"ცალ-ცალკე გვძინავს, ყოველთვის ცდილობს, იპოვოს მიზეზი, რომ დივანზე დაიძინოს..." - ახალგაზრდა ქალის წერილი
"ცალ-ცალკე გვძინავს, ყოველთვის ცდილობს, იპოვოს მიზეზი, რომ დივანზე დაიძინოს..." - ახალგაზრდა ქალის წერილი
თანაცხოვრების დროს წყვილის ურთიერთობას თან ახლავს კრიზისები. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დარღვევა მრავალ პრობლემას წარმოშობს. როდესაც ხშირდება უთანხმოებები, რთულდება ყოველდღიური ცხოვრებაც.
სწორედ ამ თემაზე გვწერს ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი. მის წერილს ანონიმურად გავაზობთ:

"არ ვიცი, საიდან დავიწყო, ხუთი წელი გავიდა ჩვენი შეუღლებიდან. უკვე ყველაფერი ისეთი მოსაბეზრებელია...

ბევრჯერ მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა მის გარეშე ცხოვრება, თუმცა არც ამის საშუალება მაქვს და ალბათ, არც ჩემი მშობლების ოჯახი გამიმაგრებს ზურგს.

ყოველდღე წვრილმანებზე ვკამათობთ. აუტანელი ხასიათი აქვს
და მეც მაღიზიანებს მისი ყველაფერი.

მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ და სხვისი თანდასწრებით ისე მოგაყენებს შეურაცხყოფას, თვალს არ დახამხამებს.

ყველაფერს ის ართულებს, რომ მესამე ბავშვზე დავრჩი ორსულად, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ახლა საერთოდ არ ვიყავი მზად, აბორტზე ფიქრი გამოვრიცხე.

ვსუქდები, ისევ ფორმას ვკარგავ და ვატყობ, რომ მას თანდათან ჩემი თავის რწმენა და თვითშეფასებასაც მიჰყვება. ზედმეტი კილოგრამების შიში და კომპლექსი მაქვს. მეჩვენება, რომ ზიზღით მიყურებს.

სულ მიტრიალებს თავში აზრი ცალკე, ჩემს შვილებთან ერთად ცხოვრების, მაგრამ როგორც ჩანს, არ ვარ საკმარისად ძლიერი, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა.

უკვე რამდენიმე თვეა ცალ-ცალკე გვძინავს, ყოველთვის ცდილობს, იპოვოს მიზეზი,
რომ დივანზე დაიძინოს, თუმცა არც მე ვახევ დიდად კალთებს.

ამასწინათ, ერთ-ერთი ჩხუბის დროს მომახალა, ამ სახლში ან შენ იცხოვრებ, ან მეო. ჰგონია, რომ ყველაფერში თვითონ არის მართალი. 

პირველ ბავშვზე რომ ვიყავი ორსულად, წავასწარი, თავის ყოფილს წერდა, მას მერე აღარ ვენდობი, ეს თვითონაც კარგად იცის. მეგონა ვაპატიე, მაგრამ გულის სიღრმეში ვერ შევძელი.

მეგობრები მეუბნებიან, რომ ურთიერთობაში კრიზისი გვაქვს და უნდა მოვითმინო, რომ გაივლის, მაგრამ ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

ყოველ ორსულობაზე ასე მიწევს ნერვიულობა. დავიჯერო, ეს ნორმალურია და ამას უნდა შევეგუო?!"

19211
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები