15 მარტივი ხერხი, რომ ქმარმა ცოლისადმი სიყვარული გამოხატოს - გაიგეთ, რამდენად ყურადღებიანი ქმარი გყავთ
 15 მარტივი ხერხი, რომ ქმარმა ცოლისადმი სიყვარული გამოხატოს - გაიგეთ, რამდენად ყურადღებიანი ქმარი გყავთ
კარგი მშობლები, თუ იშვიათ გამონაკლისებს არ ჩავთვლით, როგორ წესი, სანიმუშო ცოლ-ქმარნიც არიან. როგორი ხართ თქვენ? ფსიქოლოგების აზრით, თუ ქმარი ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციებიდან ყოველდღიურად 3-ს მაინც ასრულებს, თამამად შეუძლია, სანიმუშო ქმრობასა და ღირსეულ მამობაზე დადოს თავი. თავს ნუ შეიკავებთ და მეტის გაკეთებაც სცადეთ, სრულყოფილებამდე სწრაფვა ხომ არავის აწყენს. ასე თქვენც ბევრ დადებით ემოციას მიიღებთ და ცოლიც კმაყოფილი და ბედნიერი გეყოლებათ.
აი, რეკომენდაციები სანიმუშო ქმრისთვის. დედიკოებო, თქვენც აუცილებელად გადახედეთ ამ ჩამონათვალს და დააფასეთ თქვენი ქმრების მონდობა.
1. სამსახურიდან შინ დაბრუნებელი აუცილებლად მოეხვიეთ მეუღლეს.
2. ისწავლეთ ცოლის მოსმენა და ხანდახან კითხვებიც ჩაურთეთ.
3. ნუ დაელოდებით პარასკევს, რომ შაბათ-კვირის გეგმები გაგიზიაროთ. ერთად დაგეგმეთ დასვენების დღეები.
4. როცა სადილია გასაკეთებელი, ცოლი კი დაღლილი ან ძალიან დაკავებულია, დახმარება შესთავაზეთ.
5. ხშირად გაუმასპინძლდით ქათინაურებით, მას ხომ უამრავი ღირსება აქვს.
6. ჭურჭელს როგორც წესი, ცოლი რეცხავს, მაგრამ დრო და დრო თქვენი სამსახურიც შესთავაზეთ. მით უმეტეს, თუ მძიმე დღე ჰქონდა.
7. დაურეკეთ ხოლმე სამსახურიდან და გაიგეთ, როგორ მიდის საქმეები ან რაიმე ახალი ამბავი უთხარით, თუნდაც იმის სათქმელად, რომ ძალიან გიყვართ.
8. გაუკეთეთ პატარა საჩუქრები: სუნამო ან ტკბილეული. თუ სუპერმარკეტში ერთად ხართ, შესთავაზეთ, რომ ოჯახური საჭიროებების გარდა რაიმე პირადად თავისთვისაც
შეარჩიოს.
9. ხშირად გადაუღეთ ფოტოები.
10. მოიწყვეთ პატარ-პატარა რომანტიკული სეირნობები.
11. დაბადების დღეზე საჩუქრის გარდა პატარა ბარათიც დაუწერეთ.
12. აუცილებლად შეუფასეთ მისი კულინარიული ნაწარმი.
13. როცა გელაპარაკებათ, სახეში უყურეთ.
14. მასთან საუბრისას მის ხელს შეეხეთ.
15. ეცადეთ, დასაძინებლად ერთდროულად დაწვეთ.
8898
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
marli
0
მეზარება აქ კომენტარების წერა ხოლმე, მაგრამ არ შემეძლო არ აღმენიშნა ეს მაბავი. იდეალური ქმარი მყოლია. :)
22:51 / 10-11-2014
kiki
0
Vaime isedac vamakob chemi meuglit mara raxan subieqturad ar kopila es dzaan mixaria. Potoebs xshirad agar migebs,nu es arc mimachnia did ramed da saubrisas xels ar mkidebs.. danarcheni es chveulebrivi movlenaa.. cesi cxovrebis,amobudget mxarshi ertmanets da 2 veni shvilebs. Mikvarxar chemo.sicocxleee! Madloba gmerts ro gipove.
13:07 / 07-11-2014
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?