"რა დამავიწყებს, იმ 8 მარტს... ტრაგიკომედიად გადაქცეულ დღეს" - რას იხსენებს ახალგაზრდა ქალბატონი
"რა დამავიწყებს, იმ 8 მარტს... ტრაგიკომედიად გადაქცეულ დღეს" - რას იხსენებს ახალგაზრდა ქალბატონი
დღეს, ქალთა საერთაშორის დღეს აღნიშნავენ და ამ დღეს ყველა შეძლებისდაგვარად ცდილობს საყვარელ ქალებს ასიამოვნოს. ერთერთმა ქალბატონმა 8 მარტზე საკუთარი მოგენობა გაგვიზიარა და მოგვწერა:

"რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემმა მეზობლებმა გადავწყვიტეთ აგვეღნიშნა და შევკრებილიყავით სადმე. ათამდე ქალბატონმა შევაგროვეთ თანხა და ქმრებსაც მოველაპარაკეთ, ბავშვები დაიტოვეთ, ამ ერთ დღეს გვეცით პატივი-თქო. თან ისე პატრებიც არ იყვნენ, რომ პამპერსების გამოცვლით სული გაძრომოდათ. მოკლედ, უარი არ გვითხრეს, ჩვენც გამოვიპრანჭეთ და ერთ-ერთ რესტორანში წავედით. სახლში
დავიბარე, ნუ ამწიოკებთ ტელეფონზე რეკვით-მეთქი. კარგად მოვილხინეთ ქალებმა, ყოფიერი პრობლემები გვერდზე გადავდეთ და იმ იმედით, რომ შინ დაბრუნებულებს მშვიდობა გველოდა, ცოტა დავლიეთ. უკან როცა დავბრუნდით სადარბაზოდან ვიგრძენით ალკოჰოლის სუნი, ეს ჩვენი ბედოვლათებიც ერთად შეკრებილან და ჩემს სახლში მოუწყვიათ ხორხოცი, 12 ბავშვისა და 7 მთვრალი კაცის აღმოჩენა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვნახე, არ იყო ადვილი გადასატანი, რომ შევკივლე, ჩემმა ქმარმა მითხრა, მეტჯერ არ დალიო, ცუდი სიმთვრალე გქონიაო. იმ ღამესვე, რომ დავიწყე სახლის დალაგება ერთი კვირა აზრზე ვერ მოვიყვანე ოთახები. გაქონილი ჭურჭელი, სიგარეტის ბიჩოკები, არყის ბოთლები ხან საიდან გამომქონდა და ხან საიდან...ჩემი ქმრის სიყოჩაღეს კიდევ არა უშავს, სახლში მაინც დამხვდა, თქვენ ის უნდა გენახათ, სწორ
ხაზეზე რომ ვერ დადიოდნენ დანარჩენები და ცოლებს იყვნენ მხრებზე აკიდებული. ახლა მეცინება, მაგრამ იმ დღეს ისეთ ხასიათზე დავდექი. სურვილი გამიჩნდა კიმბოქსიორი კაცი ვყოფილიყავი და კიბეზე დამეგორებინა დღესასწაულის ჩამშლელი კაცები. სხვა რვა მარტებიც არ მქონია დალხენილი, მაგრამ ის ყველაზე ცუდად მახსენდება. ბედნიერ და ლამაზ დღეებს გისურვებთ, ჩემო კარგებო!"

ნანა, 42 წლის.
1261
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```