ზოგჯერ ქორწინება ტესტს გადის და ამ დროს, აუცილებელია ცოლ-ქმარი თანაბარი ძალებით ცდილობდეს სიტუაციის განმუხტვას. ერთმა განქორწინებას გადარჩენილმა მამაკაცმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წყვილებს რჩევებს უზიარებდა, რა უნდა გაეკეთებინათ იმ შემთხვევაში, თუ წლების შემდეგ ურთიერთობა და დამოკიდებულება შეეცვალათ ერთმანეთის მიმართ.
პოსტი ვირუსულად გავრცელდა, 30 ათასმა ადამიანმა მოიწონა და 141 ათასმა გააზიარა. გთავაზობთ ამ რჩევებს:
განაგრძეთ მეუღლესთან პაემანი ქორწილის შემდეგაც კი. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი დაპირებები და ეცადეთ ისეთი ქმარი იყოთ, რომელიც ბევრ რამეზე დაეთანხმება ცოლს. ნუ იქნებით ზარმაცი! მოუფრთხილდით ერთმანეთს. გიყვარდეთ მთელი მსოფლიო, საკუთარი თავი, მაგრამ თქვენი ცოლისთვის ყოველთვის უნდ გქონდეთ გულში განსაკუთრებული კუთხე, რომელიც სულ ღია იქნება და მის გარდა ვერავინ დაიკავებს ამ ადგილს. განაგრძეთ სიყვარულის გამოხატვა წლების შემდეგაც კი. ადამიანები იცვლებიან და ბუნებრივია, არც თქვენ ხართ გამონაკლისი. განსხვავდებით იმათგან, ვინც 5 წლის წინ იყავით, ამიტომ არ შეწყვიტოთ ერთმანეთისთვის სიყვარულის გამოხატვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძნობები გაცივდება.
ნუ ეცდებით მის შეცვლას. თქვენი ამოცანაა, გიყვარდეთ ის ისეთი, როგორიცაა. ხოლო, თუ იცვლება, წლებთან ერთად, თავიდან უნდა შეიყვაროთ და მიიღოთ ისეთი, როგორიც გახდა, გინდათ ეს თუ არა. ყოველდღე აღმოაჩინეთ მასში საუკეთესო. ფოკუსირება თქვენი მეორე ნახევრის უარყოფით მხარეებზე არ ღირს. თუ ყურადღებას გაამახვილებთ ხარვეზებზე, სია გაიზრდება. გიყვარდეთ ერთმანეთი და აღმოაჩენთ, რომ ყველაზე ბედნიერები ხართ მთელ მსოფლიოში. არასდროს დასდოთ ბრალი თქვენს გაბრაზებაში. ისწავლეთ საკუთარ თავზე კონტროლი. ეს თქვენი ემოციებია, ამიტომ, ეცადეთ თავი შეიკავოთ. ნეგატიური დღე არ ამართლებს იმას, რომ აგრესია მასზე გადაიტანოთ. ერთადერთი, შეგიძლიათ მას რჩევა ჰკითხოთ ან დახმარება სთხოვოთ, მსგავს სიტუაციაში.
აკონტროლეთ ემოციები. თქვენი ამოცანაა, იპოვოთ საკუთარი ბედნიერება და მასთან ერთად გაიზიაროთ. ისიამოვნეთ ცხოვრებით და არასდროს დაკარგოთ საკუთარ თავზე კონტროლი. აკეთეთ სისულელეები. ნუ აღიქვამთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია დასვენება და გართობა. სიცილს კი ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. როდესაც თქვენი ცოლი გაღიზიანებულია, მხარი დაუჭირეთ და უთხარით, რომ ყველაფერი წესრიგშია. დაარწმუნეთ, რომ მისი გესმით და რომ შეუძლია ყოველთვის ჰქონდეს თქვენი იმედი. ეს თქვენ შორის ჩამოაყალიბებს ნდობას. არასდროს გაექცეთ მასთან საუბარს, თუნდაც ეს უარყოფითი იყოს. იყავით გამბედავი და აჩვენეთ, რომ მის გვერდით ხართ მაშინ, როცა ძალიან სჭირდებით.
