როგორი იქნება ცოლ-ქმრის ინტიმური ცხოვრება 50 წლის შემდეგ - მითები და რეალობა
როგორი იქნება ცოლ-ქმრის ინტიმური ცხოვრება 50 წლის შემდეგ - მითები და რეალობა
როგორც სექსოლოგები ამბობენ, სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით მოსახლეობაში არაერთი მითია გავრცელებული. ერთ-ერთი გახლავთ შეხედულება, რომ 50 წლის შემდეგ ადამიანებს სექსუალური ცხოვრებისდამი ინტერესი ეკარგებათ. თითქოს, ამ ასაკიდან ცოლ-ქმარს სექსი აღარ აინტერესებს და ფიქრობენ, რომ ეს ორგანიზმის გადატვირთვის და გამოფიტვის მიზეზია.
ამ ასაკში კიდევ ერთი ფსიქოლოგიური დაბრკოლება არსებობს - საკუთარი სხეულის კომპლექსი. 50-ს გადაცილებული ადამიანები უფრო ხშირად ფიქრობენ, რომ მათი სხეული აღარ არის საკმარისად მომხიბვლელი სექსუალური ცხოვრებისთვის. თითქოს სექსი მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა, შუახანს გადაცილებულმა ხალხმა კი მთავარი ყურადღება ჯანმრთელობას, ოჯახს, შვილიშვილებს უნდა დაუთმოს.
სინამდვილეში
სექსოლოგების პრაქტიკა მიუთითებს, რომ 50-ს გადაცილებული ადამიანების გარკვეული ნაწილი მართალია, არც ისე ინტენსიური, თუმცა რეგულარული სქესობრივი ცხოვრებით ცხოვრობს. 50-დან 60 წლამდე ცოლ-ქმარს ინტიმური ურთიერთობა საშუალოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქვთ. განვითარებულ ქვეყნებში გამოკითხული 50-ზე უფროსი ასაკის ქალთა მესამედი კი აღნიშნავს, რომ სქესობრივი ცხოვრებისადმი ინტერესი, სექსუალური შეგრძნებები და მოთხოვნილება მოემატათ.

როგორ იცვლება ცოლ-ქმრის ინტიმური ცხოვრება 40 წლის შემდეგ - რა უპირატესობები აქვს ამ ასაკს

ინგლისელი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ 50 წელს გადაცილებული ქალი უფრო მარტივად თანხმდება ხანმოკლე რომანებს და უფრო იოლად მიდის ღალატზე, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში.
რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათი სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონი საკმაო რაოდენობით უფრო ხანდაზმულ ასაკამდე გამოეყოფათ, ვიდრე ქალებს ესტროგენი. თუმცა ასაკთან ერთად გენიტალიური ქსოვილების
მგრძნობელობა ქვეითდება. შესაბამისად, გვიან იღგზნებიან, ერექციაც გვიან იწყება, თუმცა უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში.
ქალებში კლიმაქსის შემდეგ ესტროგენის და პროჟესტერონის გამომუშავება კლებულობს. ვაგინალური ქსოვილიც ნაკლებად ელასტიურია, ვაგინაც ვიწროვდება. მცირდება ვაგინალური სითხის გამოყოფაც, თუმცა არ მცირდება სექსუალური მგრძნობელობა და დაკმაყოფილების შეგრძნება.
კიდევ ერთი კარგი ამბავი: როგორც ცნობილია, ქალისა და მამაკაცის სქესობრივი ლტოლვის პიკი დროში განსხვავდება. ახალგაზრდა ასაკში მამაკაცებში სქესობრივი ჰორმონები პიკს დილით აღწევს, ქალებისა და გვინ ღამით. ასეა დაახლოებით 40-45 წლის ასაკამდე. 45 წლის მერე კი ეს განსხვავება ნელ-ნელა ქრება და ეს უთანხმოების მიზეზი ცოლ-ქმარს შორის საბოლოოდ იკარგება.
თქვენ ეთანხმებით სექსოლოგების აზრებს? თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ კომენტარების ველში.

 

altგინეკოლოგების სპეციალური რჩევები ქალებს, ვისაც სექსის დროს ტკივილი და დისკომფორტი აქვს: "ქალები ამ სახიფათო სიგნალებს ყურადღებას არ აქცევენ"

alt"50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ხში­რად უარს ამ­ბობს სექსზე... როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია


9835
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ზურა
1
50 წლის შემდეგ,თუ ცოცხალი ვიქნები, 110 წლის ასაკში სექსი კი არა, ჭამის სურვილიც აღარ მექნება....თუ სხვა რამ იგულისხმა სტატიის ავტორმა? დიახ,ავტორმა არასწორად დაწერა შემდეგი ფრაზა -'' 50 წლის შემდეგ '',რაც თავდაყირა აყენებს საკითხის არსს!
14:36 / 01-03-2021
მსგავსი სიახლეები