ფოტოები, რომლებიც არავის ტოვებს გულგრილს როცა ახალშობილი გოგონას შინ წამოსაყვანად მიეშურებოდნენ, დევიდ და სარა ოლსონები აღელვებულნი ელოდნენ ამ შეხვედრას. თუმცა ამ ამბავმა კიდევ ათასობით ადამიანი შეძრა მთელ მსოფლიოში – იმ ფოტოების წყალობით, რომელთაც ინტერნეტი დაიპყრეს.
დევიდსა და სარას ორი ღვიძლი შვილი ჰყავთ – 6 და 3 წლის ბიჭები. მეორე შვილს ხერხემლის თანდაყოლილი პრობლემა აღმოაჩნდა და ექიმებმა სარას ურჩიეს, აღარ გაეჩინა. არადა, წყვილს ყოველთვის უნდოდა სამი შვილი. "ვგრძნობდი, თითქოს გულში რაღაც მაკლდა", - ამბობს სარა.
ოლსონებმა გადაწყვიტეს, ბავშვი აეყვანათ. და აი, ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცედურების შემდეგ შანსიც გამოჩნდა – ამერიკის ერთ-ერთ შტატში პატარა გოგონა გაჩნდა, რომელზეც დედამ უარი თქვა. მაშინვე აცნობეს პოტენციურ მშვილებლებს და სარა და დევიდი გაემგზავრნენ. თუმცა თან წაიყვანეს მეგობარი – ფოტოგრაფი კრისტენ პროსერი, რომელმაც მთელი ეს მოგზაურობა და პირველი შეხვედრა ფირზე აღბეჭდა.
შედეგად, გამოვიდა ფოტოები, რომლებიც არავის ტოვებს გულგრილს.
"როცა პირველად შევხედეთ, მივხვდით, რომ ის ჩვენი ქალიშვილია, - ამბობს დევიდი, - ეს მომენტი ენით აუწერელია. სტიქიური გრძმობა იყო, რომელიც მაშინვე განვიცადეთ ამ პატარისადმი".
ახლა პატარა ტილის მოსიყვარულე ოჯახი აქვს, ოლსონებთან ის უმცროსი ქალიშვილი და უმცროსი დაიკოა. ზოგიერთ ამბავს მართლაც აქვს კეთილი დასასრული.