დედის ბედნიერება კი შეუძლებელია, თუ გვედით ჯანსაღი, ძლიერი და ალერსიანი მეუღლე არ ჰყავს
ბედნიერი ოჯახი ბედნიერი დედის გარეშე წარმოუდგენელია. დედის ბედნიერება კი შეუძლებელია, თუ გვედით ჯანსაღი, ძლიერი და ალერსიანი მეუღლე არ ჰყავს.
ქალის ტვირთი ოჯახში ხომ ძალიან დიდია, თუმცა როცა ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან, მამაკაცს დიდი შრომისა და პასუხიმგებლობის აღება უწევს. არც მისთვისაა უცხო სტრესი, დაძაბულობა და მძიმე დღეები. ამიტომ მამიკოს ჯანმრთელობას და განწყობას ისევე სჭირდება ხელის შეწყობა, როგორც დედის და შვილებისას.
ყურადღება
გამოიჩინეთ ქმრის მიმართ ყურადღება. გასაგებია, რომ ბავშვებია პრიორიტეტი, მაგრამ სანამ სახლიდან მთელი დღით გაისტუმრებთ, მხოლოდ მისთვის გარკვეული დრო გამოყავით .ეს დიდი სტიმულია მამაკაცისთვის.
იუმორის გრძნობა
ბავშვების აღზრდა და დიასახლისობა ძალიან რთულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფიერების სიმძიმე მუდმივად თქვენს სახესა და გარეგნობაზე უნდა აისახებოდეს. როცა მეუღლე სახლშია, ეცადეთ იმით დაკავდეთ, რაც ორივეს გაგახარებთ და გაგაცინებთ.
ჯანმრთელობის ხელშეწყობა
ჯანმრთელობისა და ფიზიკური მხნეობისთვის ხელშეწყობა მამაკაცსაც სჭირდება. მიაშველეთ მას სპეციალური ვიტამინები მამაკაცებისთვის.
მათი ინგრედიენტები სპეციალურად გათვალისწინებულია მამაკაცის ცხოვრების წესისთვის.
ოჯახური სიმყუდროვე
ქმრის მოსვლისთვის სპეციალურად ნამდვილად ვერ მოემზადებით, მაგრამ სასურველია ამ დროისთვის სამზარეულოში საქმიანობა დასრულებული გქონდეთ და სახლიც ერთი შეხედვით, მოწესრიგებული ჩანდეს. ასეთ ვითარებაში ოჯახი უკეთ შეძლებს ურთიერთობას, სასიამოვნოდ დროის გატარებას.