როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული და ბედნიერება მრავალი წლის მანძილზე? მეცნიერები გიკარნახებენ.
მეგობრობა ბედნიერ წყვილებთან
მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაასკვნეს, რომ მეგობრობა სხვა ბედნიერ წყვილებთან ეხმარება წყვილებს თავიანთი ქორწინების შენარჩუნებაში. ახლო ურთიერთობა ბედნიერ წყვილებთან, ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებაა.
ისწავლეთ პარტნიორის მიღება
კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიური ურთიერთობების წიგნის ავტორი პოლ დეკომპო თვლის, რომ კამათის დროს უნდა მიიღოთ ის ფაქტი, რომ თქვენი პარტნიორი მოქმედებს საუკეთესო ზრახვებით მაშინაც, თუკი თქვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ასეთი ტოლერანტული მიდგომა დაგეხმარებათ კომპრომისის პოვნაში, პრობლემის გარკვევასა და წინსვლაში.
კვირაში ერთხელ დაკავდით სექსით
ცნობილია, რომ სექსის დროს გამომუშავდება "ბედნიერების ჰორმონი" - ენდორფინები. აღმოჩნდა, რომ რაც მეტია ამ ჰორმონის რაოდენობა, მით ბედნიერია ადამიანი. მაგრამ მეცნიერები არ იზიარებენ ამ მოსაზრებას. 2015 წელს ჩაატარეს კვლევა, რაშიც 30 000 მოხალისე მონაწილეობდა. შეისწავლეს ოჯახების თავისებურებები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბედნიერი ქორწინებისთვის კვირაში ერთხელ სექსი საკმარისია. "პარტნიორთან ინტიმური კავშირისთვის საერთოდ არ არის აუცილებელი ყოველდღე ჰქონდეთ სექსი", - თვლის პროექტის წამყვანი სპეციალისტი ემი მიუნისი.
იკამათეთ, ნუ გრცხვენიათ!
დევიდ კლოუს, ოჯახის თერაპევტის მოსაზრებით, კამათი ოჯახური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. "კამათი სპორტდარბაზში ჩატარებულ აქტივობას ჰგავს: თუ ღირსეულად გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას, თქვენ უფრო ძლიერ წყვილად ჩამოყალიბდებით", - ამბობს ის.
მეორე ნახევარი ყოველთვის პრიორიტეტად უნდა გყავდეთ
მერილენდა ტალია თვლის, რომ ცხოვრების არც ერთი ასპექტი არ უნდა იყოს პარტნიორზე მნიშვნელოვანი. "ცხოვრებაში ყველაფერი ცვალებადია და თუ თქვენი პარტნიორი ცხოვრების ყველა ეტაპზე თქვენს გვერდითაა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, - ამბობს მერილენდა. - როდესაც ბავშვებს დააძინებთ, მოაწყვეთ რომანტიკული ღამე, დღის მანძილზე მოახერხეთ, რომ ერთად ისადილოთ სადმე. ბედნიერი ქორწინება ბედნიერ ცხოვრებას ნიშნავს. მაგრამ ეს ყოველივე თავისთავად არ ხდება. იმუშავეთ ურთიერთობის გალამაზებაზე".
ფული არ არის მთავარი
აღმოჩნდა, რომ პარტნიორებს, რომლებიც მატერიალურ ფასეულობას პირველ ადგილზე აყენებენ, პრობლემები ექმნებათ ურთიერთობებში. შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ზედმეტად დიდ ენერგიას დებენ თავიანთი ოცნებების რეალიზებაში და ერთმანეთისთვის დრო აღარ რჩებათ.
იცეკვეთ!
"რჩევა მარტივია, ოღონდ ძალიან ეფექტური. სხეულის ენა - კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია", - ასე თვლის ცეკვის თერაპიის სპეციალისტი ერიკ ჰორტნალი. "ცეკვა - პარტნიორების ცხოვრების მეტაფორაა, - ამბობს ის. - ზოგჯერ ცეკვა უფრო მარტივად აგვარებს პრობლემას, ვიდრე სიტყვები".
მისწერეთ ერთმანეთს
ტექსტური შეტყობინებები სასაცილო ღიმილაკებით ნებისმიერ ასაკში აქტუალურია. გამოკვლევების თანახმად, სიყვარულის ახსნა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მხოლოდ ამყარებს ურთიერთობას. ამავე დროს, ოჯახური ფსიქოთერაპიის სპეციალისტები თვლიან, რომ ბოდიშის მოხდა ან ურთიერთობების გარკვევა სმს-ების საშუალებით, პირიქით, ხელს უშლის წყვილს უთანხმოების მოგვარებაში.