უცებ გაჩნდა ფერია და ეუბნება: ცოლ-ქმარი ქორწინების 35 წლისთავს აღნიშნავს რესტორანში...
უცებ გაჩნდა ფერია და ეუბნება:
- გასაჩუქრებთ იმისთვის, რომ 35 წელი ერთად ხართ – ჩაიფიქრეთ სურვილი.
ცოლი:
- ქმართან ერთად მინდა სამოგზაუროდ წასვლა.
ფერიამ ჯადოსნური ჯოხი აიქნია და უცებ გაჩნდა თვითმფრინავის ორი ბილეთი.
ახლა ქმრის ჯერია. დაფიქრდა და თქვა:
- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი შანსი ერთხელ ჩნდება. მე 30 წლით უმცროსი ცოლი მინდა.
ცოლი გაოგნდა, ფერიაც გაოგნდა. მაგრამ სურვილი სურვილია... უცებ, ქმარი 92 წლის ბებერი გახდა.
მორალი უმადური კაცებისთვის: გახსოვდეთ, ფერიებიც ქალები არიან:)