გაიგეთ და დაეხმარეთ მას ღირსეული ადგილი დაიკავოს საბავშვო საზოგადოებაში დრო მოვა და ჩვენი შვილებიც საზოგადოების წევრები გახდებიან. მათი ცხოვრების გზა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა თვისებებით არიან დაჯილდოებულნი და რა ფსიქოლოგიური მზაობა გააჩნიათ. სწორედ ამის მიხედვით იკავებენ საზოგადოებაში კუთვნილ ადგილებს.
არ იცით ვინაა თქვენი შვილი? ამ სტატიის დახმარებით გაარკვიეთ და დაეხმარეთ მას ღირსეული ადგილი დაიკავოს საბავშვო საზოგადოებაში.
მოქმედი პირები ბავშვთა კოლექტივში
ჯგუფში უმაღლეს ადგილს „ლიდერები“ იკავებენ. ლიდერები გვხვდებიან გოგონებიც და ბიჭებიც. ისინი ყველას უყვარს და მათი გავლენის ქვეშაც ექცევიან.
ნამდვილს სიყვარულს იმსახურებენ „რჩეულები“. ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ „ლიდერებს“. მათთანაც და ყველასთანაც კარგ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ.
კოლექტივის უმეტესობას "რიგითები" შეადგენენ. ამ ბავშვებს უჭირთ ინდივიდუალურობის გამოხატვა და ცდილობენ „ლიდერის“ აზრი გაითვალისწინონ.
ნებისმიერ კოლექტივში მოიძებნება „დამკვირვებელი“. ასაკის მიუხედავად კარგად განვითარებულები არიან. მეგობრებს სიფრთხილით ირჩევენ. ბავშვებს აგრესიულად არ ექცევიან, თუ ვინმე მათთან თამაშის სურვილს გამოთქვამს, თანხმდებიან.
რთულ მდგომარეობაში არიან „თეთრი ყვავები“. ამ კატეგორიაში ნიჭიერი ბავშვები ხვდებიან, რომლებსაც უჩვეულო ინტერესები აქვთ. მათ ხშირად დასცინიან, მაგრამ „ომი“ იშვიათად ხდება.
„ომში“ როგორც წესი, „მიუღებლები“ ერთვებიან. ისინი იწევენ ყველასკენ, მაგრამ მათთან ურთიერთობა არავის სურს.
3-დან 6 წლამდე:
პატარა „ლიდერები“ არავის აძლევენ მოსვენების უფლებას. სახლში ბებიას ამღერებენ, საბავშო ბაღში თამაშის როლებს ანაწილებენ. ბუნტის შემთხვევაში აგრესიულები ხდებიან. თუმცა, შეუძლიათ პატიება და დაჯილდოება. ასწავლეთ თქვენს შვილს სხვისი ინტერესების პატივისცემა. წლების გასვლის შემდეგ თქვენი ლიდერი შეიძლება უფრო ძლიერმა კონკურენტმა მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ
„რჩეულს“ აქვს ყველაზე საინტერესო სათამაშო, სხვებსაც უზიარებს მას. ასწავლეთ, რომ არ ათხოვს სათამაშო, სანამ არ სთხოვენ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა „არ იყიდოს“ მეგობრობა სათამაშოთი. ასწავლეთ თქვენს შვილს დააფასოს თავისი ინდივიდუალურობა.
„დამკვირვებელი“ ბავშვებთან თამაშს უფროსებთან ურთიერთობა ურჩევნია. მალე ბეზრდებათ ბავშვური თამაშები. დააკვირდით, რომელი ბავშვის მიმართ იჩენს ინტერესს და დაეხმარეთ, რომ დაუმეგობრდეს მას.
„თეთრ ყვავს“ თავისი სათამაშო, გასართობი აქვს. დაეხმარეთ, კოლექტივმა მიიღოს თავისიანად.
„მიუღებლი“ მტირალა, წყენია, მომჭირნე ბავშვია. თუ მას სხვა ბავშვები გაურბიან, ასწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეს, ბავშვი რომ მიიღონ.
7-დან 10 წლამდე: ინტელექტუალები საჭესთან
ამ ასაკში ბავშვის დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას. „ლიდერი“ ყველაზე გონებამახვილი ბავშვია. მან კარგად უნდა ისწავლოს. უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა სხვა ბავშვების მიმართ.
„რჩეული“ კარგი მეგობარია. არ დაიშურებს ზედმეტ კალმისტარს. კლასელებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. შეიძლება საკუთარი თავი დაიზარალოს და სხვას გაკვეთილზე სწორი პასუხი უკარნახოს. აუხსენით თქვენს შვილს, რომ ასეთი საქციელი მხოლოდ უნებისყოფო ადამიანს ახასიათებს.
„დამკვირვებელს“ მეგობრები სკოლის მიღმა ჰყავს. ცელქობს სხვებთან ერთად, მაგრამ კლასელებთან დამეგობრებას არ ცდილობს.
„თეთრი ყვავი“ კარგი და დამჯერი მოსწავლეა.
„მიუღებელი“ ნორმალური ინტელექტის მფლობელია, მაგრამ შენელებულად აზროვნებს. მარტოობის დასაძლევად ისინი შეიძლება „რჩეულებს“ დაუმეგობრდნენ.
11-დან 14 წლამდე: გული სიყვარულს მთხოვს
გარდატეხის ასაკის დასაწყისში როლები იცვლება. „ლიდერი“ ხდება ის, ვინც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში პოპულარობით სარგებლობს და მასწავლებებთან კლასელებს დაიცავს. შეიძლება ზედმეტად უხეში გახდეს უფროსებთან ურთიერთობისას. ასწავლეთ კამათისას ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობა.
„რჩეული“ ხდება ყველაზე მიმზიდველი ბავშვი. მასზე კლასის ნახევარია შეყვარებული. ის შეიძლება ვარსკვლავური სენით დაავადდეს და უხეში გახდეს თაყვანისმცემლების მიმართ. ასწავლეთ, რომ სიყვარულს სიყვარულით უნდა უპასუხოს.
„დამკვირვებელი“ კლასელებს ზევიდან უყურებს. მათ პატარებად მიიჩნევს. მეგობრობა ისევ უფროსებთან ურჩევნიათ. „დამკვირვებელი“ მეტოქეობას უწევს „ლიდერს“. თუმცა, ეს უკანასკნელიც კი იზიარებს მის რჩევებს. ასეთი ბავშვის მშობელი მშვიდად უნდა იყოს. მისი შვილი ღირსეულ პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებს.
„თეთრი ყვავი“ გამორჩეულია ჩაცმულობით, უსმენს განსხვავებულ მუსიკას. დააკვირდით და ნუ დაუწყებთ ჭკუის დარიგებას.
„მიუღებლები“ კარგავენ კავშირს კლასელებთან და თავისნაირებთან იწყებენ მეგობრობას. ყურადღების მიქცევის მიზნით შეიძლება გააცდინონ სკოლა, დაიწყონ სიგარეტის მოწევა. დაეხმარებით, თუ მიიყვანთ სპორტულ სექციაში ან ინტერესის ჯგუფში გააწევრებთ. ახალი გასართობი და ახალი ნაცნობები საკუთარ ძალებში რწმენას დაუბრუნებს. შეიძლება „დამკვირვებელი გახდნენ“.
თუ არ მოგწონთ თქვენი შვილის როლი კოლექტივში, ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ რამე. ზოგჯერ მოცდაც შეიძლება. შეიძლება პატარა დიქტატორი „ვარსკვლავი“, „თეთრი ყვავი“ კი კომპანიის „ვარსკვლავი“ გახდეს.