რა ჰქვია ქორწინებიდან მე-5, მე-10 და სხვა იუბილეებს? - ქორწინების წლისთავები და მათი სახელწოდებები
რა ჰქვია ქორწინებიდან მე-5, მე-10 და სხვა იუბილეებს? - ქორწინების წლისთავები და მათი სახელწოდებები
ცოლ-ქმარი ხშირად აღნიშნავს ქორწინებიდან გასულ წლებს. თუმცა, თითოეულ მათგანს თავისი სახელი და განსაზღვრება აქვს. გთავაზობთ, ქორწინების წლისთავების სახელებსა და მათ განმარტებებს:

ჩითის ქორწილი - 1 წელი

ჩითის ქორწილი ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ აღინიშნება. თარიღს ბამბისა და მარლის ქორწილსაც ეძახიან. სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ ერთი წლის განმავლობაში ქორწინება ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მტკიცე ისევე, როგორც ბამბა ან ჩითი.

ქაღალდის ქორწილი - 2 წელი

ქაღალდის ქორწილს წყვილი ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ აღნიშნავს. სახელი ასე დაარქვეს იმიტომ, რომ მოკლე დრო არ ნიშნავს ხანგრძლივ
კავშირს, შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოხდეს ცვლილება და ურთიერთობა ,,დაიხეს“, როგორც ქაღალდი.

ტყავის ქორწილი - 3 წელი

წყვილმა ოჯახურ ცხოვრებაში რამდენიმე მტკიცე ნაბიჯი უკე გადადგა. ტყავის ქორწილს ცოლ-ქმარი ქორწინების მესამე წელს აღნიშნავს. რაც შეეხება სახელს, ტყავი გამძლე და მტკიცე მასალაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა მეტ-ნაკლებად ძლიერია.

სელის ქორწილი - 4 წელი

სელის ქორწილს ქორწინებიდან 4 წლის შემდეგ აღნიშნავენ. 4 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, წყვილებს ერთმანეთთან სელის ბოჭკოების მსგავსი ურთიერთობა აქვთ და მათი დაშორება არც ისე ადვილია.

ხის ქორწილი - 5 წელი

ეს არის თარიღი, რომელიც წყვილებმა აუცილებლად უნდა აღნიშნონ. თუ ხის ქორწილამდე პირველი ნაბიჯები იყო თანაცხოვრებაში, ახლა უკვე მათი ოჯახი ძლიერი და საიმედოა. ამაზე მეტყველებს სახელი, რომელიც ქორწინების 5
წლის თავს შეუთავსეს.

mshoblebi

თუჯის ქორწილი - 6 წელი

ქორწინებიდან მე-6 წელს უკვე დროა საკუთარი სახლის გაძლიერებაზე იზრუნოთ. თუჯი, ერთი შეხედვით, გამძლე მასალაა, თუმცა სინამდვილეში ძალიან მყოფეა და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუჩნდეს ბზარი. იმავე შეიძლება ითქვას წყვილებზე, რომელთა ოჯახიც 6 წელს ითვლის.

თუთიის ქორწილი - 6,5 წელი

თუთიის ქორწილი ოჯახური ურთიერთობების ახალი ეტაპია, რასაც თავისი მახასიათებლები აქვთ. ქორწინების ამ პერიოდისთვის მნიშვნელოვანია ოჯახში სითბოსა და სიყვარულის შენარჩუნება.

სპილენძის ქორწილი - 7 წელი

ქორწინებას, რომელიც 7 წელი გაგრძელდა, სპილენძის ქორწილს უწოდებენ. უნდა აღინიშნოს, რომ სპილენძი არა მხოლოდ ძლიერი, არამედ ღირებული ლითონიცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 წლიანი ქორწინება არა მხოლოდ მტკიცე, არამედ ცოლ-ქმრისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია.

