გინეკოლოგების სპეციალური რჩევები ქალებს, ვისაც სექსის დროს ტკივილი და დისკომფორტი აქვს: "ქალები ამ სახიფათო სიგნალებს ყურადღებას არ აქცევენ"
გინეკოლოგების სპეციალური რჩევები ქალებს, ვისაც სექსის დროს ტკივილი და დისკომფორტი აქვს: "ქალები ამ სახიფათო სიგნალებს ყურადღებას არ აქცევენ"


სქესობრივ ცხოვრებას ყველასთვის მხოლოდ სიამოვნება არ მოაქვს. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ზოგიერთი ქალი სქესობრივი კავშირისას ტკივილს და დისკომფორტს გრძნობს. ქალბატონები ხშირად ამ სახიფათო სიგნალებს ყურადღების მიღმა ტოვებენ. გინეკოლოგები ყველა ქალს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ ამ რამდენიმე ნიშანს.

სქესობრივი აქტისას ტკივილი არც ისე იშვიათია

აშშ-ის გინეკოლოგებისა და მეანთა ასოციაციის მონაცემებით, 75% ქალებისა ერთხელ მაინც შეუწუხებია სექსის დროს ტკივილს.


სექსის დროს უმიზეზო ტკივილი არ არსებობს

ზოგიერთი ქალი პენეტრაციისას დისკომფორტი იმდენად აწუხებს, რომ მისთვის სექსი უსიამოვნო მოვალეობად იქცევა.

„ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ სექსის დროს ან მის
შემდეგ აღმოცენებული ტკივილი არსდროს არის ნორმალური მოვლენა“ - ამბობს მედიცინის დოქტორი ანტონიო პისარო. მისი თქმით, აქ უხერხული პოზის გამო შექმნილი დისკომფორტი არ იგულისხმება. არც ის, თუ არასაკმარისი სისველის გამო პენეტრაცია უხეშად განხორცილედა. საუბარია საშოში ან მუცლის ქვედა ნაწილში აღმოცენებულ ყრუ ან მჩხვლეტავ ტკივილზე, რომლის დროსაც გინეკოლოგთან გამოკვლევა აუცილებელია.

არსებობს მტკივნეული სექსის გამომწვევი რამდენიმე დიაგნოზი

  1. ცერვიციტი: საშვილოსნოს ყელის ან საშვილოსნოს ქვედა ნაწილის ანთება, რასაც ინფექცია იწვევს.
  2. საკვერცხეების კისტა: ეს სითხით სავსე წარმონაქმნებია საკვერცხეებზე. ზოგჯერ არავითარ სიმპტომს არ იწვევენ, თუმცა თუ კისტა სქესობრივი კავშირის დროს გასკდა, მწვავე ტკივილი და მცირე სისხლიანი გამონადენი ახასიათებს.
  3. სოკოვანი დაავადება: ამ დროს წვის შეგრძნება საკმაოდ შემაწუხებელია
  4. ვაგინიზმი: საშოს კუნთების სპაზმი. მის დროს შესაძლოა
    ვერანაირი შეღწევა საშოში ვერ განხორცილდეს

ემოციები შეიძლება ტკივილის მიზეზი გახდეს

სირცხვილი, სტრესი, დანაშაულის შეგრძნება, შიში არასოდეს მისცემს ქალს მოდუნების და აღგზნების საშუალებას. შესაბამისად, სასქესო ორგანოები ვერ გამოყოფს სათანადო სითხეს და სექსიც უსიამოვნო შეგრძნებების მიზეზი ხდება.
არასაკმარისი სისველის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ანტიდეპრესანტები, წნევის, ალერგიის საწინააღმდეგო წამლები, ზოგჯერ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიც.

თუ ექიმთან ვერ მიდიხართ:

  • გამოიყენეთ ლუბლიკანტები, რათა საშოს სიმშრალე შეამციროთ.
  • ვულვაზე ხელსახოცში გახვეული ყინული დაიდეთ, ეს წვის შეგრძნებას ამცირებს.
  • უარი თქვით პოზებზე, რომელიც ტკივილს გაყენებთ.
ექიმ პისაროს თქმით, თუ ტკივილი მაინც ინტენსიურ ხასიათს ატარებს, მაინც ჯობია გინეკოლოგს გაესინჯოთ.
განსაკუთრებით კი შემდეგი ჩივილებისას:
  1. სექსი ყოველთვის მტკივნეულია
  2. ტკივილები გაუარესდა
  3. ყოველთვის უმტკივნეულო იყო, მაგრამ ბოლო დროს გაჩნდა ტკივილი

3431
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
სასარგებლო ინფორმაცია