ამ საქმეში ძალიან გამოცდილი ქალი ქმრიან ქალებს ურჩევს, რა არ უნდა გამორჩეთ მამაკაცთან ურთიერთობისას ცოლ-ქმრული ღალატის თემა, სამწუხაროდ, ბევრი ქართული ოჯახისთვის ნაცნობია. ცოლები წლობით ეგუებიან ქმრების სხვასთან "ნავარდს" და ამ რეალობის წინაშე უძლურები არიან. ბევრი ქალი ეძებს ფასუხს კითხვაზე, რატომ გაცვალეს ის სხვაზე. ქალმა, რომელიც მამაკაცებს ყველაზე თამამ სურვილებს უსრულებს, მათი ცოლებისთვის საკუთარ ბლოგზე მიმართვა გამოაქვეყნა. ამ ქალმა ზუსტად იცის, რა უნდათ კაცებს. მას ხშირად მიმართავენ ცოლიანი კაცები, ამიტომ
სამანტამ გადაწყვიტა, სხვა ქალებისთვის გაეზიარებინა თავისი გამოცდილება და ესაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ ეძებებენ მამაკაცები სხვა ქალებთან ნუგეშს.
1. ბევრი მამაკაცი ამბობს, რომ ცოლი არ ინტერესდება მისი სამსახურით. დამიჯერეთ, ბუღალტრის პროფესიაშიც კი არის ბევრი საინტერესო. რაც უფრო ახლოს ხართ ერთმანეთთან, მით მტკიცეა თქვენი ქორწინება. ბავშვებზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არ ღირს საყვარელი მამაკაცის დავიწყება, რომელსაც აქვს სურვილი თქვენთან ერთად გაატაროს საღამო. ინტერესი თქვენს თვალებში - აი, რისი დანახვა უნდა მას.
2. ის დიდი სიამოვნებით გაატარებდა დროს შენთან ერთად, მაგრამ შეიძლება შენ არ ხარ ამით დაიტერესებული, ხასიათზე არ ხარ ან დაიღალე...
ქალისა და მამაკაცის ღალატი სხვადასხვაგვარად აღიქმება. მამაკაცისთვის სექსი გართობაა და საშუალებაა მიიღოს ის, რაც აკლია მეუღლესთან საწოლში.
3. 10-დან 9 შემთხვევაში შენი ქმარი უარს იტყოდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან დროის გატარებაზე.
სექსით დაკავება ორმაგად სასიამოვნოა ადამიანთან, რომელიც გიყვარს. კაცისთვის მნიშვნელოვანია სექსუალური კონტაქტი - განსაკუთრებით საყვარელ ქალთან, რაც მნიშვნელოვნად ცვლის მისი ქცევის მანერას. ასე რომ, უპირატესობა შენს მხარესაა და ისარგებლე ამით.
4. კაცები უპირატესობას ანიჭებენ ნაზ სექსს, ვიდრე პორნოს. გაგიკვირდათ? თურმე მათაც უყვართ ხანგრძლივი საუბრები და მოფერება. 5. შენთვის სიამოვნების მონიჭება ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. სწორედ ეს განსაზღვრავს მის თვითშეფასებას. მიეცით ამის საშუალება. როგორც კი ივიწყებ პირად ცხოვრებას, თქვენი ურთიერთობა იწყებს ნგრევას.
რა თქმა უნდა ზუსტი რეცეპტი მამაკაცთან ურთიერთობისა არ არსებობს, არსებობენ კაცები, რომლებსაც არაფერს აფასებენ, მაგრამ ღირს ყურადღების გამახვილება ზემოთ აღნიშნულ რჩევებზე, იმისათვის, რომ თქვენი პარტნიორი არ გახდეს სამანტას მსგავსი ქალის კლიენტი.