თუნუქის ქორწილი - 8 წელი

თუნუქის ქორწილი ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ აღინიშნება და ეს მნიშვნელოვანი მომენტია თითოეული წყვილის ცხოვრებაში. როგორც წესი, ამ დროს ისინი არა მხოლოდ ერთმანეთთან ურთოერთობას უფრთხილდებიან, არამედ მათ ცხოვრებაში ჩნდებიან შვილები და ახალი ვალდებულებები შემოდის.

თიხის ქორწილი - 9 წელი

შესაძლოა ზოგიერთს გაუკვირდეს, რატომ ჰქვია ქორწინების 9 წლის იუბილეს თიხის ქორწილი, რადგან თიხა მარტივად მსხვრევადი და არამდგრადი მასალაა, მაგრამ ითვლება, რომ წყვილები ქორწინებიდან მე-9 წელს კრიტიკულ მომენტს განიცდიან და მათი ურთიერთობა შეიძლება დაიმსხვრეს.

კალის ქორწილი - 10 წელი

კალა მოქნილობის სიმბოლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ წყვილმა 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ურთიერთობები დაალაგა, ადაპტირდა და ერთმანეთი ძალიან კარგად გაიცნო. 10 წლის იუბილეს ვარდისფერ ქორწილსაც უწოდებენ.

ფოლადის ქორწილი - 11 წელი

ქორწინების მეთერთმეტე წელს ფოლადის ქორწილს უწოდებენ, რადგან ურთოერთობა უკვე კარგადაა ჩამოყალიბებული. ფოლადი ძალიან ლამაზი და სუფთა ლითონია. ქორწინების ამ ეტაპზე წყვილს უნდა ჰქონდეს საკუთარი სახლი და ჰყავდეთ ორი შვილი.

ნიკელის ქორწილი - 12 წელი

12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ნიკელის ქორწილს აღნიშნავს. ეს თარიღი ცოლ-ქმარს ახსენებს, რომ ოჯახში სიმშვიდე და ბედნიერება უნდა შეინარჩუნონ, რისი გარანტიც ერთგულება და ერთმანეთზე ზრუნვა უნდა იყოს.

ნიკელის ქორწილი - 12,5 წელი

ეს არის მრგვალი თარიღი, რომელიც წყვილმა ოჯახურ წრეში უნდა აღნიშნოს. სტუმრებმა კი მათ ნიკელის ჭურჭელი უნდა აჩუქონ. კერძები არც ისე დახვეწილი უნდა იყოს იმის აღსანიშნავად, რომ წყვილმა ის დამოუკიდებლად მოამზადა.

მაქმანის ქორწილი - 13 წელი

ქორწინებიდან 13 წლის შემდეგ მაქმანის ქორწილი აღინიშნება. ქორწინების მთავარი სიმბოლო მაქმანია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წყვილები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ და აფასებდნენ ოჯახურ ურთიერთობებს, რადგან მაქმანი ძალიან თხელია.

აქატის ქორწილი - 14 წელი

აქატი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. ქორწინებიდან 14 წლის შემდეგ არ არსებობს ბარიერები, ხოლო ცოლ-ქმრის ურთიერთობა მტკიცე და ჰარმონიულია.

ბროლის ქორწილი - 15 წელი

ბროლი საკმაოდ ძლიერი კრისტალია, შესაბამისად, ქორწინების 15 წელი ნიშნავს, რომ წყვილებს შორის ურთიერთობა ძლიერი, სუფთა და დროში გამოცდილია.

mshoblebi

ტოპაზის ქორწილი - 16 წელი

ქორწინებიდან 16 წლის შემდეგ ცოლ-ქმრის ურთიერთობა მყარია, მათ შორის რომანტიკული ურთიერთობები ჯერ კიდევ ცოცხალია და წარსულის ვნებაც არსად გამქრალა.

ვარდის ქორწილი - 17 წელი

წყვილების ცხოვრების მანძილზე ორი ვარდის ქორწილია. პირველი, 10 წლის შემდეგ და მეორე 17 წლის შემდეგ. ნაზი გრძნობებისა და სიყვარულის გამოსახატავად უწოდებენ იუბილეს ასე.

