ქმარი სოციალურ ქსელში - რა გავაკეთოთ, თუ ვირტუალურმა ცხოვრებამ ძალიან ჩაითრია? - მშობლები

ქმარი სოციალურ ქსელში - რა გავაკეთოთ, თუ ვირტუალურმა ცხოვრებამ ძალიან ჩაითრია?

2017-11-17 07:02:38+04:00

”ჩემი ქმრის პირად გვერდზე არსად არ ჩანს, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავს, არასდროს არ დებს ჩვენს ერთობლივ ფოტოებს, არსად ახსენეს ოჯახს...” სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. რა ვქნათ, თუკი ქმრისთვის საინტერესოა ვირტუალურ სამყაროში ყოფნა და არა თქვენთან?

რა უნდა მას?

ანა: ჩემი ქმრის პირად გვერდზე არსად არ ჩანს, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავს, ჩვენ არ გვყავს საერთო მეგობრები, არასდროს არ დებს ჩვენს ერთობლივ ფოტოებს, არსად ახსენებს ოჯახს. სოციალური ქსელით შეიძლება დაასკვნათ, რომ ის უცოლოა.

ნინი: ჩემმა ქმარმა დამბლოკა და უარს ამბობს ჩემთან "მეგობრობაზე". ის ამბობს, რომ ეს მისი პირადი სივრცეა და ის არ აშავებს არაფერს, უბრალოდ მას არ სურს თავისი პირადი ცხოვრების გამომზეურება. მთავარი კი არის ის, რომ მას არ სურს, "გავაკონტროლო".

ნატალია: შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი თავიდან ბოლომდე ჩართულია ქსელურ ცხოვრებაში. ეცნობა გოგონებს, "უწონებს" მათ ფოტოებს, აქტიურად წერს ჩათში. ტექსტების შინაარსიდან გამომდინარე ეს არ არის უბრალო ფლირტი და მე ეს საშინლად არ მომწონს.

ელენე: ჩემი ქმარი ჩემს ყოფილ დაქალს ეკონტაქტება სოციალურ ქსელში. ისინი ხუმრობენ, ლაპარაკობენ ჩათში, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს. ურთიერთობენ თითქმის ყოველდღე. რა უნდა ჰქონდეთ ორ დაოჯახებულ ადამიანს ერთმანეთთან ამდენი სალაპარაკო?

mshoblebi

არარეალური რეალობა

ბოლო 10 წელია სოციალური ქსელი გახდა ფენომენი, რომელსაც სწავლობენ მკვლევარები. "ოდნოკლასნიკები", ფეისბუქი და ინსტაგრამი არის ქსელები, რომლებიც ადამიანების ურთიერთობის ერთგვარი ფორმა გახდა. ჩვენ ვაქვეყნებთ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს: შვებულებას,საოჯახო დღესასწაულებს, ბავშვების მიღწევებს, შეხვედრებს მეგობრებთან, ოფისში. ამით გვინდა, ჩვენმა მეგობრებმა იცოდნენ ჩვენს შესახებ ყველაფერი. თუმცა არ ვფიქრობთ შესაძლო შედეგებზე.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

რეალური ღალატი - თავისი შინაარსით ძალიან შრომატევადი და დამღლელი საქმიანობაა: ბევრ რამეზე უნდა იფიქრო, ბევრი რამ გახსოვდეს და გათვალო. მოკლედ, საბოლოოდ თავსატეხი ბევრია.

ვირტუალური "ღალატი" - უბრალოდ კლავიშებია კლავიატურაზე, რის მიღმაც არ ჩანან რეალური ადამიანები. დიახ, არიან მამაკაცები, რომლებისთვისაც თითქმის შეუძლებელია ამ ცდუნებასთან გამკლავება. მაგრამ მნიშვნელოვანია სხვა რამ: რომ არ არსებობდეს სოციალური ქსელი და ინტერნეტი, ადამიანები იძულებული იქნებოდნენ მოეტყუებინათ თავიანთი პარტნიორები სხვა მეთოდით.

