რასაც ვჭამთ პირდაპირ აისახება ჩვენს "სექსუალურ" განწყობასა და შესაძლებლობებზე თუ თქვენ დასვენების დღეებში რომანტიკული გეგმები გაქვთ, ზოგიერთი პროდუქტი საერთოდ ამოიღეთ მენიუდან. ისინი აქვეითებენ ტესტოსტერონის დონეს და მასთან ერთად ქვეითდება ლიბიდოც.
სასიცოცხლო ენერგიას ადამიანი საკვები პროდუქტებიდან, ნივთიერებათა ცვლის პროცესში იღებს. ამიტომ, რასაც ვჭამთ პირდაპირ აისახება ჩვენს "სექსუალურ" განწყობასა და შესაძლებლობებზე. არსებობს პროდუქტები, რომლებიც აქვეითებენ სექსუალურ მოთხოვნილებებს. მთავარი ფაქტორი ჰორმონი - ტესტოსტერონია. თუ მისი დონე მაღალია, მაშინ შთამომავლობის გამრავლების ინსტინქტიც იქნება მაღალი.
გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს ტესტოსტერონის დონეზე.
1. სოიო
რაც უფრო მეტი პროდუქტი შეიცავს სოიოს, მით სწრაფად ქვეითდება ტესტოსტერონის დონე. სოიოში შედის ფიტოესტროგენები, რაც ქალური ჰორმონის - ესტროგენის ანალოგია.
2. მარცვლოვნები
სოიოს მსგავსად, მარცვლოვნები შეიცავს ფიტოესტროგენებს.
3. შაქარი
პროდუქტები, რომლებშიც დიდი რაოდენობით შაქარია... გახსოვდეთ, რომ აქ ყველაფერი დამოკიდებულია შაქრის დონეზე, რადგან ეს გამოიწვევს ინსულინის მომატებას სისხლში, რაც თავის მხრივ შეამცირებს ტესტოსტერონის გამომუშავებას. ყველაფერი კარგია ზომიერად.
რატომ ინგრევა ოჯახები საქართველოში - "განქორწინებების მიზეზი უმეტესად სექსუალური პრობლემაა"
4. დამარილებული და შებოლილი პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით
ისინი გავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ნატრიუმის მარილი აქვეითებს ტესტოსტერონის გამომუშავებას. მაგრამ გახსოვდეთ, მთლად არ უნდა აკრძალოთ მარილის მოხმარება. 3-5 გრამი მარილი დღეში დასაშვებია.
5. კოფეინი, როგორც სუფთა სახით, ასევე ენერგეტიკულ სასმელებში
სუფთა კოფეინის სისხლში მოხვედრისას ქვეითდება თავისუფალი ტესტოსტერონი.
6. პროდუქტები, რომლებშიც საფუარია
უარი თქვით ნამცხვარზე, ლუდსა და კვასზე. საფუარი ასევე შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც აქვეითებს ტესტოსტერონის დონეს.
7. და რა თქმა უნდა, ალკოჰოლი!
2 ჭიქაზე მეტი ალკოჰოლური სასმელი და თქვენს სასქესო ორგანოებს ნაკლებად მიეწოდება სისხლი, ხოლო ცენტრალური ნერვული სისტემა სხეულს სიგნალს აძლევს, რომ ძილის დროა. თუმცა, ერთმა ჭიქა მშრალმა წითელმა ან თეთრმა ღვინომ პირიქით, შეიძლება გაზარდოს ლიბიდო.