ფირუზის ქორწილი - 18 წელი

ფირუზის ქორწილი ქორწინებიდან 18 წლის შემდეგ აღინიშნება. ამ დროს ოჯახში კრიზისული სიტუაციები დასრულებულია. ბავშვები საკმარისად მომწიფდნენ და ამ მხრივაც ნაკლები პრობლემაა. ფირუზი ბედნიერებისა და გამარჯვების სიმბოლოა. ეს არის თარიღი, როდესაც წყვილების ურთიერთობა კიდევ უფრო ცხადი ხდება.

ძოწის ქორწილი - 19 წელი

ძოწი ნაყოფიერებისა და ჰარმონიის სიმბოლოა. შესაბამისად, 19 წლიანი ურთიერთობების შემდეგ ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ სათუთი გრძნობები აქვს, ბევრი შვილი ჰყავთ და სახლშიც კეთილდღეობაა .

ფაიფურის ქორწილი - 20 წელი

ფაიფური თხელი, მსუბუქი და ელეგანტური მასალაა. სწორედ ასე ჰქვია ქორწინების 20 წლისთავს.ფაიფურს სიმყიფეც ახასიათებს. თუ ამ დროს წყვილები ფრთხილად არ იქნებიან, შესაძლოა მათი ურთიერთობა დაინგრეს.

ოპალის ქორწილი - 21 წელი

ოპალის ქორწილს 21 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ აღნიშნავენ. სასურველია, რომ წყვილებმა ერთმანეთს ოპალის საჩუქარი გაუკეთონ.

ბრინჯაოს ქორწილი - 22 წელი

ეს ოჯახური ურთიერთობების ახალი ეტაპია, რადგან ბრინჯაო მოქნილობისა და სიძლიერის სიმბოლოა. ითვლება, რომ ამ დროს ცოლ-ქმარს ერთი მიზანი აქვს და ყველაფერს უპრობლემოდ წყვეტს.

ბერილის ქორწილი - 23 წელი

ბერილი სიმშვიდის, კეთილდღეობისა და სიმყუდროვის ქვაა. სწორედ მისი სახელი ჰქვია ქორწინების 23 წლის იუბილეს. ბუნებაში ბერილის სხვადასხვა ფერისა და ფორმის ქვა არსებობს.

ატლასის ქორწილი - 24 წელი

ქორწინებიდან 24 წლის შემდეგ ატლასის ქორწილს აღნიშნავენ. ატლასი მსუბუქი და გლუვი ქსოვილია. სწორედ ასეთი უნდა იყოს წყვილის ცხოვრება. ითვლება, რომ ამ დროს ყველა სირთულე უკან ჩამოიტოვეს, ბავშვები გაიზარდნენ, ცხოვრება მოწყობილია. ისიამოვნეთ იმით, რაც დაგრჩათ და შენარჩუნეთ სიყვარულის ცეცხლი .

ვერცხლის ქორწილი - 25 წელი

25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილები ვერცხლის ქორწილს აღნიშნავენ. საიუბილეო თარიღის მთავარი სიმბოლო ვერცხლია, რაც თავის მხრივ, ძვირფასი ლითონია. ცოლ-ქმარმა მეოთხედი უკვე ერთად გაატარა, მათი ურთიერთობა კი მგრძნობიარეა, უყვართ ერთმანეთი, აფასებენ და პატივს სცემენ.

ნეფრიტის ქორწილი - 26 წელი

ნეფრიტი ფიზიკურ და ქიმიურ სიძლიერესთან ასოცირდება. სწორედ ასე ეწოდება ცოლ-ქმრის ქორწინების 26 წლის იუბილეს.

