თუ ქორწინებას ბზარი გაუჩნდა, აუცილებელია, ეს ერთი შეკითხვა დაუსვათ მეუღლეს
თუ ქორწინებას ბზარი გაუჩნდა, აუცილებელია, ეს ერთი შეკითხვა დაუსვათ მეუღლეს
ადამიანის შეყვარება იოლია, უფრო რთულია ცოლქმრული ურთიერთობის შენარჩუნება. ეს ისტორიაც ამ ურთიერთობას ეხება.

"ცოტა ხნის წინ ჩემმა გოგონამ მითხრა: ბავშვობაში თქვენ შორის გამუდმებული უთანხმოების გამო, სულ მეშინოდა, არ დაშორებოდით ერთმანეთს. ახლა მიხარია, რომ შეძელით სირთულეების გადალახვა და დღეს ერთად ხართ".

ვიხსენებ წარსულს და ვერ გამიგია, როგორ შევუღლდით: ორი აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის ადამიანებმა როგორ შევძელით ერთად ცხოვრება? საკმარისზე მეტი ფულიც არ გვანიჭებდა სიამოვნებას - პირიქით.

როდესაც ჩემი წიგნის მხარდასაჭერ ტურნეში წავედი,
შვებით ამოვისუნთქე. მანამდე არაერთხელ გვისაუბრია განქორწინებაზე. ჩვენი ყოველი სატელეფონო საუბარი უსიამოვნოდ მთავრდებოდა...
mshoblebi
ბოლოს დავრწმუნდი, რომ ქორწინება ჩემი დიდი შეცდომა იყო და მეტი აღარ შემეძლო ასე ცხოვრება. ვერ ვიგებდი, რატომ ვერ შედგა ჩვენი ურთიერთობა, მე ხომ ერთ დროს ხელი ვთხოვე ჩემს საყვარელ გოგოს და მასთან ერთად ვაპირებდი ცხოვრების ყველა სირთულის გადალახვას. ის კარგი ადამიანია, მეც არა მგონია, ცუდი ვიყო, მაშინ რატომ ვერ ავაწყვეთ ურთიერთობა? არც ის ცდილობს რაიმეს შეცვლას...

ერთ დილას ვკითხე ჩემს ცოლს: "რა გავაკეთო, რომ შენი დღე უკეთესი იყოს?" მან გაბრაზებულმა მიპასუხა: "არაფერი". ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დავუსვი იგივე შეკითხვა. მან ცინიკურად მიპასუხა: "გინდა, რა
მე გააკეთო? დაალაგე სამზარეულო". მან ნიშნის მოგებით მითხრა, მე კი ავდექი და ის გავაკეთე, რაც მითხრა.

მეორე დღეს იგივე კითხვა დავუსვი. პასუხი იყო: "დაალაგე ავტოფარეხი". მან იცოდა, რომ სწორედ იმ დღეს სამსახურში ბევრი საქმე მქონდა და ამიტომ დამავალა ეს საქმე. უკმაყოფილების გამოხატვის მაგივრად, უხმოდ დავალაგე ფარეხი.
mshoblebi
ასე გრძელდებოდა 2 კვირის მანძილზე. ცოლმა მკითხა, რაში მჭირდებოდა ყოველივე ეს? მე ვუპასუხე, რომ მიყვარდა და ყველაფერს გავაკეთებდი მისი სურვილების შესასრულებლად. მეორე დღეს მოხდა საოცრება. როდესაც ვკითხე, თუ რა გაახარებდა იმ დღეს, მითხრა, რომ ჩემთან ერთად უნდოდა მთელი დღის გატარება. 

უთანხმოებამ თანდათან იკლო და ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთზე ზრუნვა. ახლა ის მეკითხებოდა, თუ რა გამახარებდა და ცდილობდა ყველანაირად ვესიამოვნებინე. ვცდილობდით გაგველამაზებინა ერთმანეთის დღეები. თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.

თუ თქვენ ოჯახურ ურთიერთობას სიცივე შეეპარა, ჰკითხეთ ერთმანეთს - "როგორ შემიძლია შენი დღის გალამაზება?" ან უფრო მარტივად: "რა გავაკეთო დღეს შენთვის?" - ის დღე ორივესთვის გახდება უკეთესი და მერე - დანარჩენი დღეებიც.
11983
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ლუხოს!
1
ბოზობა დღეს ხელწამოსაკრავი არ არის. ღრმად დახვეწილი და გამართლებული, დასავლური პროფესიაა, რომელსიც ქართველმა შათლახებმა, (როგორც ქურთი იტყოდა,) ტექნიკურად გაითავისა და სახელმწიფოს ხელშეწყობით, საკმაოდ დიდი შემოსავალი მოაქვს.
12:02 / 07-09-2019
მარიანას
0
მარიანა , მე მგონი პირიქითაა, გამოდი გიცანით მირიან მარიანა :)))
15:30 / 24-08-2019
ნინო
0
უცხოეთში არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან თუ ქორწინებას ბზარი გაუჩნდა, ვეღარაფერი გაამთელებს, ჩვენი კაცები სამუდამოდ იცრუებენ გულს და უკანმოუხედავად მიდიან.
11:02 / 23-08-2019
ნანა
1
სერიალებს უყურებთ ეტყონა ბევრს, რას წერენ და რას აკომენტარებთ, რა შუაშია გაბოზება? უზნეო არც კაცი ვარგა და არც ქალი. აქ ურთიერთობის შენარჩუნებაზეა საუბარი და საქართველოში ძირითადად ქალები ცდილობენ... ეტყობა ერთიც და მეორეც საკუთარი გამოცდილებიდან წერთ
14:16 / 17-08-2019
ლუხო
10
პირველყოვლისა ბოზობა საზოგადოებაში ცუდ საქციელად უნდა ითვლებოდეს, ბოზი დედაც კი ქალიშვილს, ქმრის ერთგულებისკენ უნდა მოუწოდებდეს და თუ ქმრიანი ქალი, ქმრის უწესობის ხელშეწყობი მგაბოზდება მისი მეუღლე საქვეყნოდ უნდა დაიკოდოს, ანუ დაიყვერუს.
09:27 / 17-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```