რაში სჭირდება?

როდესაც ოჯახის ფსიქოლოგს უყვებიან მსგავს პრობლემებზე, ის სვამს კითხვას:" რას ნიშნავს ეს თქვენი ოჯახისთვის?" რადგან ერთი და იგივე ქმედება შეიძლება სხვადასხვა რამეს აღნიშნავდეს. თუ წყვილიდან რომელიმე მთელი დღე ზის სოციალურ ქსელში, ამ ქმედებასაც აქვს სხვადასხვა მიზეზი. ზოგჯერ საერთოდ უწყინარიც: "მომეცით საშუალება ჩემს თავთან მარტო დარჩენისა და ფანტაზიისათვის". ზოგჯერ კი ეს ქმედება უკანასკნელი ნაბიჯია განქორწინებამდე: "არ ვიცი, კიდევ რითი მიგახვედრო, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა"...

mshoblebi

რა მოვიმოქმედოთ?

შეაფასეთ თქვენი თანაცხოვრება. როდესაც წყვილი მოქმედებს ერთად და მზად არიან იმუშაონ ურთიერთობებზე, მათი მოლოდინი ხშირად ემთხვევა ერთმანეთს და კონფლიქტს თვითდამკვიდრების მეთოდად არ გამოიყენებენ.

მოილაპარაკეთ შეზღუდვებზე. სოციალური მედია იმდენად ხელმისაწვდომია, რომ ვერ ვაკონტროლებთ, თუ რამდენ ხანს ვატარებთ პლანშეტთან თუ კომპიუტერთან. შემოიღეთ ახალი წესები: არ გამოიყენოთ ტელეფონი და პლანშეტი საღამოს - რაიმე განსაზღვრული საათის შემდეგ, მაშინ, როდესაც სეირნობთ ოჯახთან ერთად. ასეთ შემთხვევაში აჩვენეთ ერთმანეთს, რომ ურთიერთობა პირველ ადგილზეა.

გაცვალეთ პაროლები. სარისკო, მაგრამ სიმბოლური ნაბიჯია. ის, რომ ერთმანეთის პაროლი იცით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გამოიყენებთ რაიმე მიზნისთვის. ეს უბრალოდ არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობას ერთმანეთის მიმართ. პატივი ეცით ერთმანეთის პირად სივრცეს.

დაიწყეთ შეკითხვით. თუ მეუღლის გვერდზე დაინახეთ ფოტო, სადაც ის ეხვევა თქვენთვის უცნობ ქალს, ნუ აჩქარდებით. იქნებ ეს ქალი კორპორატიული საღამოდანაა, სადაც ყველა მხიარულობს და იმ წუთას არავინ ფიქრობს შედეგებზე? შეეცადეთ ჰკითხოთ:" შენი და N-ის ფოტო შევნიშნე, რაღაც არ მახსენდება, რომ ჩემთვის მოგეყოლა მის შესახებ. ვინ არის? - სხვაობა ის არის, რომ თქვენ ბრალს კი არ დებთ, არამედ პირდაპირ ეკითხებით.

გამოიყენეთ სოც. ქსელი, რათა ქმართან იყოთ ხაზზე. გაუგზავნეთ საინტერესო გზავნილები, სასაცილო სურათები. ამით მიაჩვევთ ქმარს იმას, რომ თქვენ ყოვეთვის გვერდით იმყოფებით.

ნახეთ რას წერენ სხვები თქვენს ქმარზე. ეს სასარგებლო იქნება იმ პერიოდში, როდესაც თქვენს ურთიერთობაში სიცივე მეფობს. შეხედო ქმარს სხვისი თვალებით - კარგი მეთოდია. გაიხსენეთ, რა თვისებების გამო შეგიყვარდათ ის.