წითელი ხის ქორწილი - 27 წელი

წითელი ხე კეთილშობილების, სიბრძნის, სიძლიერისა და სიმტკიცის ნიშანია. ეს თარიღი ვიწრო წრეში უნდა აღნიშნოთ, სადაც ბავშვები იქნებიან. მეუღლეებს შეუძლიათ საჩუქრებიც გაცვალონ.

ნიკელის ქორწილი - 28 წელი

არსებობს რწმენა, რომ ამ სახელწოდებით მეუღლეებს შორის გამოცდილი და მტკიცე თანაცხოვრება აღინიშნება.

ხავერდის ქორწილი - 29 წელი

ხავერდი სითბოსა და სინაზის სიმბოლოა. ქორწინების 29 წლის იუბილე ცოლ-ქმარმა ძვირადღირებულ რესტორანში უნდა აღნიშნოს. ქალს ხავერდის კაბა შეიძლება ეცვას, მამაკაცს კი ხავერდის ბაბოჩკა ეკეთოს პერანგზე.

მარგალიტის ქორწილი - 30 წელი

მარგალიტის ქორწილს წყვილი 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ აღნიშნავს. მარგალიტი სისუფთავის, სიწმინდის, სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ამ დროს ცოლ-ქმართა უმეტესობას უკვე ჰყავს შვილიშვილები. საიუბილეო თარიღი კი ნათესავებთან, შვილებთან, შვილიშვილებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად უნდა აღნიშნონ.

მზიანი ქორწილი - 31 წელი

სიმბოლო მზე და შუქია. ამ დროს წყვილები ერთმანეთისთვის კიდევ უფრო ახლობლები ხდებიან და ვერანაირი დაბრკოლება მათ ურთიერთობას ვერ შეარყევს.

მარწყვის ქორწილი - 33 წელი

33 წლიანი ქორწინების შემდეგ ურთიერთობა მტკიცე და საიმედოა. ქორწინების ამ იუბილეს მარწყვისას უწოდებენ, რადგან ცოლ-ქმარი ერთმანეთთან ისე მჭიდროდაა დაკავშირებული, როგორც მარწყვი.

ქარვის ქორწილი - 34 წელი

ქარვის ქორწილი ოჯახის შექმნიდან 34 წლის შემდეგ აღინიშნება. ცნობილია, რომ ქარვა, ვიდრე მშვენიერი ქვა გახდება, მანამდე რთულ და ხანგრძლივ გზას გადის. 34 წლის შემდეგ ცოლ-ქმრის ურთიერთობა ნაზ და რბილ ურთოერთობად გარდაიქმნება.

მარჯნის ქორწილი - 35 წელი

ასე ეწოდება მცენარეს, რომელსაც უნარი აქვს, რომ სწრაფად გაიზარდოს და მარჯნის რიფი შექმნას. 35 წლის შემდეგ ცოლ-ქმარს დიდი ოჯახი უნდა ჰქონდეს, ბევრი შვილიშვილებით.

მუსლინის ქორწილი - 37 წელი

მუსლინი ძვირადღირებული ქსოვილია, რომლის წარმოებაც ძველ დროში დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. 37 წლის შემდეგ ცოლ-ქმარი ქმნის ოჯახს, რომელიც ძლიერი და ხარისხიანია და სადაც სიყვარული და ურთიერთპატივისცემა სუფევს.

ვერცხლისწყლის ქორწილი - 38 წელი

ცნობილია, რომ ვერცხლისწყალი თხევადი ლითონია, რომელსაც ადვილად შეუძლია ფორმის შეცვლა. გამოცდილების მქონე წყვილებს შეუძლიათ თავიანთი შეხედულებისამებრ შეცვალონ ურთიერთობები და მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს იუბილე ვიწრო, ოჯახურ წრეში შეგიძლიათ აღნიშნოთ.

კრეპის ქორწილი - 39 წელი

39 წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილი კრეპის ქორწილს აღნიშნავს, შესაძლოა იუბილეს სხვა ადამიანები არ დაესწრონ, მაგრამ ეს არის ურთიერთობა, რომელიც ძალიან მტკიცეა.

