"დაავადებამ შეიძლება ადრეული ასაკიდან (3 წლამდე) იჩინოს თავი. ეს არის მოზარდებში თვითმკვლელობის ზრდის მიზეზი"
დეპრესია, ზედმეტი შფოთვა თუ ცუდი განწყობა უამრავ ადამიანს აწუხებს. მათ შორის, მშობლებსაც. არადა დედ-მამის განწყობა პირდაპირ აისახება ბავშვის ფსიქოლოგიურ წონასწორობაზე. ფსიქოლოგი მარინა ბოსტოღანაშვილი mshoblebi.ge- ს დეპრესიის შესახებ ესაუბრა:
- მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება დეპრესიით. ხშირად განწყობის შეცვლას ან დაღლილობას ჩვენ დეპრესიას ვეძახით. სინამდვილეში კი, დეპრესიული აშლილობა სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც უნდა განვასხვავოთ ცუდ ხასიათზე ყოფნისაგან და დაღლილობისაგან.
ექსპერტები დეპრესის ძირითად სემპტომებად მიიჩნევენ თვითშეფასების შემცირებას, საერთო ბუნება-განწყობილების დაქვეითებას , ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვას, მხიარული მომენტების განცდის უნარის შემცირებას და მოქმედებების შენელებას.
მეცნიერების აზრით, დეპრესიის განვითარების ფენომენის ახსნა არ არსებობს. ერთი და იგივე ფაქტორმა შეიძლება ერთ ადამიანში გამოიწვიოს მძიმე დეპრესია, ხოლო მეორე ადამიანში იგივე ფაქტორმა მდგომარეობა არ შეცვალოს.
დეპრესიის სიმპტომები დაყოფილია ძირითად და დამატებით სიმპტომებად. დაავადების არსებობის შემთხვევაში ძირითადი ჯგუფიდან ორი სიმპტომი, დამატებითი ჯგუფიდან კი სამი ან მეტი სიმპტომი უნდა აღინიშნებოდეს.
ძირითადი ჯგუფი:
ცუდი გუნება - განწყობა, რომლის გამომწვევი მიზეზი არ არსებობს და გრძელდება 14 დღეზე მეტ ხანს. სიამოვნების განცდის დაკარგვა იმ საქმის მიმართ, რომელიც ადრე საინტერესო და სასიამოვნო იყო (ჰობიზე უარის თქმა); სტაბილური უმოქმედობის და ძალების შესუსტების შეგრძნება .
დამატებითი სიმპტომებია:
დაბალი თვითშეფასება. რეალობის უარყოფითი აღქმა. საკუთარი უსუსურობისა და უსარგებლობის განცდა, დანაშაულის გრძნობა , შფოთვა და შიში. ფიქრი შესაძლო სიკვდილის შესახებ. კონცენტრირების მოხდენის და გადაწყვეტილებების მიღების დაქვეითება. აზრები შესაძლო თვითმკვლელობის შესახებ. შიმშილის გრძნობის დარღვევა ან უმადობა. ძილის რეჯიმის დარღვევა, ჭარბი ძილიანობა ან უძილობა. მკვეთრი წონის დაკლება ან მომატება.
დეპრესიის დიაგნოზი დაისმევა, როდესაც ამ სიპტომების გამოვლენა ხდება ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება.
- ყველაზე ხშირად, დეპრესიას ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს , მაგრამ 3 წლამდე ბავშვებში მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა იყოს , რომ დეპრესია განვითარდეს . პირველ რიგში ეს არის ნაყოფის განვითარების დარღვევები , ადრეულ ასაკში გადატანილი დაავადებები, მემკვიდრეობითი მიზეზები , როდესაც ოჯახის ზოგიერთ წევრს ფსიქიატრიული ან ნევროლოგიური დარღვევები ჰქონდა . ეს არის ბიოლოგიური ფაქტორები , რის შედეგადაც დეპრესია მცირეწლოვან ბავშვებში ვითარდება.
ასევე ემოციური კავშირის დარღვევა, ბავშვის დედისგან მოცილება დედასთან (ბავშვთა სახლში მოთავსება ან სხვა მიზეზის გამო) ბავშვი კარგავს დაცულობის და უსაფრთხოების განცდას. ასევე მძიმე ვითარებაში თუ უწევს ბავშვს გაზრდა, სადაც მშობლები ალკოჰოლზე დამოკიდებულნი არიან ან სულ ჩხუბობენ . ეს მიზეზები შეიძლება განვიხილოთ როგორც ფსიქოლოგიური .ჩვილ ბავშვთა დეპრესიის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს შემდეგნაირად:
მადის შემცირება, ხშირად ღებინება და რეგურგიტაცია წონის მომატების პრობლემა მოძრაობების შემცირება განვითარებაში ჩამორჩენა ბავშვის უმიზეზოდ ჭირვეულობა თუ არის ეს სიმპტომები , ბავშვი უნდა აჩვენოთ პედიატრს და ნერვოპატოლოგს.
