დედის დარიგება გასათხოვარ ქალიშვილს: "როგორც დედა, ვალდებული ვარ გაგიმხილო..."
დედის დარიგება გასათხოვარ ქალიშვილს: "როგორც დედა, ვალდებული ვარ გაგიმხილო..."
მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილებების მოხდენა შეუძლებელია, მას არაფერი უკვირ

უნდა ვაღიაროთ, რომ დედის დარიგება მაშინ უფრო გვჭირდება, როცა დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიწყებთ და ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჯისთვის ვემზადებით. დედაზე უკეთ ვინ მისცემს რჩევას გასათხოვარ ქალიშვილს? ეს რჩევები, მართალია, ხუმრობა უფროა, ვიდრე პრაქტიკული გამოსავალი, მაგრამ სიმართლის მარცვალი მასში ნამდვილად არის. დედა, რომელიც თავად ექიმის მეუღლეა, აი, რა დარიგებას აძლევს შვილს:
"ექიმი სიძე ბევრი სასიდედროსთვის იდეალური ვარიანტია. არც მე დავიწუნებდი სიძედ, მაგრამ ქმარი, პირველ რიგში, შენთვის
უნდა იყოს იდეალური. მე, როგორც ექიმის მეუღლემ და დედაშენმა, ვალდებული ვარ გაგიმხილო, რა სირთულეები ახლავს ექიმის ცოლობას.

  1. ის ყოველთვის დაკავებულია.
  2. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილებების მოხდენა შეუძლებელია, მას არაფერი უკვირს.
  3. თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არ დაგჭირდა, იმედი არ გქონდეს, რომ ექიმად გამოიყენებ.
  4. თუ ეჭვიანი ადამიანი ხარ, ექიმ ქმართან ცხოვრება ნამდვილად გაგიირდება.
  5. ექიმს თითქმის ყოველთვის მოაქვს სამუშაო სახლში.
  6. სამსახური მათთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა, ამიტომ ან შეეგუე ამას ან განქორწინება გარდაუვალი იქნება.
  7. თქვენი წინასწარ დაგეგმილი თარიღები ხშირად შეიცვლება.
  8. შენ მას ბევრჯერ
    დაურეკავ და გაუგზავნით მესიჯებს, მაგრამ ვერ მიიღებ პასუხს.
  9. ვერასდროს გაჩრხრეკ მის ტელეფონს, რადგან ვერ მიაგნებ, სად დადო.
  10. ვერ მოაჩვენებ თავს ავადმყოფად, რათა მისგან ყურადღება მიიღოთ .

P. S. არ ინერვიულო, სიყვარულმა პროფესია არ იცის და თუ ექიმია შენი ბედი, დასამშვიდებლად გეტყვი, რომ მამაკაც ექიმთა უმრავლესობა დაქორწინებულია და მყარი იჯახებიც აქვთ. მათ საყვარლის გასაჩენად არც დრო ჰყოფნით და ვერც დამალვას ახერხებენ. ბედნიერ ქორწინებას გისურვებ, ძვირფასო. 

მოამზადა სალომე გორგოშიძემ
2724
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
პროგრამისტს
0
ხანდახან კომპიუტერიდან თავი აწიეთ, გვერდზეც გაიხედეთ და აღარ იქნებით სასოწარკვეთილები ;)
15:30 / 05-06-2018
tamo
2
Programistze magrad vicine =ddd chagetvala )
10:45 / 05-06-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```