"მამაკაცებს ხშირად უთქვამთ, ცოლთან კონდომს როგორ გამოვიყენებო...“ - კონტრაცეპტივების აუცილებლობა
"მამაკაცებს ხშირად უთქვამთ, ცოლთან კონდომს როგორ გამოვიყენებო...“ - კონტრაცეპტივების აუცილებლობა
1 / 2
Next
სპეციალისტების აზრით, საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების დონე მკვეთრად დაბალია, რაც პირდაპირ მტკიცდება არასასურველი ორსულობის შეწყვეტისა და შემდგომ წარმოქმნილი ჯანმრთელობის პრობლემების გახშირებული ფაქტებით.
კონტრაცეპტივების საჭიროებაზე, რომელიც ქალს თუ მამაკაცს ბევრი პრობლემისგან იცავს, mshoblebi.ge საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის ’’თანადგომის“ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერს ქეთევან ჭელიძეს ესაუბრა.

- რისი ცოდნაა საჭირო კონტრაცეტივების გამოყენების დროს?
- ყველაზე მნიშვნელოვანია კონტრაცეპტივი შეირჩეს ინდივიდუალურად. ექიმ-რეპროდუქტოლოგთან, ოჯახის ექიმთან გასაუბრების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. თითოეულ კონტრაცეპტივს აქვს როგორც უკუჩვენებები, ისე გვერდითი მოვლენები. ამ მხრივ კონდომი არის ერთადერთი საშუალება, რომელიც არ ხასიათდება
არანაირი გვერდითი მოვლენებით,  თუ ადამიანს არ აქვს ალერგია ან ლატექსი და შეიძლება მისი თვითნებურად გამოყენება. ერთი რამე უნდა აღინიშნოს, რომ აბორტზე მავნე არაფრით არ იქნება სწორად შერჩეული კონტრაცეფციული საშუალება და კონტრაცეფციული საშუალებების სწორად შერჩევა წარმოადგენს ძალიან ბევრი დაავადების პროფილაქტიკას, როგორიც არის მაგალითად ძუძუს კიბოს პროფილაქტიკა. თითოეულ კონტრაცეპტივს თავისი პლუსები და მინუსები აქვს და ამაზე ქალს თვითონ უნდა ჰქონდეს გარკვეული ტიპის ინფორმაცია, რომ მივა ექიმთან. მნიშვნელობა აქვს ისეთ მომენტებსაც, როგორიც არის მაგალითად, სისხლძარღვების მდგმარეობა, ასაკი, გარკვეული დაავადების არსებობა ანამნეზში.
mshoblebi
- ხომ არიან ისეებიც, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია და გამიზნულად არიდებენ თავს კონტრაცეტივების გამოყენებას...
- სხვადასხვა მიზეზები
შეიძლება დავასახელოთ. ეს შეიძლება იყოს გარკვეული რელიგიური მოსაზრებები. ამ შემთხვევაში არსებობს კონტრაცეფციის ისეთი სახე, როგორიც არის ბუნებრივი მეთოდები და ჩვენი კალენდარი, სატელეფონო აპლიკაცია, რომელიც დროის შერჩევაში ეხმარება ქალებს, ოღონდ უნდა ვთქვათ, რომ ბუნებრივი მეთოდების ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე სხვა საშუალების და ამ დროს ქალს უნდა ჰქონდეს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი, რომ ბუნებრივი მეთოდების საშუალებით გამოითვალოს დაორსულების შანსები. კიდევ შიძლება იყოს მითები და სტერეოტიპები, რომლებიც დაკავშირებულია კონტრაცეფციის მავნებლობასთან. ხშირად ჰორმონალურ კონტრაცეფციას არ იყენებენ იმიტომ, რომ ის მავნეა. თუმცა თუ სწორად არის შერჩეული, პირიქით, ის გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკას წარმოადგენს.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
19486
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```