"ჭურჭელი დავრეცხე. წვრილშვილი დავაძინე. კატას ჩავახეთქე" - რა დღეშია ქმარი ცოლის გარეშე
"ჭურჭელი დავრეცხე. წვრილშვილი დავაძინე. კატას ჩავახეთქე" - რა დღეშია ქმარი ცოლის გარეშე
ჩემი ცოლი საავადმყოფოში წევს. ასე რომ, ცოტა ხანს მე მომიწია დედობა.
სამუშაოს მერე მაღაზიაში შევიარე, საჭმელი ვიყიდე. წვრილშვილი ბაღიდან წამოვიყვანე. სახლში მივედი. კატას მივხედე, სკოლიდან მოსულ უფროს შვილს დავეხმარე გამოცვლაში, გაკვეთილების მომზადებაში.
საჭმელი მოვამზადე, ყველამ ჭამა. მერე მტვერსასრუტით ვირბინე კარგა ხანს. თუმცა სამ წუთში უმცროსი რომ ფხვიერი ნამცხვრით ხელში დავინახე შუა ოთახში გამოჭიმული და მის გარშემო – უამრავი ნამცეცი, კინაღამ შემომაკვდა... გადავიტანე.
ჭურჭელი დავრეცხე. წვრილშვილი დავაძინე. კატას ჩავახეთქე.
სარეცხი მანქანა ჩავრთე – დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც. ყველგან მივალაგ-მოვალაგე. არც ტელევიზორი
ჩამირთავს, არც კომპიუტერი – ვინ მიმიშვა იქამდე. ასე რომ დიდხანს გაგრძელდეს, ალბათ თავისუფალ წუთებში სერიალების ყურებას და ტირილს დავიწყებ...
ღამის პირველი საათი იყო, რომ მივწექი. ვერც ხელებს ვგრძნობდი, ვერც ფეხებს... ჰო, ზურგიც მტკიოდა.
ხვალ ადრე უნდა ავდგე და ბავშვები სავარჯიშოდ გავიყვანო... უცებ, წარმოვიდგინე ასეთი სიტუაცია: კარს ხმაურით აღებს ბარიდან დაბრუნებული მთვრალი ცოლი. ლუდის ორი ბოთლი იღლიაში აქვს ამოჩრილი. რთავს ხმამაღლა ტელევიზორს, არახუნებს ქვაბებს საჭმლის ძიებაში. სვამს ლუდს, ეწევა სამზარეულოში, ცეცხლავს და ბუზღუნებს.
მერე შემოდის საძინებელში და ცდილობს, მთლად ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნში გახვეული, წამეჩალიჩოს... ნამდვილად მოვკლავდი!!!
36017
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (23)
0
eg minimumia rac gagiketebia chemo kargo, ise kvela kacs unda gamoacdevino eg, marto imistvis rom sagamos ar shegekitxos shewuxebuli ratom xaro?:):):)
09:54 / 14-01-2015
*********
0
სახალისო იყო,მარა არც ისე,მეც ამ რეჟიმით ვცხოვრობ,არა იმიტო რომ მონა ვარ მარტო იმიტო რომ 5 შვილის დედა ვარ და ასეა საჭირო,და ზოგის აზრით ჩემი ქმარიც მონა არის ალბათ იმიტო რომ სულ მუშაობს ჩვენ რომ არაფერი მოგვაკლდეს,და მთელი დღის დაღლილები მაინც ვცდილობთ ერთმანეთს შრომა როგორმე შევუმსუმბუქოთ,ძალიან უყვარხარ ჩემო მონა ქმარო შენს მონა ცოლს
21:50 / 13-01-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?