გადადგით პირველი ნაბიჯი! ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალით აიძულო საკუთარი თავი გქონდეს სექსი მეორე ნახევართან. ეს არათუ გადაწყვეტს, არამედ უფრო მეტად გააღრმავებს პრობლემას. მიზეზი იმისა, თუ რატომ გაქრა სექსი წყვილს შორის, მრავალია: ემოციონური ჩიხი, პარტნიორებიდან ერთ-ერთის სექსუალური დისფუნქცია, განაწყენება კონფლიქტის შემდგომ ან ღალატი.
დროთა განმავლობაში, ადამიანები უბრალოდ კარგავენ ერთმანეთისადმი ლტოლვას და უშვებენ ერთ-ერთ გავრცელებულ შეცდომას: ელოდებიან, როდის წარმოიშვება ის თავიდან. როგორ დავაბრუნოთ სექსი ურთიერთობაში? ფსიქოთერაპევტი სტივენ სნაიდერი გვირჩევს, დასაწყისისთვის გადავდგათ დიდი ნაბიჯი უწინდელი ლტოლვისაკენ.
ეს მდგომარეობს არა სექსისთვის განკუთვნილი თარიღების დაგეგმვაში, არამედ იმ თარიღების, როდესაც თქვენი საღამოები იქნება მთლიანად თავისუფალი რომელიმე სექსუალური ქვეტექსტისგან. ეს არის დრო, როცა თითოეულმა პარტნიორმა უნდა აუხსნას მეორეს, თუ რას გრძნობს მის მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგმოთ მეორის ქცევა. უბრალოდ მიუძღვენით ერთმანეთს ერთი საღამო, გულახდილი, მეგობრული, მშვიდი საუბრის და ურთიერთობის. რამდენი ხანია, ეს არ გაგიკეთებიათ?
ეს არის გაცნობიერების პრაქტიკა. ექიმ სნაიდერის სიტყვებით, ადამიანების უმრავლესობას სურს, რომ სექსი არა მარტო აკმაყოფილებდეს, არამედ შთააგონებდეს კიდეც. შთაგონების დაგეგმვა კი არ არის შესაძლებელი, თუმცა შეიძლება ის აღმოაჩინო თავიდან. ზოგჯერ დასაწყისისთვის ღირს შეიგრძნო სიმშვიდე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, დროთა განმავლობაში ეს სიჩუმე გახდება ვნების დაბრუნების კარგი საფუძველი. გადადგით პირველი ნაბიჯი!