რა არის ოჯახური ბედნიერება?
რა არის ოჯახური ბედნიერება?
ერთ პატარა ქალაქში ორი ოჯახი ცხოვრობდა, ერთმანეთის მეზობლად. ერთი ცოლ-ქმარი სულ ჩხუბობდა, ერთმანეთს სდებდა ბრალს ყოველგვარ უბედურებაში, მეორე წყვილი კი სიამტკბილობაში ლევდა დღეებს.
გაოცებას ვერ მალავდა მოჩხუბარი ქალი, შურდა ტკბილი წყვილის. ერთხელაც უთხრა ქმარს:
- ერთი წადი და ნახე, როგორ ახერხებენ, რომ სულ ასე წყნარად და ტკბილად არიან?
წავიდა კაცი მეზობლებთან. დადგა ფანჯარასთან და დაუწყო თვალთვალი.
დიასახლისი მხიარულ სიმღერას ღიღინებდა და თან სახლს ალაგებდა. ძვირფას ლარნაკს წმენდდა მტვრისგან. უცებ ტელეფონმა დარეკა, ქალი მაშინვე გაემართა მისკენ, ლარნაკი კი მაგიდის კიდეზე დატოვა, საცაა,
ჩამოვარდებოდა.
ამ დროს ქმარს დასჭირდა რაღაც ოთახში. წამოედო ლარნაკს, გადმოაგდო და დაამტვრია.
"ოჰო-ჰო, ახლა კი ატყდება ამბავი!" – გაიფიქრა მეზობელმა.
ცოლი მიუახლოვდა ქმარს, სინანულით ამოიოხრა და ქმარს უთხრა:
- მაპატიე, ძვირფასო, ჩემი ბრალია, ასე დაუფიქრებლად დავტოვე მაგიდაზე.
- რას ამბობ, საყვარელო? ჩემი ბრალია, თავს ნუ იდანაშაულებ. მე ვჩქარობდი და ვერ შევამჩნიე. არა უშავს, რაც იყო, იყო. მაგაზე მეტი სანერვიულო არ მოგვცა ღმერთმა.
...მეზობელ კაცს გულმა რეჩხი უყო. წავიდა სახლში დადარდიანებული. ცოლი შეეგება:
- აბა, რატომ დააგვიანე? ნახე?
- კი!
- მერე, რა აქვთ მათ სხვანაირად?
- მათთან ყველა დამნაშავეა. ჩვენთან კი ყველა მართალია.

22468
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
iako
0
ბედნიერება ჩვენ თავად უნდა შევქმნათ.იცხოვრეთ თბილად და ტკბილად ცხოვრება ხომ მშვენიერია
12:34 / 01-12-2014
0
pataraobidan unda chaunergo bavshvs es da ascavlo gazrdılebze agar moqmedebs
13:10 / 28-11-2014
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი