მათ მთელი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენეს ლაშა ჭიპაშვილი და მარიამ ჯილაძე საქართველოში ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულები არიან. საატესტატო გამოცდებში რვავე საგანში მათ უმაღლესი შეფასება - 10 ქულა აიღეს. მათ მთელი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
ორივემ რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა. კლასელები და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან. ერთმანეთის წარმატებასაც ერთად იზიარებენ. ლაშა ჭიპაშვილი საატესტატო გამოცდებისთვის სახლში ემზადებოდა. რეპეტიტორებზე უარი ეროვნული გამოცდების პროგრამის ათვისების დროსაც თქვა.
"ძალიან ბევრს არ ვმეცადინეობ. უბრალოდ მუდმივად ვაკეთებ რაღაცას, რაც საშუალებას მაძლევს არ მოვდუნდე და მივაღწიო წარმატებას" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ლაშა ჭიპაშვილი. საავიაციო უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე აბარებს. თვლის, რომ თავს სწორედ ამ სფეროში იპოვის. "არჩეული სფერო რთულია და მე მიყვარს გამოწვევები. ასევე დაკავშირებულია სამხედრო სფეროსთან, რაც ჩემს ინტერესს წარმოადგენს".
ლაშას მსგავსად, მარიამიც თავის წარმატების საიდუმლოდ დროის სწორად განაწილებას ასახელებს. "წარმატებას ბავშვის ბუნებაც განსაზღვრავს. მთავარია გინდოდეს სწავლა, იყო მიზანდასახული და გქონდეს უნარები, რომლებიც სწავლაში დაგეხმარება" - გვიყვება მარიამი. განაგრძეთ კითხვა