ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან ყველაზე ხშირად იდეალურ ოჯახებს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან ყველაზე ხშირად იდეალურ ოჯახებს
დავა იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს უნდა დაუკავშიროთ ბედი საიმისოდ, რომ სამომავლოდ ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული გქონდეთ, ინდივიდუალური საკითხია. შესაბამისად, ნებისმიერი ასტროლოგი დაგიდასტურებთ, რომ მხოლოდ ნიშნებს შორის თავსებადობა ნამდვილად არ მოგცემთ ბედნიერი ქორწინების სრულ გარანტიას. ოჯახი თავისებური "სამუშაოა", რომელშიც ორივე პარტნიორი ერთნაირად უნდა დაიხარჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც უნდა ჰარმონიული იყოს თქვენი და თქვენი მეუღლის ზოგადი ასტროლოგიური თავსებადობა მაინც მოხდება კონფლიქტები. თუმცა, იმის გათვალისწინება, თუ ვის ეწყობით ხასიათის უმთავრესი შტრიხებიდან და ფსიქოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია საიმისოდ, რომ მომავალში პოტენციურ
მეორე ნახევართან ურთიერთობა გაგიადვილდეთ. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობს სამი "სუპერ-წყვილი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვისაც რეალურად 99% ოდენობის შანსი გააჩნია საიმისოდ, რომ მომავალში ჰარმონიული და შეხმატკბილებული ოჯახი შექმნას...

კურო - ქალწული
ამ ორ ადამიანს შორის ეტაპობრივად, მაგრამ ძალზე მჭიდრო და ურყევი კავშირი ყალიბდება. როგორც წესი, ისინი ერთმანეთს საერთო საქმიანობის ან სამსახურებრივი ატმოსფეროს გავლენით უახლოვდებიან. ერთიც და მეორეც მარტივად არასოდეს იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას, ამიტომ მათ დრო სჭირდებათ პარტნიორთან მისაჩვევად. კურო დინჯი და თავშეკავებულია, ქალწული დაკვირვებული, გამჭრიახი და მეთოდური. ის საუკეთესო თანაშემწე, მეუღლე, მეგობარი და თანამოაზრეა კუროსთვის. კურო კი თავის მხრივ ქალწულს აძლევს იმას, რაც ამ
უკანასკნელს ყველაზე მეტად ესაჭიროება - ეს არის სტაბილურობა, როგორც ემოციური ისე ფინანსური კუთხით. ქალწულს შეუძლია მოთმინება, კუროც არანაკლებ მომთმენი და გაწონასწორებულია. ეს ორი მალე არა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ და სტაბილურად აშენებს საკუთარ ბედნიერ მომავალს. მათი შვილები ყოველთვის ჯანსაღი ფსიქიკით იზრდებიან, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოკლებულნი არიან ოჯახურ ჩხუბსა და აყალმაყალში ყოფნას. დედასა და მამას ჩუმად, უსიტყვოდ, მაგრამ ძალიან ძლიერად უყვართ ერთმანეთი. განაგრძეთ კითხვა
1882
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```