ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, რომ ქორწინება და ოჯახური ცხოვრება შვილებთან ერთად ცოლ-ქმარს შორის რომანტიკულ ურთიერთობას ასუსტებს. მართლაც წლების განმავლობაში ერთ დროს მხურვალე შეყვარებულები ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლული გადაღლილი ადამიანები ხდებიან. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ ხშირად შვილების კეთილდღეობისათვის ცოლ-ქმრის რომანტიკა უკანა პლანზე გადაინაცვლებს ხოლმე.
თუ ხედავთ, რომ თქვენი ცხოვრებაც აქეთ მიდის, ეს რჩევები გაითვალისწინეთ.
გამონახეთ დრო ქმრისთვის
ეს არ ნიშნავს, რომ იგი ხატად უნდა აქციოთ. უბრალოდ, როცა გადაიკვეთებით ბინაში, ჩაეხუტეთ, აკოცეთ. ამით აგრძნობინებთ, რომ ის განსაკუთრებულია. ამით ბავშვები არ დაიჩგრებიან, პირიქით, მოსიყვარულე მშობლების ყურება მათთვის სასარგებლოა.
არ გააკრიტიკოთ წვრილმანების გამო
ღრმად ჩაისუნთქეთ და გაატარეთ სიტუაცია. თუ თქვენს ქმარს რამე დაავიწყდა, ამის გამო ნუ გააკრიტიკებთ, ნუ დაძაბავთ მასთან ურთიერთობას და ჩხუბის მიზეზსაც წარმოქმნით, რომელიც ურთიერთპრეტენზიებით დასრულდება.
არ მიუთითოთ, როგორ უნდა გაატაროს დრო შვილებთან ერთად.
დედას და მამას სრულიად განსახვავებული როლი აქვთ ბავშვის ცხოვრებაში. თუ ბავშვისთვის მკაცრი დედა ხართ (აკონტროლებთ მის კვებას, ქცევას), დართეთ ბავშვს ნება, მამასთან ერთად ტლაპოში იხტუნაოს, საუზმეზე ტორტის ნაჭერი შეჭამოს და ა. შ.
მეუღლეები იყავით სოლიდარულები
თუ ბავშვი ამბობს: "მამამ მითხრა, კიო", არ დააკნინოთ ბავშვის თანდასწრებით მამა; არ გამოთქვათ მკაცრი კომენტარები მისი მისამართით. მშობლებს ერთნაირი მოსაზრებები უნდა ჰქონდეთ. თუ ასე არაა, ბავშვის თვალში მამას ნუ დაამცირებთ.
იყავით აქტიური
თუ მშობლებს აქტიური ცხოვრების წესი აქვთ, ბავშვებიც ანალოგიურს მიბაძავენ. აქტიურობა ენდორფინი (ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავებას უწყობს ხელს. უქმეები ბავშვებთან ერთად აქტიურად გაატარეთ: პარკში ითმაშეთ, ველოსიპედით გაისეირნეთ, პიკნიკები მოაწყვეთ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, მეტი დრო გავატაროთ ოჯახთან ერთად და თანაც, აქტიურად. ამ დროს მობილურიც უნდა დაივიწყოთ.
ოჯახის შენარჩუნების მთვარი იარაღი
სექსი ის "წებოა", რომელიც ამრთელებს მეუღლეებს შორის არსებულ ყველა ბზარს. გამოიკეტეთ საძინებლი კარი და დატკბით ერთმანეთან ყოფნით.
საერთო ყოფა
დამტკიცებულია, რომ რაც უფრო ხშირად ეხმარება ქმარი ცოლს საოჯახო საქმეების მოგვარებაში, მით უკეთესი და ხშირი სექსი აქვთ მათ. ამიტომ, მამაკაცებო, მეტად უნდა გაქტიურდეთ და დაეხმაროთ ცოლს.
იხილეთ მეტი რჩევა