მან ქმარს სასიყვარულო წერილი უპოვა – რაც ქალმა მოიმოქმედა, იმან მისი ქორწინება გადაარჩინა
მან ქმარს სასიყვარულო წერილი უპოვა – რაც ქალმა მოიმოქმედა, იმან მისი ქორწინება გადაარჩინა
ძნელი წარმოსადგენია საკუთარი საქციელი, როცა შენი ქმრისთვის მიწერილ სასიყვარულო ბარათებს კითხულობ. მაგრამ თუ ეს წერილები არ არის საყვარლისგან? ამ ქალმა იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ ყველაფერში გარკვეულიყო და ქმართან ურთიერთობებიც დაელაგებინა. ღირს დაფიქრება.

"ცოტა ხნის წინ კარადას ვაწესრიგებდი და წერილების დასტას წავაწყდი. მათი წაკითხვა დავიწყე. ეს სასიყვარულო წერილები იყო, ჩემი ქმრისთვის მიწერილი.
გული შემეკუმშა და ტირილი დავიწყე, როცა ეს ფრაზები ამოვიკითხე:

"როგორ ხარ, ჩემო შეუდარებელო? როგორ აქვს საქმეები ჩემს საყვარელ, სექსუალურ,  რომანტიკულ და მოსიყვარულე მამაკაცს?"
"ისე მენატრები, მალე ალბათ გავგიჟდები!"

ნეტავ ვინ არის ეს გოგონა? ვკითხულობდი და მშურდა მისი. ეს გოგონა იყო სექსუალური, მხიარული, რომანტიკული და ჩემს ქმარზე ყურებამდე შეყვარებული!..
ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემი ქმრის საყვარლის წერილებს ვკითხულობდი, მაგრამ სიმართლე ის გახლდათ, რომ ეს ჩემი წერილები იყო, რომლებიც მას ოცდა სამი წლისამ მივწერე. ემოციებით ავივსე, ყველაზე მეტად სირცხვილი მწვავდა იმის გამო, რომ ის გოგონა დიდი ხნის წინ გაქრა, მას ადგილზე კი მე ვიდექი – 40 წლის ქალი, ორი შვილის დედა.
ქმრის წინაშე თავი დამნაშავედ ვიგრძენი. მყავს ორი შვილი, მაქვს მშვენიერი ბიზნესი, უამრავი საქმე სახლში, მაგრამ არც ძალა და არც დრო, ჩემი ქმრისთვის.
მივხვდი, რომ ძალიან შევიცვალე...

ამ წერილებზე ფიქრს ვერ ვიშორებდი თავიდან. მინდოდა დამებრუნებინა ის გოგონა და უფრო მეტიც, მინდოდა, რომ ის ჩემი ქმრის გვერდით ყოფილიყო. მივხვდი, ჩემს ქმარსაც ენატრებოდა ის გოგონა, იმიტომაც ინახავდა ასე სათუთად მის ბარათებს. გადავწყვიტე, მომეძებნა ის გოგო. საკუთარ თავში...

პირველი, რაც გავაკეთე, მეტად გავმხიარულდი. მერე ვეცადე, მეტი სიხალისე შემეტანა ჩვენს ქორწინებაში. სამზარეულოში მოწყობილი დისკოთეკიდან, კაფეში თუ კინოთეატრში წასვლით, ჩვენი ურთიერთობები უკან დაბრუნდა – მხიარულებისა და რომანტიკისკენ. თანდათანობით დაბრუნდა ის გოგონაც, რომელზეც ჩემმა ქმარმა იქორწინა.

ქალობა იოლი არ არის. არასდროს გყოფნის დრო, სულ გინდა, დღე-ღამეში კიდევ მეტი საათი იყოს. მაგრამ მაინც არასდროს უნდა დაგავიწყდეს ქმარი – ის, რომელსაც სიყვარულით გაყევი. ცხოვრება მისთვისაც მალე იქცევა რუტინად და ეცადეთ, ეს რუტინა ორივემ ერთად დაძლიოთ.
აი, კიდევ რამდენიმე რამ, რაც გავაკეთე, რომ ჩვენს ქორწინებაში სიხარული დამებრუნებინა:
1. გაუკეთე კომპლიმენტები. არ დაგავიწყდეს, უთხრა ქმარს, როგორი კარგია. შექება ყველა მამაკაცს უყვარს და ყველას მოსწონს იმის გაცნობიერება, რომ მის საყვარელ ცოლს კვლავ მიაჩნია ის საუკეთესოდ და რჩეულად.
2. დრო გაატარე ქმართან ერთად. ეცადეთ, კვირაში ერთი დღე მაინც ერთად გაატაროთ. იყოს ეს თუნდაც ნელი ცეკვა სამზარეულოში, ერთად უყურეთ კინოს, ერთად გაისეირნეთ სადმე – მთავარია, ეს დრო ერთმანეთს დაუთმოთ.
3. ერთად იმხიარულეთ. ყოველთვის შესთავაზე ქმარს რაღაც ახლის გაკეთება. მთავარია, ეს ერთად გააკეთოთ – მანქანის მართვის სწავლა, რომელიმე უცხო ენა, სამეჯლისო ცეკვა.
4. შექმენი ახალი ჩვევები. სცადეთ ის, რაც აქამდე არ გიცდიათ. თუ აქამდე არ კოცნიდი სახლიდან გასვლის წინ, ახლა აკოცე ხოლმე. თუ აქამდე არ გაგიტარებიათ ერტად უქმეები, ახლა გაატარეთ.

ბედს შეგუება და დინებას გაყოლა ყველაზე მარტივია. იბრძოლე შენი ურთიერთობებისთვის. იმუშავე ამაზე ყველა თავისუფალ წუთს და გჯეროდეს, რომ დაუვიწყარი შედეგი იქნება".
47937
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (23)
sdfghjkl nnnn-s
0
რომანტიკაში რას გულისხმობ?გინდა რომ ტანკს ფრენა დააწყებინოს და სპილოს აკბენინოს ერთი პაჩკა ზურმუხტისთვის თუ უკვდავების ზეთი მოგიტანოს საცერით?შენ კარგი ზვეპა გინდა და მერე პოზებში ქლაქუნი და ჭკუაში ჩავარდები.ვაფშე ლამაზი ხარ?ისიც შენნაირი საფრთხობელა იქნება.გამომიხვედით ვარდზე გამოხდილები.არადა ლობიოზე ზიხარ ათი წელია.და პლანის წევას გადაეჩვიე.არაა კარგი და თან მილიციელები იჭერენ.
19:57 / 14-03-2015
tina
0
nnnn;" და ჩემი წყენინების უფლებას არავის მისცემს საკუთარ დედასაც კი...ჩემზე რამე რომ თქვას ცუდად ალბათ თვალებს დათხრი" -მართლაც,მაგარი ქმარი გყავთ,ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ!
23:33 / 01-03-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?