- თქვენი აზრით, მართლა ასეთ დეპრესირებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, როგორც გვესმის, თუ უბრალოდ მარტივად ვარქმევთ ჩვენს მდგომარეობას დეპრესიას?
- განწყობილების ცვალებადობა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. მოწყენილობაც ასევე ნორმალური რეაქციაა ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევის, სირთულისა თუ იმედგაცრუების საპასუხოდ. ბევრი ასეთ განცდებს დეპრესიას არქმევს, თუმცა სინამდვილეში ასეთი ყოველდღიური, ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა დეპრესია არ არის.
აღსანიშნავია, რომ დეპრესიაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი მოწყენილობას საერთოდ არ უჩივის — მათ უსიცოცხლობა, სიცარიელე, აპათია აწუხებთ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები გარკვეული მიზეზების გამო იმყოფებიან უხასიათოდ და თვლიან რომ ეს არის დეპრესია . ისინი ცდილობენ თვით დეაგნოზის დასმას და თვით მკურნალობასაც კი , რაც ყოვლად დაუშვებელია. დეპრესია, ეს არის საკმაოდ სერიოზული ფსიქიკური აშლილობა და საკუთარ თავში გარკვეული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოდ სპეციალისტს.
ზოგიერთი ადამიანი, დეპრესიას, ცივილიზაციის დაავადებას უწოდებს. ცივილიზაცია უყენებს ადამიანს ისეთ მოთხოვნებს, რომ ადამიანი ძლიერი ფსიქო-ემოციური გადატვირთვის გამო ხდება უძლური.
დეპრესიის მთავარი მიზეზი თვითონ ამ დაავადებით შეპყრობილი ადამიანია. დეპრესია არის ადამიანის რეაქცია გარე ფაქტორებზე, სიტუაციაზე, შექმნილ ვითარებაზე. დეპრესიას , რომელიც გამოწვეულია ადამიანის რეაქციით გარე ფაქტორების მიმართ, რეაქტიული დეპრესია ეწოდება. ჩვენ განსხვავებულად ვრეაგირებთ სხვადასხვა გარე სტიმულზე , და ეს დამოკიდებულია ჩვენს ხასიათიზე, ინტელექტუალურ დონეზე და ასევე ჩვენს მზაობაზე ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ. სხვა სიტყვებით, დეპრესია არ არის ყველასთვის ერთნაირი. სუსტ ადამიანებს უფრო აქვთ მიდრეკილება დეპრესიისადმი ვიდრე ძლიერ ადამიანებს და ამიტომ პრობლემა მათთვის ზუსტად მათი სუსტი ხასიათია, რომელიც მათ უნდა გააძლიერონ . ადამიანს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიური იმუნიტეტი დეპრესიის წინააღმდეგ და მაშინ ის ვეღარ ჩავარდება ამ მდგომარეობაში.
ანტიდეპრესანტები არიან ფსიქოტროპული მოქმედების მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. ეს პრეპარატები „ათანაბრებენ“ პათოლოგიური ნივთიერების ცვლას, რომელიც ირღვევა დეპრესიის დროს. ამ პრეპარატების მიღების შედეგად პაციენტთს აღენიშნება განწყობის ამაღლება, სევდის, ემოციური დაძაბულობის და აპათიის შემცირება. ამასთან ერთად ფიზიკური აქტივობა ნორმამდე მიდის და ასევე ხდება მადის და ძილის დარეგულირება.
- დეპრესიის ყველაზე საშიში ზღვარი თვითმკვლელობის მცდელობამდე მისვლაა. სტატისტიკის მიხედვით, ჩადენილი თვითმკვლელობების 40-დან 60% -მდე დეპრესიული პაციენტების მიერ ხორციელდება. სუიციდის მცდელობა მამაკაცებში გაცილებით ხშირია, ვიდრე ქალებში . ეს არის ფსიქოლოგიური მახასიათებლების გამო . ქალები საუბრობენ მათ შიშებზე , უარყოფით ემოციებზე , მამაკაცები კი პირიქით არ საუბრობენ თავის განცდებზე ,რის შედეგადაც უძლიერდებათ თვითმკვლელობაზე ფიქრები . გარდა ამისა, მამაკაცები უფრო დამოკიდებულნი არიან ალკოჰოლზე ვიდრე ქალები, ამ დროს იზრდება რისკი ალკოჰოლური დეპრესიის და თვითმკვლელობის მცდელობის.
დეპრესია ადამიანში შემდეგი დაავადებების განვითარებას იწვევს :
1. ორგანიზმის დაავადებების მიმართ ბრძოლის უნარიანობის დაქვეითებას . 2. ოსტეოპოროზის განვითარებას . 3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს აორმაგებს. 4. იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, უყურადღებობის გაძლიერებას და სხვა ფსიქიკური პროცესების დარღვევას. 5. დეპრესიული ადამიანი გრძნობენ ემოციური ტკივილის . დეპრესია აისახება მთელი სხეულის ფუნქციებზე. ამდენად, დეპრესია გავლენას ახდენს როგორც სხეულიზა, გონებაზე ასევე სულზე .
რუსკა კილასონია