ყველაზე მეტად გაგიჭირდებათ მასთან ჩახუტება და ამ სიტყვების წარმოთქმა: "ნახვამდის, ძვირფასო! ერთი თვის წინ მისი უფროსი გოგონა სასწავლებლად გაემგზავრა სხვა ქალაქში. ორი კვირა ძალიან გაუჭირდა. ეს ქალი ამერიკელი იყო, მაგრამ შვილის სახლიდან წასვლა ხომ ქართველი დედისთვისაც ტრაგედიაა. ამ ქალბატონს სურს თავისი ემოციები სხვა მშობლებს გაუზიაროს.
აი, რას წერს ამერიკელი კავიტა ვარმა-უატი:
"ჩემი შეგრძნებები ისეთივეა, როგორც მშობიარობის პირველ დღეებში - როდესაც დაიბადა ჩემი გოგონა. მაშინ დავურეკე ჩემს მეგობარს, რომელმაც ჩემამდე რამდენიმე თვით ადრე გააჩინა და ვკითხე: "რატომ არ მომიყვა იმ ტრავმების შესახებ, რომლის გადატანაც მომიწევდა? მან მიპასუხა: "იმიტომ, რომ შენ მაინც არ დამიჯერებდიო".
1. გამგზავრება არც ისე ემოციურად ჩაივლის
ბევრი საქმე გექნებათ. ჩვენს შემთხვევაში ჩვენს გოგონას 2 ფრენა მოუწია, რაც ზუსტ ლოჯისტიკას მოითხოვდა. როდესაც ყველაფერს ჩაალაგებთ და გასამგზავრებლად გაემზადებით, ყველაზე მეტად გაგიჭირდებათ მასთან ჩახუტება და ამ სიტყვების წარმოთქმა: "ნახვამდის, ძვირფასო!"
2. სახლში დაბრუნება მწარეა
არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ სახლში დაბრუნებულს მისი ცარიელი საძინებელი მენახა. პირველ დილას შევედი მის ოთახში და გავალაგე: გამოვცვალე ლოგინის თეთრეული, გადასაფარებელი, გადავარჩიე ძველი ტანსაცმელი, მტვერსასრუტით დავალაგე ოთახი. კარადაში აღმოვაჩინე გამოსამშვიდობებელი "საჩუქარი"- ჭუჭყიანი ტანსაცმელის სახით. 1 თვის წინ რომ მენახა ჭუჭყიანი ტანსაცმელი კარადაში- ძალიან გავბრაზდებოდი. ახლა კი ვიფიქრე:" ჩემო სიხარულო, ნეტავ ჩემს გვერდით იყო და არ დავიღლები შენი მოვლით".
ცრემლიანმა გამოვხურე ოთახის კარები.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
არ არის საჭირო სიცარიელესთან ყოველდღიური შეჯახება.
3. წვრილმანები გვაიძულებენ მოვიწყინოთ
მენატრება ჩემი გოგონაც და ბიჭიც. ყველაფერი მახსენდება, ყოველი წვრილმანი: თუ როგორ ელაპარაკებოდა ჩემი გოგონა ძაღლს, ავტოფარეხში კი ჩემი ბიჭის ფეხსაცმელებია დაყრილი შუა გზაში მაშინ, როდესაც ფეხსაცმელებისთვის განკუთვნილი ყუთი ერთ კუთხეში იდგა.
მოვიწყინე, როდესაც მაღაზიაში შევედი და მისი საყვარელი კრეკერები დავინახე. ძალიან მაკლია მისი ნაბიჯების ხმა, როდესაც ღამის სიჩუმეში საჭმლით სავსე თეფში თავის ოთახში მიჰქონდა.
4. პირველი 10 დღის განმავლობაში არ ვტიროდი. ერთხელ, როდესაც ძაღლს ვასეირნებდი, შემხვდა მისი მეგობარი. ის გაჩერდა რათა დამლაპარაკებოდა. ამან საშინლად ამაღელვა. შემდეგ შემხვდა ნაცნობი, რომელმაც ჩემი გოგონას შესახებ შემეკითხა. აქ კი ვეღარ მოვითმინე და ავტირდი. გეშინოდეთ მე-10 დღის!
5. ბავშვთან ურთიერთობის არქონა გაგანადგურებთ
ჩვეულებრივ დღეებში თქვენს კითხვაზე;" როგორ ჩაიარა დღემ?-გპასუხობთ-"კარგად!"
საზეიმო დღეებში ის რეკავს და მე და ჩემს მეუღლეს სკაიპით გვესაუბრება. ძალიან მსიამოვნებს მისი ხმის გაგონება. ჩემს მშობლებთან დღემდე ასე ვსაუბრობთ. ახლა მესმის მათი. არის ისეთი დღეებიც, როცა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს მისგან. 18 წლიანი ყოველდღიური ურთიერთობის შემდეგ, ეს ძალიან რთულია.
6. არის სასიხარულო მომენტებიც
ჩემი შვილი ახალ გარემოშია. მან შეიძინა ახალი მეგობრები. ის დამოუკიდებელია. ის ბედნიერია და ეს ყველაზე მთავარია. ჩვენ შევძელით ეს!
ჩემი საუკეთესო მეგობრის ვაჟი რამდენიმე დღეში მიემგზავრება სასწავლებლად სხვა ქალაქში. დარწმუნებული ვარ წაიკითხავს ამ სტრიქონებს, მაგრამ როგორ გაიგებს -არ ვიცი.