პირველ რიგში საკუთარ თავს გაუფრთხილდი, ისევ და ისევ შვილებისთვის იცით, ერთმა ქალმა ერთხელ კარგი გაკვეთილი მომცა. მკითხა:
- წარმოიდგინე, გული გაქვს ცუდად, ჩვილი ბავშვი ტირის, უფროს ქალიშვილს კაბის დაუთოება უნდა, ქმარს - შარვლის. რას იზამ?
მე დავიწყე ლაპარაკი პატარა ბავშვზე, მაგრამ მან შემაწყვეტინა:
- დალიე გულის წამალი და წამოწექი, ქალიშვილს სთხოვე, პატარა გაართოს, ქმარს კი - ბავშვს კაბა დაუუთოოს და შარვლის გაუთოვებაც სცადოს. პირველ რიგში საკუთარ თავს გაუფრთხილდი, ისევ და ისევ შვილებისთვის. იმიტომ, რომ შენი შვილები შენსავით არავის ეყვარება. თავი შეიყვარე, რომ სხვამაც დაგაფასოს და გაგიფრთხილდეს. ოჯახს შენგან მსხვერპლი და თავის მოკვლა არ სჭირდება, მას ჯანსაღი ზრუნვა უნდა და ჯანმრთელი დედა.