იმისათვის, რომ ამოიცნოთ მატყუარა და მოღალატე, წაიკითხეთ ჩვენი მკითხველების მიერ გამოგზავნილი ისტორიები.
„მისი საყვარელი მომიახლოვდა საერთო მეგობრის ქორწილში ყოფნისას და ყველაფერში გამომიტყდა. ყველანაირად ვცდილობდი თავის შეკავებას, იმისათვის, რომ არ გამეფუჭებინა დღესასწაული, წვეულების დასრულებისას კი მივეცი გრძნობებს თავისუფლება და მოვუწყვე ნამდვილი კოშმარი.“ „როცა დასასვენებლად მივფრინავდით, უცებ გაახსენდა რაღაც დეტალები წინა შვებულებიდან და გადაწყვიტა ჩემთან დემონსტრირება. ამ დროს ხსნის შეტყობინებებს თავის ტელეფონში და ორივე ვხედავთ საერთო ნაცნობის მიმოწერას, თუ როგორ ეწუწუნება, რომ არ უნდა ჩემთან ერთად დასასვენებლად წასვლა და მოენატრება. თვითმფრინავი სწორედ მაშინ აფრინდა და წინ ყველაზე „ბედნიერი“ 11 საათი მქონდა ცხოვრებაში.“ „ერთ დღეს სამსახურიდან ადრე მომიწია მოსვლა. დიახ, რაღაც სულელური ფილმის ეპიზოდივით ჟღერს, მაგრამ ეს რეალურად გადამხდა. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ოდესღაც მე ვესაუბრებოდი თავისუფალ ურთიერთობებზე და ის უარზე იყო და ახლა რას ვხედავ?!“ „სახლში მოვედი 12-საათიანი მორიგეობის შემდეგ და ვხედავ საპირფარეშოს მოუწესრიგებელს. ჰმ, ან 12 საათია ჩემმა მეუღლემ ჩააგდო ასეთ მდგომარეობაში აქაურობა, ან ვიღაც ქალი იყო აქ. ვეჭვობდი, რომ თავის კოლეგასთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ მეგობრები იყვნენ. ვიცოდი, რომ ის ქალი ბინას ყიდდა და ბინის რეალტორს ვთხოვე სახლში შეშვება. ბინაში ვიპოვე ჩემი მეუღლის ზედა და ტუმბოზე საძინებელში საერთო ფოტო. ბინგო! ჩვენ გავეყარეთ ერთმანეთს, ის დაქორწინდა მასზე. რა თქმა უნდა, ცოტა ხანში მასაც უღალატა და გაეყარნენ ერთმანეთს.“ განაგრძეთ კითხვა