ქალებს, რომლებსაც უღალატეს, ბედნიერი ურთიერთობის აწყობის მეტი შანსი აქვთ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის ავტორები. ექიმ კრეიგ მორის ხელმძღვანელობით სპეციალისტებმა გამოკითხეს 96 ქვეყნის 5 705 ქალი და მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: გრძელვადიან პერსპექტივაში ქალი ყოველთვის მოგებულია, როდესაც საქმე ეხება მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ღალატს.
ღალატი 1 წლის განმავლობაში ქალს უმაღლებს ემოცურ ინტელექტს და ამაღლებს შანსს ახალ გრძელვადიან და ბედნიერ ურთიერთობაზე. ექიმი მორისი ირწმუნება, რომ პირველი კრიტიკული პედიორის გასვლის შემდეგ ქალს ღალატიდან 6 თვეში უმაღლდება საკუთარი თავის რწმენა.
ბოლოს კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს კვლევის შედეგად: მოღალატე პარტნიორს, რომელმაც ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო, ნაკლები შანსი აქვს ბედნიერი და ხანგრძლივი კავშირის აწყობის.