ბედნიერი ქორწინების საიდუმლო რეცეპტი - მას თურმე ბებიები იყენებდნენ
ბედნიერი ქორწინების საიდუმლო რეცეპტი - მას თურმე ბებიები იყენებდნენ
ცოლ-ქმარმა ქორწინებაში მრავალი წელი სიამ-ტკბილობით იცხოვრა. როგორც იტყვიან, ერთი მეორესთვის ზედმეტი სიტყვა არ უკადრებიათ და არც საიდუმლო ჰქონიათ ერთმანეთისგან. თუმცა არსებობდა ერთადერთი ნივთი, ზარდახშა, რომლის გახსნის უფლებას ქალი მოსიყვარულე მეუღლეს არასოდეს აძლევდა. კოლოფი კარადის ზედა თაროზე ინახებოდა და ხელშეუხებელი იყო.
არც ქმარი აძალებდა მის გახსნას, ფიქრობდა, რაღაც ქალური საქმე იქნება და არ ღირს ცხვირის ჩაყოფაო.
ერთხელაც ქალი მძიმედ გახდა ავად. მდგომარეობა რომ თანდათან უარესობისკენ წავიდა, დაუძახა ქმარს და საავადმყოფოში იმ ზარდახშის მიტანა სთხოვა. მოვიდა დრო, ქმრისთვის თავისი ყველაზე დიდი საიდუმლო
გაემხილა.
დაბრუნდა კაცი სახლში და თავად გახსნა ყუთი... რა იდო შიგნით? ორად ორი ხელით ნაქსოვი თოჯინა და 95 000 დოლარი.
- ეს როგორ, საიდან ამდენი ფული? - გაოგნებული ბუტბუტებდა მოხუცი, მაგრამ ამ საიდუმლოსთვის ფარდის ახდა მხოლოდ მის საყვარელ მეუღლეს შეეძლო. ზარდახშაც მალე ქალის ხელში აღმოჩნდა.
- სანამ დავქორწინდებოდით, - დაიწყო მოყოლა ცოლმა, - ბებიამ ბედნიერი ქორწინების საიდუმლო გამანდო. იცი, რაში მდგომარეობდა ეს საიდუმლო? არ უნდა მეკამათა ქმართან. მირჩია, რამდენჯერაც ქმარი გაწყენინებს, უჩუმრად გაეცალე, დაჯექი და ყაისნაღით ერთი თოჯინა მოქსოვეო.

mshoblebi
ქმარი გულშეძრული იყო - ზარდახშაში ხომ 2 თოჯინაზე მეტი არ იდო, ესე იგი 50-წლიანი
თანაცხოვრების პერიოდში მხოლოდ ორჯერ გაუბრაზებია ცოლი. გული აუჩუყდა და თვალზე ცრემლი მოადგა.
- კი მაგრამ, ფული საიდანღა გაჩნდა? - გაუკვირდა მოხუცს.
- აა, ფული? - გაეღიმა ცოლს, - ეს ფული ჩემი ნაქსოვი თოჯინების გაყიდვით ვიშოვე.
28614
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
22
1
რა თოჯინა,რა კაცებმა მოქსოვონ თქვენ ავად ხართ?ვერ ხვდებით რაზეა საუბარი?წყენაზე წყენით თუ არ უპასუხე უკეთესად იცხოვრებ.გასაგებია!კაცს რო თოჯინები ექსოვა შეიძლება 930 000 შეეგროვებია-ეს კი არაა მთავარი. მთავარია ჯიბრში არ ჩაუდგეთ ერთმანეთს. ისე, დღესდღეობით, რაში სჭირდება კაცს თქვენისთანა უაზრო ქალები ვერ ვხვდები-ცალკე ბოზი და ცალკე მომვლელი რომ იქირავოს ბევრად იაფი დაუჯდება ვიდრე ცოლის შენახვა.
13:57 / 25-02-2015
marine
1
კი მაგრამ აქ ვინმემ ნახა ბედნიერების საიდუმლო ტუ მე ვერ ვნახე.. რა უბედურებაა ეს
14:02 / 07-11-2014
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?