ფიქრობთ, ამას რა კითხვა უნდა? როგორ ჯობია შვებულების გატარება მეუღლეებისთვის, ერთად თუ ცალ-ცალკე? ფიქრობთ, ამას რა კითხვა უნდა? შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ საკმაოდ ბევრია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ცოლ-ქმარმა ხანდახან ერთმანეთისგანაც უნდა დაისვენოს. რა თქმა უნდა, ცალკე ყოფნა იდეალური შემთხვევა არ არის, ამიტომ საკუთარ გულისთქმას უნდა დაუგდოთ ყური და ერთად თუ ცალ-ცალკე დასვენებაზე გადაწყვეტილება გულით უნდა მიიღოთ.
ყველაფერი კონკრეტულ წყვილზეა დამოკიდებული. ზოგიერთ წყვილს ერთმანეთის გარეშე გაძლება უჭირს. მაგალითად, ბევრს მუშაობენ, ერთმანეთთან სათანადო დროს ვერ ატარებენ და ენატრებათ ერთმანეთი. მათთვის შვებულების ერთად გატარება "წამალია". ერთმანეთს სიყვარულით აავსებენ, შვებულებიდან შთაბეჭდილებებითა და მხიარული მოგონებებით დაბრუნდებიან. მაგრამ ერთად დასვენება ყოველთვის ჰარმონიულ წყვილსა და იდილიას როდი ნიშნავს.
ზოგიერთი ერთად იმიტომ ისვენებეს, რომ "ასეა საჭირო", "ცალ-ცალკე დასვენება ვის გაუგია?" "ნორმალურ ოჯახებში ასე არ ხდება". ანუ იმიტომ კი არიან ერთად, რომ გულით ასე სურთ, არამედ იმიტომ, რომ ასე მიღებული.
სინამდვილეში "ნორმალური ოჯახი" სულაც არ ნიშნავს მუდმივ მიჯაჭვულობას. ესაა ოჯახი, სადაც ერთად უმკლავდებიან ოჯახურ პრობლემებს, ერთამანეთს ეხმარებიან განვითარებაში, სირთულეებს დაძლევაში. ერთმანეთის მხარდაჭერას, თანაგრძნობას გრძნობენ. პატივს სცემენ და უსმენენ ერთამეთის აზრს და ეძვირფასებათ ერთმანეთი. თუ ასეთი ურთიერთობა გაქვთ მეუღლესთან, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ერთად ისვენებთ თუ ცალ-ცალკე.
თუ გგონიათ, რომ შვებულების ცალ-ცალკე გატარება ნაპრალს აჩენს ურთიერთობაში, დროა, ჰკითხოთ საკუთარ თავს: ენდობით პარტნიორს? შეგიძლიათ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობა? პატივს სცემთ ერთმანეთის პირად სივრცეს? იქნებ ცდილობთ, გადააკეთოთ და გამოიყენოთ ერთმანეთი?
როგორც წესი, მეუღლეების ცალ-ცალკე დასვენება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მყარ ქორწინებას.
ახლოს და ავტონომიურად
დასვენების მთავარი მიზანი ძალებისა და ენერგიის აღდგენაა. თუ ამისთვის საჭიროა მეუღლესთან ხელჭაკიდებულმა ისეირნოთ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს? თუმცა, დაქორწინებული წყვილების უმეტესობას სურს, ცოტა ხნით მარტო დარჩეს. შეიცვალოს გარემო და ცოტა ხნით არავინ არ დაინახოს (თუნდაც, საყვარელი მეუღლე). ასე, რომ თუ გსურთ და გიყვართ მარტოს დასვენება, არჩევანში არავინ უნდა შეგიშალოთ ხელი. ერთმანეთთან შორს ყოფნას არ გაგრძნობინებთ შეტყობინებები და ინტერნეტზარები. შეგიძლიათ ერთმანეთს რომანტიკული შეტყობინებები მისწეროთ, ეფლირტაოთ, მოიწყინოთ ერთმანეთის გარეშე. მხოლოდ ასეთი ხანმოკლე განშორება მიგახვედრებთ, რაოდენ ძვირფასია თქვენთვის მეუღლე და თქვენი ურთიერთობები.