იმისთვის, რომ დაიცვათ ბალანსი და არ დაკარგოთ საკუთარი თავი ხშირად ქალები შვილებს აჩენენ და თავდაყირა ეშვებიან საოჯახო საქმიანობაში, ივიწყებენ თავიანთ ინტერესებს და მისწრაფებებს, რაც მანამდე ჰქონდათ. იმისთვის, რომ დაიცვათ ბალანსი და არ დაკარგოთ საკუთარი თავი, გაეცანით ოქროს 12 წესს, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ.
1 ✔ იყავით მუდამ ძიებაში
ნუ დაივიწყებთ თქვენს ინტერესებს მხოლოდ იმიტომ, რომ შვილი გაჩნდა. ბავშვისთვისაც უკეთესია, როცა დედას ბევრი სხვა ინტერესიც აქვს და მთლიანად მასზე არ არის გადართული. იპოვეთ დრო საკუთარი თავისთვის და იმისთვის, რისი გაკეთებაც გიყვარდათ. დაკავდით სპორტით, დაესწარით სპექტაკლს, განვითარდით და გახალისდით.
2 ✔ ნუ გაიწამებთ თავს
ბავშვებს არ სჭირდებათ და არც ითხოვენ დედისგან თავგანწირვას. თუ გინდათ, რომ შეხვდეთ მეგობრებს, ხანდახან შეიძლება, რომ პატარები მამას ან ბებოს დაუტოვოთ.
3 ✔ ნუ მიილტვით სრულყოფილებისაკენ
ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით, ამიტომ სწრაფვა სრულყოფილებისაკენ ცუდი იდეაა. ბავშვის დაბადების შემდეგ შეურიგდით იმას, რომ სახლში ყოველთვის სისუფთავე და წესრიგი ვერ იქნება. რაღაც ყოველთვის დაიქცევა და დაიმტვრევა.
4 ✔ გათავისუფლდით დანაშაულის გრძნობისგან
მას შემდეგ, რაც არჩევანის წინ დადგებით: დარჩეთ სახლში ბავშვთან თუ დაუბრუნდეთ სამუშაოს, ეცადეთ გათავისუფლდეთ დანაშაულის გრძნობისგან. თქვენ ხომ ისედაც ყველაფერს აკეთებთ, რაც შეგიძლიათ. სრულყოფილი არავინ არის და თვითგვემა - დროის ფუჭი კარგვაა.
5 ✔ იყავით მომთმენი
ბავშვის აღზრდა არ არის იოლი. ბავშვები ყოველთვის ხმაურიანები და მომთხოვნები არიან. როდესაც იგრძნობთ, რომ წყობიდან გამოდიხართ, ღრმად შეისუნთქეთ და გახსოვდეთ, რომ მათ თქვენი დახმარება, ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ.
6 ✔ ყური უგდეთ თქვენს შვილს
ნუ მოირგებთ კონსულტანტის როლს. უბრალოდ ყურადღებით მოუსმინეთ მას.
7 ✔ იყავით დედა და არა - მეგობარი
დააწესეთ საზღვრები. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ბავშვებთან ერთად. უნდა მოვუსმინოთ, პატივი ვცეთ მათ აზრს, მაგრამ, ფაქტია, ჩვენ მათი ტოლები არ ვართ.
8 ✔ ასწავლეთ უბრალოება
ასწავლეთ შვილს, რომ ბედნიერება არ არის მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა.
9 ✔ არ არის საჭირო ზეწოლა ბავშვზე
თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი წარმატებული იყოს და ბოლომდე გამოიყენოს თავისი პოტენციალი, ნუ მოახდენთ მასზე ზეწოლას. უბრალოდ, მშვიდად მიიღეთ მისი წარმატება სკოლაში და იმის მაგალითიც მიეცით, რომ დედაც წარმატებულია თავის საქმეში, თუნდაც კულინარიაში ან ქარგვაში - ამას სიხარულით აკეთებს და წარმატებებსაც აღწევს. ბავშვი გახარებულ და ინტერესიან მშობლებს უნდა ხედავდეს, და არა სულ მოწუწუნეს და დათრგუნულს.
10 ✔ასწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული
მაღალი თვითშეფასება - ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც მშობელმა შეიძლება მისცეს შვილს. ადამიანი მაღალი თვითშეფასებით ვერასოდეს შეეგუება დამამცირებელ მოქცევას სხვისი მხრიდან და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს. როგორ გამოვუმუშაოთ მაღალი თვითშეფასება? აჩვენეთ, თუ როგორ აფასებთ, გიყვართ და უსმენთ მას. და ისიც აჩვენეთ, რომ თქვენც გაქვთ ეს თვისება.
11 ✔ასწავლეთ დამოუკიდებლობა
განვითარების ყოველ ეტაპზე ბავშვს უნდა შეეძლოს, რაღაც-რაღაცები დამოუკიდებლად აკეთოს. თუ თქვენ გამუდმებით ეხმარებით, მაშინ ბავშვი ნელ-ნელა უკან-უკან მიგყავთ. ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლეთ, დამოუკიდებლად აკეთოს ის, რაც მოსწონს და რისკენაც მიისწრაფის.
12 ✔იცინეთ და მიიღეთ სიამოვნება
შვილი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაბრუნდეთ ბავშვობაში და სიამოვნებით აკეთოთ ის, რასაც მარტო, მის გარეშე ვერ გააკეთებდით. სიამოვნებით გამოიყენეთ ეს შანსი. იყავით ბედნიერი, მიიღეთ ბოძებული სიამოვნება ცხოვრებისგან - გაერთეთ თქვენს შვილთან ერთად, დაე დედობა გახდეს თქვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება! მაგრამ ნურასოდეს დაივიწყებთ თქვენს ინტერესებს, რათა თქვენმა შვილმა შეძლოს, იამაყოს თქვენით.
თქვენი შვილი რომ ბედნიერი და წარმატებული გაიზარდოს - ფსიქოლოგის ძალიან საჭირო რჩევები მშობლებს
აი, როდის არის ბავშვი ყველაზე ბედნიერი