აქტიურად იყავით მის ცხოვრებაში. მას არა მხოლოდ დრო უნდა დაუთმოთ, არამედ მთელი თქვენი გული და ყურადღება. ყველაფერი გადადეთ და მასთან ბევრი დრო გაატარეთ. მოექეცით ისე, როგორც დედოფალს, რადგან ის თქვენთვის მართლაც დედოფალია. ისწავლეთ ყველა ის გზა, რაც თქვენს მეუღლეს აგრძნობინებს, რომ მისთვის საჭირო ხართ. სთხოვეთ, რომ ჩამოწეროს 10 აუცილებელი რჩევა და სურვილი, რომელიც ბედნიერს გახდის და თქვენც ეცადეთ, შეასრულოთ. ნუ იქნებით სულელი. ამავე დროს, ნუ შეგეშინდებათ სისულელეების, რადგან ჩვენ, ყველა ვუშვებთ შეცდომებს. არც თქვენ ხართ გამონაკლისი. თუმცა, ეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ უხერხული მომენტები თქვენს ცხოვრებაში. ბუნებრივია, ვერ იქნებით იდეალური, მაგრამ ნუ იქნებით სულელი! აჩვენეთ მას თქვენი სიძლიერე. მზად იყავით, ნებისმიერ დროს დასახმარებლად და მიეცით შესაძლებლობა, რომ გენდოთ და დარწმუნებული იყოს თქვენში. ყოველთვის არ არის აუცილებელი ძლიერი იყოთ მის წინაშე. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები, შიშებიც კი და ესაუბრეთ საკუთარ შეცდომებზე.
გახსოვდეთ, რომ მას პირადი სივრცე სჭირდება. ქალებს ბევრი ენერგია აქვთ, თუმცა მასთაც სჭირდებათ განმარტოება და დასვენება, თუნდაც შვილებისგან, თქვენგან. მიეცით შესაძლებლობა, რომ მარტო იყოს, იზრუნოს საკუთარ თავზე და დამიჯერეთ, ბევრად უფრო ენერგიული დაგიბრუნდებათ და მზად იქნება ნებისმიერი გამოწვევისთვის. იყავით გულწრფელი. ნდობას მას შემდეგ მოიპოვებთ, როცა მასთან ყველაფერზე ისაუბრებთ. ისეთ რამეზეც კი, რაც არ გინდათ, რომ გაიგოს. თუ მხოლოდ თქვენი დადებითი მხარეების წარმოჩენას ეცდებით და უარყოფითს დაივიწყებთ, ნდობას ვერ მოიპოვებთ. ამიტომ, ჩამოიხსენით ყველა ნიღაბი და იყავით ის, ვინც ხართ.
ერთად გაიზარდეთ. იპოვნეთ საერთო, რაც მოგწონთ და დასახეთ ყველა ის მიზანი და ოცნება, რაც გინდათ, რომ მომავალში, დროდადრო აგიხდეთ. არასდროს დაიმახსოვროთ წყენა. დატოვეთ წარსულში და მომავალში აღარ გაიხსენოთ, რადგან მას შეუძლია ხელი შეგიშალოთ ურთიერთობაში. პატიებას კი შეუძლია თავიდან აგაცილოთ მსგავსი დაძაბულობა. ფული არის ის, რაზეც არ ღირს ნერვიულობა. ერთად მოძებნეთ წარმატებისკენ მიმავალი გზები. აირჩიეთ სიყვარული... ყოველთვის! თუ სიყვარული პრიორიტეტი გახდება თქვენს ცხოვრებაში, ვერაფერი დაამარცხებს ურთიერთობას. გახსოვდეთ, რომ სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს!