დააფასეთ დაბალი კაცები - მათთან ქორწინება უფრო ამართლებს
დააფასეთ დაბალი კაცები - მათთან ქორწინება უფრო ამართლებს
ნებისმიერ ქალს ჰკითხეთ იდეალური მამაკაცის პარამეტრები. ათიდან ცხრა დახასიათებას "მაღალით" დაიწყებს. არადა, აღმოჩნდა, რომ  ტანდაბალი მამაკაცები გაცილებით საიმედონი არიან. მაგალითად, უახლესმა კვლევამ დაადასტურა, რომ დაბალ კაცებს ცოლები უფრო იშვიათად ეყრებიან, ვიდრე მაღლებს.
ტანდაბალ კაცებთან ქორწინება სხვა მხრივაც "მომგებიანია". სტატისტიკურად, დაბალი კაცი მეტ ფულს შოულობს, ვიდრე მაღალი.
ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სანამ მაღალი და ახოვანი ვაჟკაცები ქალებს თავს აწონებენ, დაბლები თავიანთი ნაკლის კომპენსირებას მაღალი ხელფასითა და კარიერული წინსვლით ცდილობენ.

ფსიქოლოგები ქალებს ურჩევენ, ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას ფიზიკურ მონაცემები ნაკლებად გაითვალისწინონ.

სხვათა შორის, მამაკაცებიც აქცევენ ყურადღებას ქალის სიმაღლეს. როგორ წესი, ტანდაბალი კაცები თანატოლ ან უფრო მაღალ ქალებზე ქორწინდებიან. მაღალი კაცები მაღალ ქალებს იშვიათად ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრად - მათი ცოლები ხშირად ბევრად ჩამორჩებიან ქმრებს სიმაღლით.
3939
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?