"ექიმი სიძე ბევრი სასიდედროსთვის იდეალური ვარიანტია. არც მე დავიწუნებდი სიძედ, მაგრამ ქმარი, პირველ რიგში, შენთვის უნდა იყოს იდეალური. მე, როგორც ექიმის მეუღლემ და დედაშენმა, ვალდებული ვარ გაგიმხილო, რა სირთულეები ახლავს ექიმის ცოლობას.
ის ყოველთვის დაკავებულია. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილებების მოხდენა შეუძლებელია, მას არაფერი უკვირს. თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არ დაგჭირდა, იმედი არ გქონდეს, რომ ექიმად გამოიყენებ. თუ ეჭვიანი ადამიანი ხარ, ექიმ ქმართან ცხოვრება ნამდვილად გაგიირდება. ექიმს თითქმის ყოველთვის მოაქვს სამუშაო სახლში. სამსახური მათთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა, ამიტომ ან შეეგუე ამას ან განქორწინება გარდაუვალი იქნება. თქვენი წინასწარ დაგეგმილი თარიღები ხშირად შეიცვლება. შენ მას ბევრჯერ დაურეკავ და გაუგზავნით მესიჯებს, მაგრამ ვერ მიიღებ პასუხს. ვერასდროს გაჩრხრეკ მის ტელეფონს, რადგან ვერ მიაგნებ, სად დადო. ვერ მოაჩვენებ თავს ავადმყოფად, რათა მისგან ყურადღება მიიღოთ .
P. S. არ ინერვიულო, სიყვარულმა პროფესია არ იცის და თუ ექიმია შენი ბედი, დასამშვიდებლად გეტყვი, რომ მამაკაც ექიმთა უმრავლესობა დაქორწინებულია და მყარი იჯახებიც აქვთ. მათ საყვარლის გასაჩენად არც დრო ჰყოფნით და ვერც დამალვას ახერხებენ. ბედნიერ ქორწინებას გისურვებ, ძვირფასო.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