ცოლი გამოსაცდელი ვადით და ზედმეტად გათამამებული ბავშვები - ვაჟა-ფშაველა ხევსურთა დაუჯერებელ ტრადიციებზე
ცოლი გამოსაცდელი ვადით და ზედმეტად გათამამებული ბავშვები - ვაჟა-ფშაველა ხევსურთა დაუჯერებელ ტრადიციებზე
ქართველებმა წინაპრებისგან ბევრი ტრადიცია შემოვინახეთ. ბევრიც ისეთი წეს-ჩვეულება მიეცა დავიწყებას, დღეს შეიძლება ვერც დავიჯეროთ, რომ როდესმე ქართველთა ცხოვრების წესი ასეთი იყო.

დიდი ქართველი მწერალი, ვაჟა-ფშაველა თავის წერილებში მთიელთა წეს-ჩვეულებებს ხშირად მოიხსენიებდა. როგორ ქორწინდებოდნენ ხევსურები? ვაჟას თუ დავესესხებით (წერილები: "ხევსურები", "ხევსურული ქორწილი"), მათი ქორწინების წესი საკვირველი იყო, რადგან, თანამედროვე ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ხევსურს ცოლი გამოსაცდელი ვადით მოჰყავდა.

"ხევსურების ჩვეულება ცოლის შერთვის შესახებ უფრო საკვირველია, ვიდრე ფშაველების წაწლობა. ვთქვათ, მოეწონა ხევსურს ქალი
და უნდა მისი ცოლად შერთვა: ის გამოუცხადებს ქალს თავის სურვილს და თუ ქალიც დასთანხმდა, წამოიყვანს თავის სახლში. ჯვარისწერა ხევსურისათვის საჭირო არ არის. ქალი რჩება საქმროს ოჯახში ერთი წელი. ხევსური ერთს წელიწადს ინახავს ცოლს, ადევნებს თვალს, წვება კიდეც მასთან, მაგრამ "საშვილოდ" არა. ადევნებს თვალს, ქალი როგორ იქცევა სახლში, არის ნამუსიანი თუ არა. როდესაც დარწმუნდება, რომ დედაკაცი იმას მეუღლედ გამოადგება, მაშინ გამოუცხადებს ქმრობის სურვილს და  შეინახავს და შვილსაც იყოლიებს. თუ ერთი ჭკუაში არ მოუვიდა, გააგდებს და ახლა სხვას მოძებნის მის მაგიერად".

ძველი ხევსურები თურმე ბავშვებს ძალიან ათამამებდნენ და თამბაქოს წევასაც
არ უშლიდნენ:

"ხევსური თავის შვილს სიყრმიდანვე სითამამეს, სიამაყეს აჩვევს; მამა თავის დღეში პატარა შვილს ხელს არ დააკარებს, არა სცემს; გაუბამს საუბარს, როგორც დიდს კაცს, მოისმენს იმისგანაც პასუხს და მსჯელობას, როგორც დარბაისელ, გამოცდილ კაცისაგან. როდესაც ბალღი სახლში შედის და იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებული კაციც იყოს, ყველანი მაშინვე ფეხზე აუდგებიან და მიესალმებიან: – მოხვედი მშვიდობითაო! (სახელი) – დასხედით, დასხედით, თქვენც დამხვდით მშვიდობითაო.
ბალღები თავიდანვე, წინასწრობით თამამდებიან; იმათ ბალღობაშივე ებადებათ თავში აზრი, რომ ვითომც დიდები არიან, ჰბაძავენ დიდებს უფრო ყალივნის წევაში, ვიდრე სხვაში რაშიმე. 10-12 წლის ხევსურს შეჰხვდებით, რომელსაც ღილ-მძივებით მორთული სათამბაქო ჰკიდია და თითბრის ან რკინის "ყალიონს", ჩიბუხს ჰსუტავს."
წყარო: "ვაჟა-ფშაველა", ტომი მე-7, ალ. აბაშელის რედაქტ.,. "ეთნოგრაფია, ფოლკლორი, კრიტიკა, პუბლიცისტიკა...". თბილისი, 1956 წელი.
48338
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (55)
saclac
1
რობაქიძის "ენგადი"-ს წაკითხვას გირჩევთ.
14:39 / 11-09-2019
RA SURNELEBA EQNEBODAt?
1
ასევე წერს,მ.ჯავახიშვილი,რომ.ხევსურნი არასდროს ბანაობდნენ,და ზამთრობით ღორის ქონს,ან თხის ქონს იზელდნენ ტანში....შეუძლებელია ვეკამათოთ ისეთ გამოჩენილ მწერალს,როგორიც იყო მ.ჯავახიშვილი.თეთრი საყელო რო წავიკითხე,კაი ხანი,შოკში ვიყავი....ერთი პერიოდის დროს კი საერთოდ აკრძალული იყო მისი კითხვა.... ზედმეტად ეროტიკულად იყო გამოცხადებული....
16:22 / 12-01-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?