როდესაც ერთად ხართ, იურთიერთეთ პირადად. როდესაც ორივე ხართ სახლში, გადადეთ გვერდზე ტელეფონი, სმარტფონი და იურთიერთეთ პირადად.

არ გაიტანოთ ჩხუბი სახლიდან. თქვენ შორის უთანხმოებას ნუ გაარჩევთ სოციალურ ქსელში. პოსტში: სადაც საჯაროდ ანთხევთ თქვენს სიბრაზეს. ეს იგივეა, რაც სარეკლამო ბანერზე დაწერილი - "ჩვენ პრობლემები გვაქვს".

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

ეს რჩევები ქმრისთვისაა

აირჩიეთ პუნქტი "დაქორწინებული" - რაც ნიშნავს ურთიერთობას. ნუ დატოვებთ ცარიელს ამ გრაფას.

არ იმეგობროთ ყოფილებთან. დაე წარსული დარჩეს წარსულში. მართალია, ახალგაზრდობის კონტაქტების გახსენება სასიამოვნოდ აგაღელვებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენს მეორე ნახევარს არ მოეწონება მსგავსი კონტაქტები, ამიტომ მის მეგობრობის მოთხოვნას იგნორირება გაუკეთეთ. ეს იქნება სწორი ნაბიჯი.

მიხეილ ლაბკოვსკი - ოჯახის ფსიქოლოგი

ქმარი ინტერნეტში თქვენთან არ ურთიერთობს? იმიტომ, რომ თქვენ მისთვის არ ხართ საინტერესო, მას არ აკმაყოფილებს თქვენი ურთიერთობები, ის ეძებს სხვას. რადგან ქმრები, რომლებსაც აკმაყოფილებთ ოჯახური ურთიერთობები, კომპიუტერში მხოლოდ თამაშებით ერთობიან.

თუ ის ერთობა სოციალური ქსელით, ე.ი. ის არ არის გატაცებული საკუთარი ცოლით. რა ქნათ? თქვენ შეგიძლიათ უთხრათ ერთხელ, რომ არ მოგწონთ მისი ქმედებები. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მაშინ მოძებნეთ სხვა ქმარი. არ გინდათ? თუ თქვენ მოგწონთ ქმარი და არ მოგწონთ მისი ქმედებები, თქვენ გაქვთ შინაგანი კონფლიქტი და სჯობს მიმართოთ ფსიქოლოგს.

ჯანმრთელ ადამიანს უყვარს ის, ვისაც უყვარს ის თვითონ. ზოგიერთ ქალს მოსწონს არა ქმარი, არამედ ის ტანჯვა, რომელიც ქმრისგან შეიძლება მიიღოს. მაგ: ეჭვიანობა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩინება.

mshoblebi

თანამედროვე გამოკვლევების თანახმად:

...რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ქმრები სოციალურ ქსელში, მით მეტია პარტნიორებს შორის კონფლიქტი. ...დიდ ბრიტანეთში ყოველი მეათე წყვილიდან ერთ-ერთი ფლობს საიდუმლო გვერდს, რომელსაც უმალავს მეორე ნახევარს. ...ცოლ-ქმრის თითქმის 50% რეგულარულად ამოწმებს თავისი მეორე ნახევრის პირად გვერდს და გამოკითხულთა ყოველი მეშვიდე აღიარებს, რომ სპეციალურად ეძებს მის გვერდზე ღალატის დამამტკიცებელ რაიმე ხელჩასაჭიდ მტკიცებულებას. ..."ინტერნეტ-აქტიური"ყოველი მესამე წყვილი უმალავს პარტნიორს თავის პაროლს. ...წყვილის 58%-მა იცის დეტალები თავისი პარტნიორის პირადი გვერდიდან, თუმცა თვითონ საიდუმლოდ ინახავს თავის პაროლს. ...თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ წყვილები, რომლებსაც არ რცხვენიათ თავიანთი ოჯახური ცხოვრების ონლაინ-სივრცეში ღიად დემონსტრირება.