ჭეშმარიტი ქალი არაფერს მისტირისო ჭეშმარიტი ქალის ფორმულა ჯერ არავის დაუდგენია, თუმცა არსებობს ხასიათის გარკვეული შტრიხები, რომლებიც იდეალური ქალის ხატებასთან შედარებით მიახლოებულია. ვერ დავიჩემებთ, რომ ქვემოთ მოყვანილი თვისებები ზუსტად პასუხობს იდეალური ქალის თქვენეულ ვერსიასაც, მაგრამ დიდად განსხვავებულიც არ იქნება. წარმოგიდგენთ ჭეშმარიტი ქალის რამდენიმე მცნებას.
არაფერს მისტირის
ამბობენ, ჭეშმარიტი ქალი არაფერს მისტირისო. ბედნიერების დევნა სპორტის ყველაზე უაზრო და სულელური სახეობაა. ჩვენ ხომ სულ სადღაც მივიჩქარით - უკეთესი მომავლისკენ, ხვალინდელი დღისკენ, მომავალი წლისკენ და ა.შ. ნამდვილი ქალი კი სპორტის ამ სახეობით არ ინტერესდება. ის დღევანდელი დღით ცხოვრობს, რადგან დღევანდელობა ყველაზე საინტერესოა. მშვიდად მიცურავს ცხოვრების დინებაში, მართალია, ხვალინდელი დღის გეგმებიც აქვს, თუმცა დღევანდელ დღეს ხვალისთვის არ ინახავს. არ ელოდება, როდის დადგება მისი დრო, როდის დაიკლებს წონაში, როდის მოაკითხავს პრინცი, როდის მოვა შესაფერისი მომენტი და ა.შ.
იყო ჭეშმარიტი ქალი, ეს ერთგვარი პრივილეგიაა და ეს თავადაც კარგად ესმის.
რაც მთავარია, კმაყოფილია, რომ ქალად დაიბადა. მისთვის ნამდვილი ქალობა გამოცდა, მძიმე შრომა და წვალება კი არა, ბედის საჩუქარია.
არ თამაშობს დრამას "რა მძიმეა ჩემი ცხოვრება"
მისი შემხედვარე, ვერ იტყვი, რომ გადარჩენისთვის იბრძვის. არადა დღე და ღამე მუშაობს და ფულს შოულობს, რეცხავს, ალაგებს, ქმარ-შვილს უვლის. ვერ შეამჩნევ, რომ დაიქანცა ამდენი საქმისგან. როცა ძალიან დაიღლება, მოახერხებს, რომ ძალები აღიდგინოს და ისევ დიდებულად გამოიყურებოდეს. მსხვერპლის როლს არასოდეს ითამაშებს.
თავისი ტემპით ცხოვრობს
როცა ძალიან ნელი ტემპით ცხოვრობთ, ვერც კი გრძნობთ, ისე გადის ცხოვრება. თუ მეტისმეტად ჩქარი ტემპი "აკრიფეთ", უბრალოდ ვერ მოასწებთ მის შეგრძნებას.
ნამდვილ ქალს კი კარგად ესმის, რომელ რიტმს აუწყოს ფეხი. დატვირთვას თავად არეგულირებს. ისე ცხოვრობს, რომ თავად ჰქონდეს ცხოვრების წესის არჩევის საშუალება. იცის, რა უნდა და რისთვის.
თავის თავს პირველ ადგილზე აყენებს
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგოისტია, გულგრილი და ცინიკური. უბრალოდ ესმის, სინამდვილეში სხვების ცხოვრებით ის ადამიანები ცხოვრობენ, ვისაც საკუთარი ცხოვრების ეშინია. მართალია, ძლიან აფასებს თავის სურვილებს, თუმცა არც სხვების დახმარებაზე ამბობს უარს. არ ამბოს "ჰოს", როცა მისი გული "არას" გაიძახის, ყოველთვის უსმენს საკუთარ გრძნობებს.
არ სჭირდება საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარება
დაე სხვებმა აბარონ ანგარიში საზოგადებას და ასრულონ საზოგადოებრივი გრაფიკი: გათხოვება - პლუსი, გაუთხოვრობა - მინუსი, ეს ნორმალურია, ის - არანორმალური...
მას თავისი ორიენტირი აქვს, მიზანსაც და საშუალებებსაც თავად ირჩევს და თუ სხვების სტანდარტულ ცხოვრების წესს არ იმეორებს, ეს დიდ პრობლემად არ მიაჩნია. სხვებს საშუალებას აძლევს თავისუფლად და თამამად შეაფასონ, რადგან მისია - "მოვეწონო სხვებს" მისთვის არ არსებობს. საკუთარ თავზე მუშაობს, მაგრამ არა იმისთვის, რომ სხვისი სიმპათიები დაიმსახუროს.
"კარგი გოგოს" ეტაპი გავლილია
როგორ წესი, "კარგი გოგოს" სახელით სარგებლობენ მშობლის "გულის ვარდი" გოგონები. მათი მთავარი მისიაა, გარშემო მყოფებს შორის კარგი სახელით სარგებლობდნენ, ყველას მოსწონდეთ, თუნდაც ამისთვის საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წასვლა მოუხდეთ. ასეთი გოგონას ცხოვრებისეული პრინციპია "მე უნდა.." ან "მე არ უნდა...". ნამდვილი ქალი კი დიდი ხანია "კარგი გოგოს" ხატებას გაემიჯნა. მასთან ერთად მიატოვა სწრაფვა შექებისკენ. განა არ აინტერესებს, როგორ შეაფასებენ, უბრალოდ, არავისთვის არაფრის დამტკიცება აღარ უნდა, მით უმეტეს, თავისი სურვილების ხარჯზე. თავისი ხასიათის მხარეებს ის ნაკლოვანებებს ეძახის და არ ერიდება მათი აღიარების.
მარტოობა მისთვის საჩუქარია
როცა მარტო რჩება, ამ წუთების ფასიც იცის და ძლიან უყვარს. არ ცდილობს თავის ცხოვრებაში ჩაითრიოს შემთხვევითი ნაცნობი, ან მამაკაცი მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო არ დარჩეს. საკუთარ თავთან დარჩენა ფუფუნებაა, ძალების აღდგენის შესანიშნავი საშუალებაა.
უყვარს თავისი ასაკი
ნამდვილი ქალი თავის რეალურ ასაკში ცხოვრობს. არაფერზე ამბობს, რომ ამ ასაკში "ადრეა" ან "დაგვიანებულია". ეს ფილოსოფია თავის გასასამართლებლად მოიგონეს მათ, ვინც ასაკს თავისი კომპლექსების, შიშების ან უძლურების მისაჩქმალად იყენებს. ნამდვილი ქალისთვის სასურველი რამ ყველა ასაკში მიღწევადია. ამიტომ სანანებელიც არ უხდება, რომ რაღაც ვერ მოასწრო, გამოეპარა. თავსაც უვლის და გარეგნობაზეც ზრუნავს, მაგრამ ხელოვნური "გაახალგაზრდავების" ხერხები არაფერში სჭირდება. ნამდვილმა ქალმა იცის: ყველა ასაკს თავისი სილამაზე, სექსუალობა და ხიბლი აქვს.
შეგიძლიათ თქვენი ვერსიები კომენტარებად შემოგვთავაზოთ.