როგორ იცვლება ცოლ-ქმრის ინტიმური ცხოვრება 40 წლის შემდეგ - რა უპირატესობები აქვს ამ ასაკს
როგორ იცვლება ცოლ-ქმრის ინტიმური ცხოვრება 40 წლის შემდეგ - რა უპირატესობები აქვს ამ ასაკს

სექსოლოგები ხშირად წუხან, რომ ადამიანებს სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით არაერთი მითის სჯერათ, რაც მათ ცხოვრებას ურთულებს. მაგალითად, გავრცელებულია აზრი, რომ 40 წლის შემდეგ ცოლ-ქმარს შორის სექსი ისეთი ემოციური აღარ არის, როგორც ადრეულ წლებში. თითქოს ქვეითდება შეგრძნებები და ვნებებიც თანდათან ნელდება. სინამდვილეში შესაძლოა პირიქითაც მოხდეს. 40 წლისთვის წყვილების უმრავლესობას მეტი დრო რჩება ერთმანეთისთვის - ბავშვები უკვე დაზრდილები არიან, ფინანსური მდგომარეობა უფრო სტაბილურია და შინაგანი თავისუფლებაც მეტია - ეს საუკეთესო დროა ცხოვრებით და ერთმანეთით ტკბობისთვის.
ის, რომ 40 წლის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში სექსი
იკლებს, ასაკთან დაკავშირებული კიდევ ერთი მითია. ძალიან ბევრი წყვილი დაგიდასტურებთ, რომ ამ ასაკის შემდეგ სექსუალური ცხოვრება გაცილებით მრავალფეროვანი და ღრმა ემოციით სავსე გახდა.
„40 წელს გადაცილებული წყვილები უფრო თავისუფლები არიან, უფრო თავდაჯერებულები და უფრო მეტი ინტიმური სიახლოვისთვის არიან მზა, ერთმანეთის გაცილებით უკეთ ესმით“ - ამბობს ფსიქოლოგი შენონ ჩავესი.
სექსოლოგების დაკვირვებით, 40 წელს გადაცილებული მამაკაცები უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ საწოლში მეუღლის ინტიმური სურვილების მიმართ, უკეთესაც ახერხებენ თვითკონტროლს და სექსუალური აქტის გახანგრძლივებაც უკეთესად შეუძლიათ, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში.
ამ ასაკის წყვილის ლოგინში აღარ დახტიან პატარები, დედას აღარ აქვს ძილის წინ იმდენი საქმე, რომ საკუთარ საწოლამდე არაქათმოცლილი მივიდეს. ცოლ-ქმარს უკვე შეუძლია მშვიდად განმარტოვდეს და ერთმანეთის სიახლოვით დატკბეს. ეს ხომ
ფუფუნებად გეჩვენებოდათ 10 წლის წინ.
რა თქმა უნდა, ასაკი თავისას ითხოვს და ამ ცვლილებებს თვალი უნდა გაუსწოროთ. მაგალითად, მეტად დაგჭირდებათ საკუთარ სხეულზე ზრუნვა და თავის მოვლა. ვარჯიში, მასაჟი, სილამაზის სალონებში ხშირი სტუმრობა უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგიტანთ და საკუთარი სხეული მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

 

2099
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
sniper
0
შვილიშვილები გამოგრჩათ
13:00 / 04-03-2021
მსგავსი სიახლეები