მეცნიერები მოუწოდებენ მშობლებს, უარი თქვან ანტიბაქტერიული კრემების, გელებისა და სველი ხელსახოცების დიდი დოზით გამოყენებაზე. მეცნიერები მოუწოდებენ მშობლებს, უარი თქვან ანტიბაქტერიული კრემების, გელებისა და სველი ხელსახოცების დიდი დოზით გამოყენებაზე. ბავშვის გარშემო სტერილურობის გარემოს შექმნით მშობლები მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებენ ალერგიის, ასთმისა და სხვა ავტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკს. ეს ყოველივე დაკავშირებულია ახალშობილის იმუნური სისტების ფორმირების თავისებურებებთან.
საქმე ის არის, რომ პირველი ორი კვირის განმავლობაში ჩვილის ორგანიზმში მიმდინარეობს ე.წ. ორგანიზმის მიკრობებით დასახლების პროცესი. ასე ხდება იმუნიტეტის ჩამოყალიბება. სტერილურ გარემოში და სტერილური ფილტვების შემთხვევაში კი გაცილებით იოლად ვითარდება სხვადასხვა დაავადება, ქრონიკული ფორმების ჩათვლით.
ექსპერტები ამბობენ, რომ ახალშობილთან თუ წამოზრდილ ბავშვთან ურთიერთობისას საკმარისია ჰიგიენის ზოგადი წესების დაცვა – ხელების დაბანა ბავშვის ჭამის წინ და საფენების გამოცვლის შემდეგ, შინაური ცხოველებისთვის მასთან სიახლოვის მაქსიმალური შეზღუდვა... ბავშვთა კომსეტიკის ნაცვლად კი (რომელიც, სხვათა შორის, საკმაოდ ძვირად ღირებულიც არის), გვირჩევენ, ჩვეულებრივი ბავშვის საპონი და წყალი გამოვიყენოთ. დედებს ასევე ურჩევენ, ნაკლებად ასტერილონ ასევე ბავშვის საწოვარა და მატყუარა. შეუძლიათ, უბრალოდ წყალი გადაავლონ.
ეს საყოველთაო "სტერილურობა“ მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, რადგან მათ სრულიად დაუქვეითდათ იმუნიტეტი და იმძლავრა ალერგიებმა თუ სხვა დაავადებებმა.