ლალის ქორწილი - 40 წელი

ლალის ქვა გამოცდილია დროში ისევე, როგორც წყვილების 40 წლიანი ურთიერთობა. სწორედ ამიტომ ჰქვია ქორწინების 40 წლის იუბილეს ლალის ქორწილი.

სადაფის ქორწილი - 42 წელი

ითვლება, რომ სადაფს შეუძლია ოჯახის გაერთიანება და სახლში სიყვარულის შეტანა. სადაფის ქორწილს ქორწინებიდან 42 წლის შემდეგ აღნიშნავენ და ამ დროს ქმარმა ცოლს 42 მარგალიტისგან შექმნილი ყელსაბამი უნდა აჩუქოს.

ფლანელის ქორწილი - 43 წელი

ხალხმა 43 წლიან ქორწინებას რბილი და თბილი ქსოვილის, ფლანელის საპატივსაცემოდ დაარქვა სახელი. ფლანელი ადამიანს ცივ ამინდში ეფექტურად იცავს სიცივისგან. ხალხური ტრადიციის თანახმად, ამ დროს ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ფლანელის ქსოვილით შეკერილი ტანსაცმელი უნდა აჩუქოს.

ტოპაზის ქორწილი - 44 წელი

ითვლება, რომ 44 წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილებს შორის ურთიერთობა ძლიერი და მანჭირვალე უნდა იყოს, უკმაყოფილების, ჩხუბისა და ინტრიგების გარეშე. იქედან გამომდინარე, რომ ტოპაზი ძლიერი და ლამაზი ქვაა, ქორწინების იუბილესაც ასე დაარქვეს.

საფირონის ქორწილი - 45 წელი

45 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილებმა უკვე დაამტკიცეს ერთგულება და სიყვარული. მთავარი სიმბოლო საფირონია, რომელსაც სიყვარულის ქვას უწოდებენ.საფირონი ასევე განახლებისა და სიკეთის ქვაა, რაც კარგად აღწერს 45 წლიან ქორწინებას.

ლავანდის ქორწილი- 46 წელი

46 წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარი ლავანდის ქორწილს აღნიშნავს. ამ ასაკში აღარ არის ვნება და ხმაურიანი ცხოვრება, მაგრამ არსებობს მშვიდი ურთიერთობა, სადაც ყველა ერთმანეთს პატივს სცემს. ეს თარიღი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად უნდა აღნიშნოთ. სუფრაზე კი ლურჯი ფერის ჭურჭელი და გადასაფარებელი უნდა გქონდეთ.

ქიშმირის ქორწილი - 47 წელი

ქიშმირის ქსოვილს აქვს გამორჩეული თვისება- თბილი და ნაზია და შეხებისას ალერგიას არ იწვევს. ქორწინებიბიდან 47 წლის შემდეგ ცოლ-ქმარს ერთმანეთის გაღიზიანება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ უწოდეს იუბილეს ქიშმირის ქორწილი.

ამეთვისტოს ქორწილი - 48 წელი

ამეთვისტო სიწმინდისა და გამჭვირვალობის სიმბოლოა. 48 წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარმა ერთმანეთის მხარდაჭერა ისწავლა და გახდა მთლიანი, საერთო მიზნისთვის.

კედარის ქორწილი - 49 წელი

ზუსტად ერთი წლით ადრე, ვიდრე წყვილი ოქროს ქორწილს აღნიშნავს, კედარის ქორწილი აღინიშნება. იუბილეს ასე ეწოდა იმიტომ, რომ კედარი კეთილშობილ ხედ ითვლება. რომელიც ასეული წლების განმავლობაში ცოცხლობს.

ოქროს ქორწილი - 50 წელი

50-წლიანი ქორწინების სიმბოლო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ძვირფასი ლითონი - ოქროა. ადამიანებმა ამ დროის განმავლობაში დაამტკიცეს, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ და ერთმანეთისთვის ძვირფასნი არიან.

