როგორც ცნობილია, ყველა თავისებურად გამოხატავს ტრავმულ ამბებსა და მდგომარეობაზე რეაქციებს. ზოგი საკუთარ თავს უთმობს დროს, ზოგი დეპრესიაში ვარდება; მესამე საერთოდ თავს ისე აჩვენებს, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენი მკითხველის ისტორია დეპრესიაზეა, რომელმაც ფსიქოსომატურ ტკივილებამდე მიიყვანა სექსის შედეგად. როგორ გადაურჩა მისი ქორწინება განქორწინებას და როგორ მოახერხა მეუღლესთან ერთად ყველაფრის თავის ადგილებზე დაბრუნება.
"წარმოდგენა არ მქონდა, რა დამემართებოდა ბავშვის გაჩენის შემდეგ. მეგონა, ყველაფერი მარტივად და ბუნებრივად იქნებოდა, თუმცა წინასწარ ვერ გათვლი, როგორ დალაგდება ყველაფერი. ჩემი პირველი მშობიარობა ისეთი
საშინელი იყო და იმდენ ხანს მიმდინარეობდა, სულ მალე გადავედით სხვა ქალაქში საცხოვრებლად იმისათვის, რომ ჩემს ოჯახთან ვყოფილიყავი ახლოს. ჩემი მეგობრებისგან შორს აღმოვჩნდი და მარტოსულად ვგრძნობდი თავს, მოწყენილი ვიყავი, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. როცა შვილს თვე-ნახევარი შეუსრულდა, მეუღლე სექსზე ალაპარაკდა. მე მორალურად არ ვიყავი ჯერ კიდევ მზად, თუმცა, რადგან მას უნდოდა, დავთანხმდი. მან მითხრა, რომ ტკივილი ახალი ნაკერებით არის გამოწვეული და მალე გამივლის. გადიოდა დრო, ტკივილი არ ქრებოდა. მეც ვცდილობდი, სხვადასხვა ტყუილით უარი მეთქვა: დასაძინებლად ადრე ვწვებოდი, გავდიოდი სახლიდან, ვალაგებდი, ბავშვს ვუვლიდი. სრული კოშმარი იყო. მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ სექსი ტკივილს მაყენებდა. ვგრძნობდი, რომ ქმარს ვშორდებოდი. არადა, სულაც არ მსურდა ბავშვის უმამოდ გაზრდა. განაგრძეთ კითხვა