არაბი შეიხის საიდუმლო - "ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ცოლთან 5 წუთში შეიძლება..."
არაბი შეიხის საიდუმლო - "ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ცოლთან 5 წუთში შეიძლება..."
შეიხი აიდ ალ-კარნი, საუდის არაბეთის ცნობილი მწერალი, ბესტსელერ "არ მოიწყინოს" ავტორი საზოგადოებას მიმართავს, რომ ცოლთან ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება 5 წუთში, თუ ეს საიდუმლო გეცოდინებათ.
რა არის კონფლიქტების თავიდან აცილების მეთოდი? "არა მხოლოდ აინშტაინსა და ნიუტონს შეუძლიათ დიადი აღმოჩენების გაკეთება, აღმოსავლეთსაც აქვს ამის უნარი. აი მეც აღმოვაჩინე მეთოდი, რომელსაც დავარქვი "ჯადოსნური საშუალება ოჯახური ცხოვრებისთვის", - ამბობს შეიხი.

"მაშ ასე, თუ კონფლიქტი გაქვთ მეუღლესთან, ეცადეთ, არ უპასუხოთ. არ შეაშინოთ ხმის აწევით, არ დაემუქროთ. არ უთხრათ: "გაჩუმდი, ქალო, არ ხარ მართალი...". ქალს
უნდა მისცე გამოთქმის საშუალება. ოღონდ სანამ საუბრობს, კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანს არ უნდა უყურო. დანებდი მას. ოდნავ დახარე თავი და შემრიგებლური პოზა მიიღე. თუნდაც სამგზის მართალი იყო, არ უპასუხო. 
უთხარი: "რასაკვირველია, მართალი ხარ. ვინანიებ ამ ცოდვას. გპირდები, რომ ეს არასდროს გამეორდება. შეცდომა დავუშვი, თუმცა ვნანობ. გპირდები, აღარ გამეორდება". 
ქალი ყოველთვის ემოციურია, მას გრძნობები მართავენ. ის მამაკაცზე უფრო გულმოწყალეა - ახლობლებს უვლის, როცა თავადაც ავადმყოფობს. ქალი ბავშვს ატარებს მუცლით, აჭმევს, სულიერ სითბოს უნაწილებს ქმარს. ზრუნავს და გვივლის. ამიტომ დანებდით მას და არც ეცადოთ მის წინააღმდეგ წასვლას". 

ეს სიტყვები, განსაკუთრებით არაბი ბრძენის მიერ თქმული, რა
თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. ფაქტია, ნებისმიერი კონფლიქტი უფრო ღვივდება ჩხუბითა და ყვირილით. არადა, ყველა კონფლიქტი სულაც არ არის იმ მნიშვნელობის და ძალის, რომ მას სკანდალები და მით უმეტეს, ოჯახის დანგრევა მოჰყვეს. ქალებთან ერთად მამაკაცებიც თუ ეცდებიან ამ დროს მოსმენას, დათმობას, შერიგებას, ბევრ ოჯახურ პრობლემას აიცილებენ თავიდან.

altვინ არიან შეიხთა ცოლები - ოქროს მდინარე და შეზღუდული თავისუფლება


4316
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
სანდრო
1
ეს რა აღმოუჩენია :))))
13:57 / 25-06-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```