ზურმუხტის ქორწილი - 55 წელი

55-წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილი ახალგაზრდა აღარაა,ამიტომ, იუბილეს აღნიშნვნა მთლიანად ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. მათ უნდა მოაწყონ საყვარელი მშობლებისთვის დღესასწაული და გადასცენ ძვირფასეულობა ზურმუხტით.

ბრილიანტის ქორწილი - 60 წელი

ბრილიანტი ყველაზე ძვირფასი ქვაა ისევე, როგორც 60-წლიანი ქორწინება ცოლ-ქმრისთვის. ქორწინება, რომელიც 60 წელი გრძელდება იშვიათი და ღირებულია.

mshoblebi

რკინის ქორწილი - 65 წელი

იუბილეს სიმბოლოა რკინა, რომელიც ძალიან მტკიცე და ძლიერია. სწორედ ასეთია იმ ცოლ-ქმრის ცხოვრება, რომლებმაც ერთად 65 წელი იცხოვრეს. ამ დროისათვის, შვილები და შვილიშვილები გაზრდილები არიან და ოჯახური კეთილდღეობაც მიღწეულია.

ნაყოფიერების ქორწილი - 70 წელი

70 წლიანი იუბილე იშვიათია. ამ დროს წყვილებს უკვე შეუძლიათ თამამად თქვან, რომ სიყვარული და ერთად ცხოვრება შეძლეს. დღესასწაულის მოწყობა კი შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ევალებათ.

გვირგვინის ქორწილი - 75 წელი

გვირგვინის ქორწილი 75 წლის ქორწინებას ჰქვია. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. იუბილეზე წყვილები უნდა დაჯილდევდნენ მედლებით, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ქორწინება და ერთად ყოფნა, ნამდვილი მიღწევაა. ამ დროს ცოლ-ქმარი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს ცხოვრებაში.

მუხის ქორწილი - 80 წელი

მუხის ქორწილს უწოდებენ მოვლენას, როდესაც ქორწინება 80 წლის განმავლობაში გრძელდება, რაც რეალურად, ძალიან იშვიათია. მუხა ქორწილის სიმბოლოა, რადგან ის ძალიან ძლიერი ხეა და არ აშინებს ქარიშხალი და სხვა დაბრკოლებები. გარდა ამისა, მუხა მარადისობის სიმბოლოცაა.

გრანიტის ქორწილი - 90 წელი

გრანიტის ქორწილს წყვილები ქორწინებიდან 90 წლის შემდეგ აღნიშნავენ. სწორედ ამიტომ, ქორწინების თარიღმა გრანიტის, როგორც გამძლე და ხარისხიანი მასალის, სახელწოდება მიიღო, რომელიც ვერაფერმა, მათ შორის, დრომაც ვერ შეცვალა და გაანადგურა. სამწუხაროდ, უიშვიათესია მსოფლიოში წყვილები, რომლებმაც ქორწინების 90 წელი გადაიხადეს.

პლატინის ქორწილი - 100 წელი

შეუძლებელი და არარეალური ქორწინების თარიღია, თუმცა ვინ იცის... ამ დროს შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა მოაწყონ მშობლებისთვის დღესასწაული, აჩუქონ მათ წითელი ნივთები და გაშალონ სადღესასწაულო სუფრა. თუმცა, მათი მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღება და სიყვარულია.

15039
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ვახ ტოოოოოო
3
ქორწინებიდან გასულ ყველა წელს, ას წლამდე, ჰქვია ტანჯვისა და წამების წლები. არა გჯერავთ? კითხეთ შავ ჯემალას, ჰქკითხეთ და გეტყვით, თუნდაც მის სიდედრსა ჰკითხეთ, იმან უკეთესად იცის..
19:23 / 01-05-2020
უიმეეეეეე
2
ვინ იბოდიალა ამდენიიიი?!
18:12 / 01-05-2020
მსგავსი სიახლეები