10 რამ ოჯახსა და ქორწინებაზე, რაც ყველამ უნდა იცოდეს
10 რამ ოჯახსა და ქორწინებაზე, რაც ყველამ უნდა იცოდეს
მშობლის ტვირთი მძიმეა. მით უმეტეს, რომ ამ "პოზიციას" ქორწინების უღელიც "ამძიმებს". როცა ეს საპასუხისმგებლო მოვალეობები ზოგჯერ სასოწარკვეთამდე მიგიყვანთ, გაიხსენეთ, რომ სინამდვილეში ოჯახური თანაცხოვრება მხოლოდ მძიმე ტვირთი არ არის, უფრო სწორად, არ უნდა გადაიქცეს ამად. კიდევ რად არ უნდა გადაიქცეს ქორწინება და ოჯახი:

1. ქორწინება და ოჯახი არ არის მძიმე შრომა.
2. ქორწინება და ოჯახი არ არის საკუთარი სურვილების ასრულებაზე მუდმივად უარის თქმა. ეს არ არის დიქტატურა, გამარჯვების მოპოვებ
ის სფერო, რადგან ამ შემთხვევაში მეორე მხარე წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
3. ოჯახი არ არის ზუსტი მეცნიერება. ის მარტივ პრინციპებზეა დაფუძნებული - სიკეთეზე, პატივისცემაზე, ლოიალობასა და მსგავს ფასეულობებზე.
4. ყოველთვის არის საშიშროება, რომ ოჯახური ურთიერთობა გადაიქცეს რუტინად. არ დაუშვათ ეს და ყოველთვის გადაახალისეთ თქვენი ურთიერთობა.
5. ოჯახი სულსწრაფების საქმე არ არის. ურთიერთობას დრო სჭირდება, რათა განვითარდეს. ნუ ჩქარობთ!
6. ქორწინება არ არის კრიტიკის ადგილი, არც ბოროტად მოხმარების საგანი. თუ მსგავსი რამ გაჩნდა, ეს ოჯახს დაანგრევს.
7. ოჯახი არ არის 24-საათიანი სახელოსნო. მეუღლემ არ უნდა ანაცვალოს თავისი ყველა ინტერესი მეორე ნახევარს. ორივემ უნდა მოიტოვოს დრო საკუთარი თავისთვის.
8. თუ ოჯახში მხოლოდ შვილების გამო ჩერდები, ეს შეცდომაა საკუთარი თავისა და ბავშვების წინაშე.
9. ქორწინება არ უნდა იყოს მოსაწყენი,
ორი მოსიყვარულე ადამიანის თანაცხოვრება ყოველთვის მიმზიდველი და ხალისიანია.
10. ქორწინება თავს ვერ დააღწევს კონფლიქტს. თუ დავის მოგვარებას და კომპრომისის ხელოვნებას ისწავლით - ბედნიერების გასაღებიც ხელთ გექნებათ.
6121
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?