ამერიკის კინსის ინსტიტუტის სოციოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 1000-ზე მეტი ცოლქმრული წყვილი მონაწილეობდა - ისინი, ვინც 20 წელი და მეტი გაატარა ერთად. მონაწილეთა ასაკი 40-დან 70 წლამდე მერყეობდა, მათი საცხოვრებელი ადგილი - აშშ, გერმანია, ბრაზილია, იაპონია და გერმანია. მეცნიერებს აინტერესებდათ, როგორ იცვლება ადამიანების დამოკიდებულება სქესობრივი კავშირისა და სექსისგან კმაყოფილებისადმი ოჯახური ცხოვრების პერიოდში.
მიღებული მონაცემები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა: პირველ რიგში, ქალების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ რაც მეტი დრო გაატარეს ქორწინებაში, მით მეტად უჩნდებოდათ სქესობრივი კმაყოფილებისკენ სწრაფვა და ამის სურვილი. მამაკაცებისთვის კი პირიქით - სქესობრივი კავშირი და ამისგან მიღებული სიამოვნება აღარ იყო უპირატესი. ბევრმა მათგანმა ისიც თქვა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, მეუღლე დარჩენილიყო ამ ყველაფრით კმაყოფილი, ვიდრე თავად.
გარდა ამისა, მამაკაცების უმრავლესობამ აღიარა, რომ მათ უფრო აბედნიერებდათ კოცნა, ალერსი და ჩახუტება, ვიდრე სექსი. ის მამაკაცები, ვისაც ცოლთან ურთიერთობაში მეტად ჰქონდა კოცნისა და სხვა ტაქტილური კონტაქტების ჩვევა, გაცილებით მეტად ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ვიდრე ისინი, ვუსაც ნაკლები ხვდებოდა კოცნა და ჩახუტება.
ქალებმაც აღნიშნეს, რომ მათთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცთან არა მხოლოდ ინტიმურ კავშირს, არამედ მასთან თბილ, ალერსიან ურთიერთობას და ხშირ მოფერებასა და ჩახუტებას.