა, ვიგრძენი, როგორ გავხურდი სიბრაზისგან ჩემს შვილზე..." - ერთი დედის გულისტკივილი
10.12.2017
სამყარო შეიცვალა და თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ თქვენი შვილი - დაეთანხმებით ამ ჩამონათვალს...
03.12.2017
"ახლა 45 წლის ვარ და მივხვდი, რომ ყველაფერი არასწორია. მე აღარ მრცხვენია"
06.11.2017
საბოლოო შედეგი ძალიან საინტერესოა




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31