მეცნიერებმა დაადგინეს მიზეზი, რის გამოც წყვილები ყველაზე ხშირდ შორდებიან ერთმანეთს
მეცნიერებმა დაადგინეს მიზეზი, რის გამოც წყვილები ყველაზე ხშირდ შორდებიან ერთმანეთს

ქორწინების შესახებ წიგნის ავტორი, ფსიქოლოგიური მეცნიერებათა კანდიდატი ოჯახური თერაპიის დარგში, ამერიკელი ჯონ გოტმანი 40 წელი იკვლევდა წყვილების განქორწინების მიზეზებს.
ყველა გავრცელებული მიზეზი თურმე - სიძულვილია. დიახ, ის გრძნობა, რომელიც გაიძულებს დახუჭო თვალები, ცუდად იფიქრო და ასევე ცუდად მოექცე პარტნიორს. გოტმანი ყვება, თუ როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ ყველაფერს, რათა შევინარჩუნოთ ქორწინება.

არ დაეთანხმო პარტნიორის აზრს - ნორმალურია. მაგრამ, თუ გრძნობები გადადის ზიზღში, სიტუაცია მკვეთრად უარესდება. წყვილები ჩხუბობენ, არ ეთანხმებიან ერთმანეთს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შემდგომი ეტაპი - თუ როგორ გამოდიან შემდგომ კონფლიქტიდან.
პარტნიორები, რომლებიც „მიემართებიან“ განქორწინებისაკენ, ღიზიანდებიან ნებისმიერ რეპლიკაზე, იწყებენ კრიტიკას, დამცირებას... ამ პროცესში უჩქარდებათ პულსი, ეჭიმებათ კუნთები, კანი უწითლებათ და ასხამთ ოფლი, ასევე აღენიშნებათ უსიამოვნო შეგრძნებები მუცლის არეში...

თუ დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში იმყოფებით, იცოდეთ, რომ არანაირ საუბარს თქვენ შორის აზრი არ აქვს. ადამიანები ვერ აღიქვამენ ახალ ინფორმაციას, კარგავენ იუმორის გრძნობას და ნორმალურად რეაგირების უნარს. სჯობს დიკუსია სხვა დროისთვის გადადოთ, მაშინ როდესაც ორივე დამშვიდდებით.
თუმცა, თუკი თქვენ პერიოდულად ჩხუბობთ მაღალ ტონალობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ კატასტროფა სულ ახლოსაა. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უმეტესად ურთიერთობა ინგრევა არა ცეცხლის, არამედ ყინულისგან. ადამიანები ერთმანეთისთვის მეზობლები ხდებიან და არა სრულფასოვანი
პარტნიორები.

როგორ მოვიქცეთ?

თვალების ბრიალი - ერთ-ერთი გავრცელებული და დამამცირებელი მეთოდია უპატივცმულობისა პარტნიორის მიმართ. მეორე გავრცელებული მეთოდი - დაცინვაა.
თუ შეამჩნიეთ ასეთი მომენტები ურთიერთობაში, აი რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ არ დაშორდეთ პარტნიორს:
1. გააკონტროლეთ ემოციები
ნუ დაუბრიალებთ თვალებს, ნუ დასცნებთ, მოერიდეთ პასიურ აგრესიას.

2. შეაფასეთ მოლოდინი რეალობასთან მიმართებაში
გახსოვდეთ, რომ ის სხვა ადამიანია, თავისი მოთხოვნილებებით. თქვენ არ ხართ ვალდებული ყველაფერში დაეთანხმოთ.

3. იფიქრეთ საკუთარ თავზე
თუ რაღაც გაღიზიანებთ, მონახეთ დრო დაფიქრდეთ მიზეზებზე, შეძლებთ თუ არა ამ გამღიზიანებელთან ერთად ცხოვრებას.

4. ნაკლები აგრესია
სიბრაზის მაგივრად, შეეცადეთ გაიგოთ თუ რატომ აქვს ამა თუ იმ საკითხზე ასეთი წარმოდგენა.

5. ილაპარაკეთ თქვენს მაგივრად
ნუ დაადანაშაულებთ იმაში, რომ რაღაც არასწორად თქვა ან გააკეთა. უთხარით საკუთარ თავს: რატომ მიგაჩნიათ მისი აზრი მიუღებლად და რა შედეგის დადგომას ელოდით.
814
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```