მიღებული მონაცემები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა: პირველ რიგში, ქალების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ რაც მეტი დრო გაატარეს ქორწინებაში, მით მეტად უჩნდებოდათ სქესობრივი კმაყოფილებისკენ სწრაფვა და ამის სურვილი. მამაკაცებისთვის კი პირიქით -
გარდა ამისა, მამაკაცების უმრავლესობამ აღიარა, რომ მათ უფრო აბედნიერებდათ კოცნა, ალერსი და ჩახუტება, ვიდრე სექსი. ის მამაკაცები, ვისაც ცოლთან ურთიერთობაში მეტად ჰქონდა კოცნისა და სხვა ტაქტილური კონტაქტების ჩვევა, გაცილებით მეტად ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ვიდრე ისინი, ვუსაც ნაკლები ხვდებოდა კოცნა და ჩახუტება.
ქალებმაც აღნიშნეს, რომ მათთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცთან არა მხოლოდ ინტიმურ კავშირს, არამედ მასთან თბილ, ალერსიან ურთიერთობას და ხშირ მოფერებასა და ჩახუტებას.